Facebook Twitter

ას-749-805-2011 21 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. ქ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. კ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. კ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ქ-შვილის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ... ¹133/... ქ. ¹11-ში მდებარე, ე. კ-შვილის საკუთრებაში არსებული 50 კვ.მ საერთო ფართის ნაწილი _ 21 კვ.მ, დამხმარე ფართი (ანტრესოლით) გამოთხოვილ იქნა ლ. ქ-შვილის უკანონო მფლობელობიდან, ლ. ქ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 800 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ქ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე მოსარჩელე ე. კ-შვილის საკუთრებაში ირიცხება ქ.თბილისში, ... ¹133/... ქ. ¹11-ში მდებარე 50 კვ.მ. საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, დადგენილია მოცემული უძრავი ქონების საზღვრები. მოპასუხე ლ. ქ-შვილი უკანონოდ ფლობს მოსარჩელის კუთვნილ 21 კვ.მ დამხმარე ფართს (მათ შორის ანტრესოლს).

სააპელაციო პალატამ Pჩათვალა, რომ სრულიად მართებულია საქალაქო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე დაყრდნობით. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს _ მართლზომიერ მფლობელს.

პალატამ განმარტა, რომ კანონი იცავს ნივთზე არა ყოველგვარი ბატონობით განხორციელებულ მფლობელობას, არამედ მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და, სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლზე მითითებით, კანონიერად დააკმაყოფილა სარჩელი მიღებული სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ქ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ სათანადო გამოკვლევის გარეშე გაიზიარა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ფაქტები და არ გაითვალისწინა, რომ ლ. ქ-შვილის სახელზე საჯარო რეესტრში რიცხულ ფართსა და მის მფლობელობაში ფაქტობრივად არსებულ ფართს შორის სხვაობა ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა.

სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 159-ე, 160-ე, 164-ე და 312-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით ლ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. ქ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ლ. ქ-შვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 3 ივნისს ლ. ქ-შვილისა და ალექსი გაბუნიას მიერ გადახდილი 1201,8 ლარის 70% _ 841,26 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ლ. ქ-შვილს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” ლ. ქ-შვილისა და ალექსი გაბუნიას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 841,26 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.