ას-837-888-2011 29 ივლისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს “...”
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “... ცენტრი”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შპს “...სათვის” თანხის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 7 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ “... ცენტრმა” მოპასუხეების _ შპს “... “ და შპს “...ს” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
1. შპს “...-თვის” მის სასარგებლოდ 36789.30 ლარის, ამ თანხით მიღებული მოგების (არსებობის შემთხვევაში), თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%) 5193 ლარის, აგრეთვე ფულის ერთეულის ცვლილების გამო _ 1035 ლარის დაკისრება;
2. შპს “...” მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 36789.30 ლარის გამოყენებით მიღებული მოგება (არსებობის შემთხვევაში) მის სარგებლობაში არსებულ პერიოდზე, მასვე დაკისრებოდა თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%) 13475 ლარის და ფულის ერთეულის ცვლილების გამო 6861 ლარის გადახდა (ს.ფ. 2-12).
შპს “...” სარჩელი ცნო მხოლოდ 36789.30 ლარის დაბრუნების ნაწილში, მან თანხმობა განაცხადა აღნიშნული თანხის დაბრუნებაზე, თუმცა სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებს არ დაეთანხმა (ს.ფ. 182-194).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ “... ცენტრის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს “...” სსიპ “... ცენტრის” სასარგებლოდ დაეკისრა 36789.30 ლარის გადახდა; შპს “...” სსიპ “... ცენტრის” სასარგებლოდ დაეკისრა თანხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის 4248.75 ლარის გადახდა; შპს “...” სსიპ “... ცენტრის” სასარგებლოდ დაეკისრა თანხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის 10557.5 ლარის გადახდა; სსიპ “... ცენტრის” სარჩელი შპს “...” და შპს “...ს” მიმართ თანხის გამოყენებით მიღებული მოგებისა და ფულის ერთეულის (კურსის) ცვლილების გამო თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 17 ივნისს, ფონდ ... (გრანტის გამცემად წოდებული) და ,,... ცენტრს” შორის დაიდო ხელშეკრულება პროექტის განხორციელების მიზნით მოპოვებული გრანტის გამოყენების შესახებ. ამ ხელშეკრულების თანახმად, გრანტის გამცემი, გრანტის მიმღებს, დამტკიცებული პროექტის _ ... განსახორციელებლად უსასყიდლოდ, გრანტის სახით გადასცემს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფინანსურ სახსრებს 26000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში ან საკუთრებაში გადასცემს ამ თანხის (თანხის ნაწილის) შესაბამის ქონებას. ხელშეკრულება დაიდო 3 თვის ვადით;
2008 წლის 27 მაისს, ,,... ცენტრსა” (შემსყიდველი) და შპს ,,...” (შემსრულებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹... ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველი უკვეთავს, ხოლო შემსრულებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, შემსყიდველის მიერ მითითებული პირები უზრუნველყოს სასტუმროს მომსახურებით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც მდებარეობს ქ.ბათუმში, ¹11-ში. შემსრულებელმა, შემსყიდველს, მომსახურება უნდა გაუწიოს 2008 წლის 31 დეკემბრამდე;
ფონდმა ...-ომ, გრანტის თანხა 36789.30 ლარი, 2008 წლის 7 ივლისს (საგადახდო დავალება ¹...) სს ,,... ბანკის” მეშვეობით გადარიცხა შპს ,,...ს” ანგარიშზე;
სსიპ ,,... ცენტრმა”, 2008 წლის 15 აგვისტოს, ¹... წერილით აცნობა შპს ,,...”, რომ ,,საქართველოში შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო ჩაიშალა 26-27 აგვისტოს ქ.ბათუმში დაგეგმილი ,,... კონფერენცია” და ითხოვა სასტუმროს ნომრებზე ჯავშანის გაუქმება;
სსიპ ,,... ცენტრმა”, 2009 წლის 24 თებერვლის ¹წერილით, ფონდ ...-ოს” აცნობა, რომ ... კონფერენცია _ ,,...”, 2009 წლის 10-11 ივნისს, ბათუმის ნაცვლად გაიმართებოდა ქობულეთში, სასტუმრო ,,...-ში”. ამავე წერილით, ცენტრმა ითხოვა, კონფერენციის ორგანიზებისათვის გამოყოფილი 26000 აშშ დოლარი მოხმარდეს კვლავ საერთაშორისო ექსპერტთა განთავსებას, ამჯერად, სასტუმრო ,,...-ში”;
2009 წლის 29 მაისს, სსიპ ,,... ცენტრსა” (შემსყიდველი) და შპს ,,...” (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹... ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს შემსყიდველი, სასტუმროსა და თანმდევი მომსახურებით. შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება 2009 წლის 7-14 ივნისს, მომსახურების გაწევის ადგილია – ქ.ქობულეთი, ... ¹275;
მხარეებმა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულეს.
სსიპ ,,... ცენტრმა”, 2009 წლის 29 მაისის ¹... წერილით აცნობა ფონდ ...”, რომ 2008 წლის 8,9,10 აგვისტოს კონფერენციისათვის საჭირო თანხა ჩაირიცხა ბათუმის ,,...-ში”; დაგეგმილი კონფერენცია საომარი მდგომარეობის გამო ჩაიშალა, მაგრამ ,,...-მა” თანხა უკან არ დააბრუნა. აღნიშნული წერილით, სსიპ ,,... ცენტრმა” სთხოვა ფონდ ,,,-ოს” მიემართა ,,...-თვის” სასტუმრო ...-ის” ანგარიშზე, ქობულეთში, 2009 წლის 9-10-11 ივნისს დაგეგმილი კონფერენციის ორგანიზებისათვის ჩარიცხული თანხის მათთვის გადარიცხვის თაობაზე;
ფონდმა, “...ომ” 2009 წლის 29 მაისის ¹... წერილის საფუძველზე თხოვნით მიმართა ბათუმის სასტუმრო ,,...-ის” ადმინისტრაციას, 2008 წლის 8,9 აგვისტოს დაგეგმილი ,,...სათვის” მათ ანგარიშზე გადარიცხული გრანტის თანხა გადაერიცხათ 2009 წლის 9-11 ივნისს ქ.ქობულეთში, სასტუმრო ,,...-ში” დაგეგმილი კონფერენციისათვის;
სსიპ ,,... ცენტრმა”, 2009 წლის 5 ივნისის ¹... წერილით მიმართა შპს ,,...-ს” და მოსთხოვა 2009 წლის 25 ივნისამდე უზრუნველეყო ფონდ ...ოს” მიერ გრანტის სახით ჩარიცხული თანხის გადარიცხვა შპს ,,...ს” ანგარიშზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ ზომებს;
სსიპ ,,... ცენტრმა” 2009 წლის 17 ივლისს ამავე შინაარსის ¹ წერილით მიმართა შპს ,,...” და მოითხოვა თანხის გადარიცხვა შპს ,,...” ანგარიშზე 2009 წლის 23 ივლისამდე;
სსიპ ,,... ცენტრმა”, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹... ხელშეკრულების შესაბამისად, 2009 წლის 16 ივნისის ¹... საგადახდო დავალებით შპს ,,...” ანგარიშზე ჩარიცხა 54835 ლარი, ხოლო ამავე წლის 17 ივნისს ¹... საგადახდო დავალებით ჩარიცხა _ 668 ლარი;
სსიპ ,,... ცენტრმა” 2009 წლის 12 ოქტომბერს ¹... წერილით კვლავ მიმართა შპს ,,...” და მოითხოვა თანხის გადარიცხვა კონკრეტულ ანგარიშზე;
შპს ,,...” გრანტის თანხა, შპს ,,საქართველოს” ანგარიშზე ჩარიცხა 2009 წლის 30 ოქტომბერს;
სსიპ ,,... ეროვნულმა ცენტრმა”, 2009 წლის 12 ნოემბერს ¹1037/09 წერილით მიმართა შპს ,,...-ოს” და განუმარტა, რომ ,ვინაიდან შპს ,,...” დროულად ვერ მოახდინა გრანტის თანხის (36789.30 ლარის) გადარიცხვა შპს ,,...-ოს” ანგარიშზე, მათ ,,...-იის” ორგანიზებისა და დროულად ჩატარების მიზნით, შპს ,,...-ოს” ანგარიშზე ბიუჯეტიდან ჩარიცხეს თანხა. მოგვიანებით, 2009 წლის ოქტომბერში შპს ,,...” შპს ,,...-ოს” გადმოურიცხა სრული თანხა, რომელიც გათვალისწინებული იყო ...-ის” ორგანიზებისათვის. ამ წერილით სსიპ ,,... ცენტრმა” შპს ,,...-ოს” მოსთხოვა მათ ანგარიშზე შპს ,,...ს” მიერ ჩარიცხული 36789.30 ლარის გადარიცხვა კონკრეტულ ანგარიშზე;
სსიპ ,,... ცენტრმა”, 2010 წლის 18 მარტს ¹... წერილით მიმართა შპს ,,საქართველოს” და მიუთითა, რომ ,,მათ 2009 წლის 12 ნოემბრის ¹... წერილით მოითხოვეს შპს ,,...-ოს” ანგარიშზე ზედმეტად გადარიცხული 36789.30 ლარის დაბრუნება და გადარიცხვა კონკრეტულ ანგარიშზე, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნული წერილით მოსარჩელემ კვლავ მოსთხოვა შპს ,,...-ოს” 36789.30 ლარის უკან დაბრუნება, ამასთან, დამატებით მოითხოვა პროცენტების გადახდაც და ზიანის ანაზღაურებაც;
შპს “...-ომ” სარჩელი ცნო ძირითადი თანხის _ 36789.30 ლარის დაბრუნების ნაწილში;
შპს ,,...” მიმართებაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ადგილი ჰქონდა ფორს-მაჟორს, რომელიც გამოწვეული იყო ომით და ეს გარემოება გაგრძელდა ერთ თვეზე მეტი ხნით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, საქალაქო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მიმართ დაყენებული მოთხოვნები _ 36789.30 ლარის გამოყენებით მიღებული მოგების (არსებობის შემთხვევაში) და ფულის ერთეულის ცვლილების გამო თანხის დაკისრების შესახებ, დაუსაბუთებელი იყო და მათი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. შპს “...-ომ” 36789.30 ლარის დაბრუნების ნაწილში სარჩელი ცნო, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა. რაც შეეხებოდა ორივე მოპასუხის მიმართ არსებულ სარჩელის მოთხოვნებს ზიანის ანაზღაურებაზე _ თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო პროცენტის დაკისრების შესახებ, ისინი სასამართლომ საფუძვლიანად ჩათვალა.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ ,,... ცენტრსა” და შპს ,,...” შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, იგი ეფუძნებოდა მომსახურების ხელშეკრულებას, კერძოდ: მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სასტუმრო მომსახურების შესახებ, რომელიც სსიპ ,,... ეროვნულმა ცენტრმა” ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტა ფორს-მაჟორული გარემოების გამო და ამის შესახებ დროულად, წერილობით აცნობა მოპასუხე შპს ,,...”. ამ უკანასკნელს ევალებოდა უკან დაებრუნებინა მომსახურების საფასური, რაც მან, მოსარჩელის მხრიდან მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, 2009 წლის 30 ოქტომბრამდე არ შეასრულა.
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად და გამართლებულად მიიჩნია შპს ,,...” მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო, 2008 წლის 15 სექტემბრიდან 2009 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 36789.30 ლარის 0.07% _ 25.75 ლარის გადახდა, სულ 410 დღეზე 10557.5 ლარი (410X25.75=10557.5). მითითებულ პერიოდში თანხის დაკისრებისათვის სასამართლომ იხელმძღვანელა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ 2010 წლის 24 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებით, რომლითაც მან ფაქტობრივად შეამცირა მოთხოვნა (იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 190).
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე შპს ,,...ს” წარმომადგენლის მტკიცება, რომ სადავო თანხის დაბრუნების ვალდებულება არ ჰქონდა და თანხა, მხოლოდ კეთილი ნებით დააბრუნა. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა ფორს-მაჟორული გარემოების გამო, რითაც გამოირიცხა მხარეთა პასუხისმგებლობა. შესაბამისად, შპს ,,...” სადავო თანხის დაბრუნების ვალდებულება გააჩნდა, რაც მან განახორციელა დაგვიანებით - 2009 წლის 30 ოქტომბერს. ამ საკითხთან მიმართებით გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს წერილიდან (ჯავშანის გაუქმებაზე) 15 სექტემბრამდე გავიდა ერთი თვე, ამ დროისათვის გამოცხადებული საომარი მდგომარეობა უკვე გაუქმებული იყო და საომარი მდგომარეობის გამოცხადებიდან ხელშეკრულების შეწყვეტისათვის ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადაც დასრულდა.
რაც შეეხებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოთხოვნილი 36789.30 ლარის 0.07%-ის დაკისრების კანონიერებას, საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სს ,,... ბანკიდან” წარმოადგინა ინფორმაცია, 2008 წლის 15 აგვისტოდან 2009 წლის 30 ოქტომბრამდე და 2009 წლის 12 ნოემბრიდან 2010 წლის 10 მარტამდე პერიოდზე. ამ დროისათვის სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო შეადგენდა 0.1%-ს, მოსარჩელემ კი მოითხოვა ამ პროცენტზე ნაკლები – 0.07%.
ვინაიდან, სსიპ ,,... ცენტრმა” შპს ,,...” სამჯერ მოთხოვა თანხის გადარიცხვა კონკრეტულ ანგარიშებზე 2009 წლის 5 ივნისის, 17 ივლისისა და 12 ოქტომბრის წერილებით, მაგრამ მან თანხა შპს ,,...-ოს” ანგარიშზე ჩარიცხა, მხოლოდ 2009 წლის 30 ოქტომბერს, სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს ,,...” მოსარჩელეს 36789.30 ლარი არ დაუბრუნა ვადაში, რითაც მიაყენა ზიანი, რომლის ასანაზღაურებლად, უნდა დაკისრებოდა თანხის გადახდა (პროცენტი).
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის, შპს ,,...ს” პოზიცია, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ბრალეულად არ მიიღო მომსახურება, ასევე ფორს-მაჟორული გარემოების შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით არ აცნობა მოპასუხეს და არ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის უკან დაბრუნება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ ,,... ცენტრის” მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი 2008 წლის 15 აგვისტოს ¹... წერილი წარმოადგენდა დროულ შეტყობინებას ფორს-მაჟორულ გარემოებაზე, ხოლო წერილში მითითებული მოთხოვნა სასტუმრო ნომრებზე ჯავშანის გაუქმების შესახებ უნდა განიმარტოს ხელშეკრულების შეწყვეტის წინადადებად.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან, მოსარჩელეს 2008 წლის 15 აგვისტოს ¹... წერილზე შპს ,,...საგან” არ მიუღია არც წერილობითი და არც ზეპირი პასუხი, მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილად ჩაითვალა.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულება ასევე წარმოიშვა უსაფუძვლო გამდიდრებით, კერძოდ: შპს ,,...” სადავო თანხა მართალია დაგვიანებით ჩაურიცხა შპს ,,...-ოს”, მაგრამ სსიპ ,,... ცენტრის” მოთხოვნის მიუხედავად, შპს “...-მ” არ დააბრუნა მის ანგარიშზე შეცდომით ჩარიცხული თანხა.
სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნას პროცენტი. საგნიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაბრუნდეს. სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,...-სათვის” თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 36789.30 ლარის 0.07% _ 25.75 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში დასაბუთებული იყო.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, მოსარჩელემ შპს ,,...-ოს” თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა 2009 წლის 12 ნოემბერს, მეორედ მიმართა 2010 წლის 18 მარტს, მაგრამ მოპასუხეს თანხა ამ დრომდე არ დაუბრუნებია. შპს ,,...-სათვის” ცნობილი იყო, რომ მის ანგარიშზე შეცდომით ჩაირიცხა თანხა და მას არ ეკუთვნოდა. ამიტომ ეს თანხა უნდა დაებრუნებინა. ¹... საგადახდო დავალებაში აღნიშნულია გადახდის დანიშნულება, მითითებულია, რომ სადავო თანხა არის გრანტი ¹.... ვინაიდან, 2009 წლის 13 ნოემბრიდან (12 ნოემბრის მეორე დღე, როდესაც მოთხოვნილ იქნა თანხის დაბრუნება) 2010 წლის 27 აპრილამდე (სარჩელის მომზადების პერიოდი), გასული იყო 165 დღე, ამ პერიოდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენდა 4248.75 ლარს (165X25.75=4248.75), რაც უნდა დაკისრებოდა მოპასუხე შპს “საქართველოს”.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე შპს “...-ოს” პოზიცია თანხის დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ, კერძოდ, რომ არ იცოდა ვისთვის დაებრუნებინა თანხა. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მოსარჩელემ მოპასუხეს თანხის დაბრუნების მოთხოვნით ორჯერ მიმართა. გარდა ამისა, მოპასუხეს თავადაც უნდა გაერკვია, რა თანხა ჩაირიცხა მის ანგარიშზე (ს.ფ. 203-216).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
შპს “...-ოს” სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა თანხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის 4248.75 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 679.3 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 222-230).
შპს “...” სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მას სსიპ “... ცენტრის” სასარგებლოდ დაეკისრა 10557.5 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 316.72 ლარის გადახდა (ს.ფ. 238-246).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...-ოს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება სსიპ ,,... ცენტრის” სასარგებლოდ შპს ,,...სათვის” 10557.5 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 316.72 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ ,,... ცენტრის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს ,,...-ს” სსიპ ,,... ცენტრის” სასარგებლოდ დაეკისრა თანხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის 7802.25 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; შპს ,,...-ს” სსიპ ,,... ცენტრის” სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 123.85 ლარის ანაზღაურება.
შპს ,,...ის” მიმართ სარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 27 მაისს, ,,... ეცენტრსა” (შემსყიდველი) და შპს ,,...” (შემსრულებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹... ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველი უკვეთავს, ხოლო შემსრულებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, შემსყიდველის მიერ მითითებული პირები უზრუნველყოს სასტუმროს მომსახურებით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც მდებარეობს ქ.ბათუმში,.¹11-ში. შემსრულებელმა, შემსყიდველს, მომსახურება უნდა გაუწიოს 2008 წლის 31 დეკემბრამდე;
ფონდმა ...ომ” გრანტის თანხა (კოდი ...) 36789.30 ლარი, 2008 წლის 7 ივლისს (საგადახდო დავალება ¹...) სს ,,... ბანკის” მეშვეობით გადარიცხა შპს ,,...ს” ანგარიშზე;
სსიპ ,,... ცენტრმა”, 2008 წლის 15 აგვისტოს, ¹771/08 წერილით აცნობა შპს ,,...”, რომ ,,საქართველოში შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო ჩაიშალა 26-27 აგვისტოს ქ.ბათუმში დაგეგმილი ,,შავი ...” და ითხოვა სასტუმროს ნომრებზე ჯავშანის გაუქმება;
2009 წლის 29 მაისს, სსიპ ,,... ცენტრსა” (შემსყიდველი) და შპს ,,...-ოს” (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹... ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს შემსყიდველი, სასტუმროსა და თანმდევი მომსახურებით. “შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება 2009 წლის 7-14 ივნისს, მომსახურების გაწევის ადგილია – ქ.ქობულეთი, სასტუმრო ,,...”,
სსიპ ,,... ცენტრმა”, 2009 წლის 5 ივნისის ¹... წერილით მიმართა შპს ,,...-სს” და მოსთხოვა 2009 წლის 25 ივნისამდე უზრუნველეყო ფონდ ...-ოს” მიერ გრანტის სახით ჩარიცხული თანხის გადარიცხვა შპს ...-ს” ანგარიშზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ ზომებს;
სსიპ ,,... ცენტრმა” 2009 წლის 17 ივლისს ამავე შინაარსის ¹... წერილით მიმართა შპს ,,...” და მოითხოვა თანხის გადარიცხვა შპს ,,...-ოს” ანგარიშზე 2009 წლის 23 ივლისამდე;
სსიპ ,,... ცენტრმა” 2009 წლის 12 ოქტომბერს ¹... წერილით კვლავ მიმართა შპს ,,...” და მოითხოვა თანხის გადარიცხვა კონკრეტულ ანგარიშზე;
შპს ,,...” გრანტის თანხა, შპს ,,...-ოს” ანგარიშზე ჩარიცხა 2009 წლის 30 ოქტომბერს;
შპს ,,...” დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი დასაბუთების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
2008 წლის 27 მაისს, სსიპ ,,... ცენტრსა” (შემსყიდველი) და შპს ,,...” (შემსრულებელი) შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹... ხელშეკრულებით ირკვევა, რომ შემსრულებელმა, შემსყიდველს მომსახურეობა უნდა გაუწიოს 2008 წლის 31 დეკემბრამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2008 წლის 31 დეკემბერი.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის “ა” პუნქტისა და 401-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2008 წლის 27 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასტუმრო მომსახურების შეუსრულებლობა 2008 წლის 26-27 აგვისტოს შპს ,,...ს” (მოვალე) ბრალით არ მომხდარა, იგი გამოწვეული იყო შემსყიდველის (სსიპ ,,... ცენტრი”) წერილობითი მოთხოვნით. ვინაიდან 2008 წლის 26-27 აგვისტოს შემდეგ, 2008 წლის 31 დეკემბრამდე მომსახურების შესრულების სხვა ვადა შემსყიდველის მიერ განსაზღვრული არ ყოფილა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოვალის (შპს ,,...ს”) მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, ან შესრულების ვადის გადაცილება.
სამოქალაქო კოდექსის 354-ე და 366-ე მუხლების შესაბამისად, თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 354-ე მუხლების თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა უნდა შეასრულონ ერთდროულად. მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. ვინაიდან, სსიპ ,,... ცენტრსა” (შემსყიდველი) და შპს ,,...” (შემსრულებელი) შორის, 2008 წლის 27 მაისს დადებული ¹... ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ,,... ცენტრის” მიერ გადახდილი იქნა, ხოლო შპს ,,...ს” მიერ სასტუმროს მომსახურეობა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში არ შესრულებულა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 31 დეკემბრიდან, ვადის გასვლის გამო ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლებოდა და მოვალე შპს ,,...” ვალდებული იყო მეორე მხარისათვის დაუყოვნებლივ დაებრუნებინა ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხა, რაც არ გაუკეთებია.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან, შპს ,,...” სსიპ ,,... ცენტრისათვის” მომსახურეობა უნდა გაეწია 2008 წლის 31 დეკემბრამდე, ამ დრომდე პერიოდი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ვალდებულების დარღვევად. შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა შპს ,,...ს” მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო და შპს ,,...” სსიპ ,,... ცენტრის” სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2008 წლის 31 დეკემბრიდან _ 2009 წლის 30 ოქტომბრამდე (თანხის დაბრუნების დრო) 303 დღის ზიანი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა შპს ,,...ს” მიმართ ყოველდღიური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და მიიჩნია, რომ იგი უნდა განსაზღვრულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის _ 36789.30 ლარის 0.07%-ით, რაც შეადგენდა დღიურად 25.75 ლარს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან შპს ,,...” თანხის დაბრუნების თაობაზე ვალდებულების შესრულება დააყოვნა 303 დღე, მასვე უნდა დაკისრებოდა სსიპ ,,... ცენტრის” სასარგებლოდ ამ დროის განმავლობაში წარმოშობილი ზიანი 7802.25 ლარი (3030 X 25,75 = 7802.25).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ ,,... ცენტრის” 2008 წლის 15 აგვისტოს ¹... წერილი, რომლითაც შპს ,,...” ეცნობა, რომ საქართველოში შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო ჩაიშალა 26-27 აგვისტოს ქ.ბათუმში დაგეგმილი ,,...” და ითხოვა სასტუმროს ნომრებზე ჯავშანის გაუქმება, წარმოადგენდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტას. მართალია, 2008 წლის 27 მაისის ხელშეკრულების 6.3 პუნქტის მიხედვით, თუ ფორსმაჟორული გარემოებები გაგრძელდებოდა ერთი თვის განმავლობაში მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ ცალმხრივად შეეწყვიტათ ხელშეკრულება, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული არ ნიშნავდა ავტომატურად ხელშეკრულების შეწყვეტას, მხარეები ვალდებულნი იყვნენ მეორე მხარისათვის ეცნობებინათ შეწყვეტის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების 7.3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების გამგზავნი მხარე აგრძელებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და შეძლებისდაგვარად ვალდებულების შესრულების ისეთი ხერხების მონახვას, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებოდნენ ფორს მაჟორული ზეგავლენისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს წერილი წარმოადგენდა მხოლოდ შეტყობინებას ფორსმაჟორული ვითარების თაობაზე და რადგანაც დამატებით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე შპს ,,...” არ ეცნობა, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო, რომ ამ წერილის გაგზავნიდან ერთი თვის შემდეგ ხელშეკრულება შეწყდა.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განსაზღვრა შპს ,,...ს” მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულების წარმოშობის დრო და ნაცვლად 2009 წლის 1 იანვრისა, ასეთად 2008 წლის 15 სექტემბერი ჩათვალა, რამაც სსიპ ,,... ცენტრის” სასარგებლოდ მისთვის ზედმეტი ოდენობის თანხების დაკისრება გამოიწვია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო, რაც შპს ,,...ს” სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს იძლეოდა (ს.ფ. 290-314).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შპს “...სათვის” თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ არგუმენტებზე მიუთითებს:
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 15 აგვისტოს წერილით ხელშეკრულება არ ჩათვალა შეწყვეტილად, ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლი. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ მიიღებს მისთვის შეთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს. სამოქალაქო კოდექსის 392-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მოვალე მხოლოდ მაშინ არის პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუკი შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა მოვალის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ვადის გადაცილებისას მოვალე მხოლოდ მაშინ არის პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუკი შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა მოვალის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინებით შპს “...ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (390.12 ლარი) 70% _ 273.084 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...ს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ შპს “...” დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (390.12 ლარი) 70% _ 273.084 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.