ას-854-905-2011 25 ივლისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ს. ხ-ძე, ფ. რ-rogავა, შპს “ა. ს-ი”, გ. ხ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “... ბანკი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების გადახდევინება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “... ბანკმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ხ-ძის, ს. ც-ძის, გ. ხ-ძის, ფ. რ-ავას, შპს “ა. ს-ის”, და შპს “ჯ-ის” მიმართ საკრედიტო დავალიანების გადახდევინებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხეების მიერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. კონკრეტულად, ეს არის საბანკო დავალიანება, რომელიც სს „... ბანკის“ მიმართ გააჩნია ს. ხ-ძეს. 2007 წლის 23 აგვისტოს, სს „... ბანკსა“ და ს. ხ-ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება ¹504534, რომლის თანახმადაც ს. ხ-ძეს გაეხსნა საკრედიტო ხაზი და დაუდგინდა საკრედიტო თანხის ლიმიტის ოდენობა 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით, 240 თვის ვადით და წლიური საპროცენტო სარგებლის მინიმალური 5%-ის ოდენობით. 2007 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, 2007 წლის 29 ოქტომბერს სს „... ბანკსა“ და ს. ხ-ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრლების ¹504534-333223, რომლის თანახმადაც ს. ხ-ძის სახელზე გაიცა საბანკო კრედიტი 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით, 96 თვის ვადით, სარგებლის წლიური 16%-ის დარიცხვით და პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 32% წლიური საპროცენტო განაკვეთზე გადაანგარიშებით. 2008 წლის 18 თებერვალს სს „... ბანკსა“ და ს. ხ-ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹452769, რომლის თანახმადაც ს. ხ-ძის სახელზე გაიცა საბანკო კრედიტი 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარი 84 თვის ვადით, სარგებლის წლიური 16%-ის დარიცხვით და პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 32% წლიური საპროცენტო განაკვეთზე გადაანგარიშებით. ზემოხსენებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა სხვადასხვა იპოთეკის ხელშეკრულებები. მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მნიშვნელოვნად გადააცილა კრედიტის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული კრედიტის დაფარვის ვადებს და, მიუხედავად ბანკის მიერ მსესხებლის წერილობითი გაფრთხილებისა, სესხის დაუფარაობის შემთხვევაში ბანკის მიერ მოსალოდნელი კანონიერი ღონისძიებების გატარების შესახებ არ განახორციელა ბანკის მიმართ არსებული საკრედიტო დავალიანების დაფარვა.
მოპასუხე ს. ხ-ძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის თებერვალში მოსარჩელის ინიციატივით ხელი მოაწერა რამოდენიმე დოკუმენტს, რომელთაგან არცერთი არ ითვალისწინებდა 2007 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, ასევე, ხელშეკრულების დარღვევა ატარებდა დროებით ხასიათს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა იმ ეტაპზე იყო უსაფუძვლო. მოსარჩელის მიერ არასწორად იყო გამოანგარიშებული სადავო თანხა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე რეალური ვალი. მოპასუხე ს. ხ-ძის წარმომადგენლებმა სასამართლოს სხდომაზე წარადგინეს ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა იმის დასადასტურებლად, რომ საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 20.02.2008 წლის შეთანხმების აქტზე ხელმოწერა ს. ხ-ძეს არ ეკუთვნოდა. 30.06.2010 წლის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ს. ხ-ძის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მის მარწმუნებელს ზუსტად არ ახსოვდა, მოაწერა ხელი თუ არა საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 20.02.2008 წლის შეთანხმებას.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ს. ხ-ძემ და გ. ხ-ძემ სარჩელი ცნეს, აღიარეს საკრედიტო დავალიანების არსებობა და დაეთანხმნენ სარჩელის მოთხოვნას. ასევე, დაადასტურეს სს “... ბანკს” და მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებათა ნამდვილობა. ამასთან, ს. ხ-ძემ განმარტა, რომ ზუსტად არ ახსოვდა, მოაწერა თუ არა ხელი საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 20.02.2008წ. შეთანხმებას.
მოპასუხე ფ. რ-ავამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ დასტურდებოდა ს. ხ-ძის სახელზე 300 000 აშშ დოლარის კრედიტის გაცემის ფაქტი, მსესხებლის მხროდან ¹452769 საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევა და 290 640 აშშ დოლარის დავალიანების არსებობა. ასევე, არ დაეთანხმა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, როგორც იპოთეკის საგნის, რეალიზაციას.
დანარჩენ მოპასუხეებს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ს. ხ-ძეს სს “... ბანკის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა: 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹504534-333223 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2010 წლის 26 მარტის მდგომარეობით არსებული დავალიანების: ძირი თანხის _ 908238,05 აშშ დოლარის, პროცენტი _ 80 619,13 აშშ დოლარის, პირგასამტეხლო 11 838,22 აშშ დოლარის, სულ _ 1 000 695,4 აშშ დოლარის გადახდა. 2008 წლის 18 თებერვლის ¹452769 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2010 წლის 26 მარტის მდგომარეობით არსებული დავალიანების: ძირი თანხის _ 265 956,3 აშშ დოლარის, პროცენტი _ 21 261,80 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 3 422,35 აშშ დოლარის, სულ _ 290 640,45 აშშ დოლარის გადახდა. 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹504534-333223 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2010 წლის 26 მარტიდან ყოველდღიურად 496,16 აშშ დოლარი გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 2008 წლის 18 თებერვლის ¹452769 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2010 წლის 26 მარტიდან ყოველდღიურად 135,33 აშშ დოლარი გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 2007 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ¹504534 ხელშეკრულების ფარგლებში 2007 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებული ¹504534-333223 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა: ქ. ქუთაისში, ... გამზირი ¹96, არასაცხოვრებელი ფართი 300,05 კვ.მ. ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹24, შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 259,52 კვ.მ ს. ხ-ძის (ს-ძის) კუთვნილი უძრავი ქონება. _ ქ. თბილისში, ... გამზ. ¹46/30- ში მდებარე, საცხოვრებელი ბინა საერთო ფართით 81,50 კვ.მ 5 კვ.მ, სარდაფი 3 კვ.მ, სარდაფი 6 კვ.მ დამხმარე სათავსო, გ. ხ-ძის კუთვნილი უძრავი ქონება; ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹10, შენობის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 117,43 კვ.მ. მდებარე _შპს “ჯ-ის” კუთვნილი უძრავი ქონება. ქ. ქუთაისში მდებარე, ..., ... და ... ქ. ¹31/1/5, არასაცხოვრებელი ფართი 108,87 კვ.მ ს. ხ-ძის (ს-ძის) კუთვნილი უძრავი ქონება. ქ. ქუთაისში, ... და ... ქ. 1-ლი შეს. ¹31/2. ს. ხ-ძის (ს-ძის) კუთვნილი უძრავი ქონება. _ ქ. ქუთაისში, ... გამზ და ... ქ. ¹1/2, შენობის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 230,03 კვ.მ შპს “ა. ს-ის” კუთვნილი უძრავი ქონება. ქ. ქუთაისი, ... გამზ. და ... ქ. ¹1/2, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართი ¹3, 25,02 კვ.მ. შპს “ა. ს-ის” კუთვნილი უძრავი ქონება. 2008 წლის 18 თებერვლის ¹452769 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა. _ ქ ქუთაისში, ..., ... და ... ქ. ¹17-2-1, შენობის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 86,75 კვ.მ. (ფართი ¹2 მდებარე) ფ. რ-ავას კუთვნილი უძრავი ქონება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპეალციო საჩივრით გაასაჩივრეს ს. ხ-ძემ ს. ც-ძემ, გ. ხ-ძემ, ფ. რ-ავამ, შპს “ა. ს-ისმა”, და შპს “ჯ-ისმა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხე ს. და გ. ხ-ძეები არიან მეუღლეები და ს. ხ-ძის ქორწინებამდელი გვარი იყო ს-ძე. 2007 წლის 23 აგვისტოს სს “... ბანკს” და ს. ს-ძეს (ხ-ძეს) შორის წერილობით გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ¹504534 ხელშეკრულება 1 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ლიმიტის ოდენობით, 240 თვის ვადით. ხელშეკრულების 2.3 მუხლით განისაზღვრა, რომ ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო ს. ს-ძესთან, გ. ხ-ძესთან, ა. ა-ძესთან, დ. ს-ძესთან 23.08.2007 წელს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით. ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში, სს “... ბანკს” და ს. ს-ძეს (ხ-ძეს) შორის 2007 წლის 29 ოქტომბერს წერილობით გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹504534-333223 1 მილიონი აშშ დოლარზე, 96 თვის ვადით, წლიური 16% სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 32% წლიურ საპროცენტო განაკვეთზე გადაანგარიშებით. დადგენილია, რომ, საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს “... ბანკმა” 2007 წლის 23 აგვისტოს სანოტარო ფორმით, წერილობით გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულებები:_ ს. ს-ძესთან, ¹504534-ა, რომლითაც მესამე რიგის იპოთეკით დაიტვირთა _ ქ. ქუთაისში, ... გამზირი ¹96,-ში მდებარე ს. ს-ძის კუთვნილი უძრავი ქონება არასაცხოვრებელი 300,05 კვ.მ. ფართი და იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ს. ს-ძესთან, ¹504534-ბ, რომლითაც პირველი რიგის იპოთეკით დაიტვირთა _ ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹24-ში მდებარე, ს. ს-ძის კუთვნილი უძრავი ქონება საერთო 259,52 კვ.მ ფართით და იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. გ. ხ-ძესთან, ¹504534-გ, რომლითაც მეოთხე რიგის იპოთეკით დაიტვირთა გ. ხ-ძის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ... გამზ. ¹46/30-ში, საცხოვრებელი ბინა საერთო ფართით 81,50 კვ.მ, სარდაფი 5 კვ.მ, 3 კვ.მ სარდაფი, 6 კვ.მ დამხმარე სათავსო. და იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ა. ა-ძესთან (¹504534-დ), რომლითაც პირველი რიგის იპოთეკით დაიტვირთა ა. ა-ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹10-ში, შენობის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 147,64 კვ.მ და იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე იპოთეკის საგნის ფართი შემცირდა 117,43 კვ.მ-მდე, ასევე შეიცვალა იპოთეკის საგნის მესაკუთრე და გახდა შპს “ჯ-ი”. დ. ს-ძესთან (წარმომადგენელი გ. ხ-ძე), ¹504534-ე, რომლითაც მეორე რიგის იპოთეკით დაიტვირთა დ. ს-ძის კუთვნილი უძრავი ქონება - მდებარე ქ. ქუთაისში, ..., ... და ... ქ. ¹31/1/5-ში, არასაცხოვრებელი ფართი 108,87 კვ.მ და იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. იპოთეკით დატვირთული აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე 14.12.2007 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა ს. ს-ძე. ს. ს-ძესთან (¹504534-ვ), რომლითაც მეორე რიგის იპოთეკით დაიტვირთა ს. ს-ძის კუთვნილი ქ. ქუთაისში, ... და ... ქ. 1-ლი შეს. ¹31/2-ში მდებარე უძრავი ქონება და იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2007 წლის 16 ოქტომბერს, შპს “ს. ს-ი”-თან, (¹504534-ზ), რომლითაც პირველი რიგის იპოთეკით დაიტვირთა შპს “ს. ს-ის” კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისში, ... გამზ. და ... ქ. ¹1/2-ში, შენობის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 230,03 კვ.მ და იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შემდგომში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა შპს “ა. ს-ი”. 2009 წლის 27 მარტს შპს “ა. ს-ისთან” (დირექტორი ს. ც-ძე), ¹504534-თ, რომლითაც პირველი რიგის იპოთეკით დაიტვირთა შპს “ა. ს-ის” კუთვნილი უძრავი ქონება, ქ. ქუთაისში ... გამზ. და ... ქ. ¹1/2-ში მდებარე, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართი ¹3, 25,02 კვ.მ და იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2008 წლის 18 თებერვალს სს “... ბანკს” და ს. ხ-ძეს შორის წერილობით გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹452769, 300 000 აშშ დოლარზე, 84 თვის ვადით, წლიური 16% სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 32%. ხელშეკრულების 2.2.10 მუხლით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფას წარმოადგენდა სს “... ბანკს” და ა. რ-ავას შორის გასაფორმებელი იპოთეკის ხელშეკრულება ¹452769-ა. 2008 წლის 18 თებერვალს სს “... ბანკს” და ა. რ-ავას შორის წერილობით, სანოტარო ფორმით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება ¹452769-ა, რომლითაც პირველი რიგის იპოთეკით დაიტვირთა ა. რ-ავას კუთვნილი _ ქ. ქუთაისში, ..., ... და ... ქ. ¹17-2-1-ში მდებარე უძრავი ქონება, შენობის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 86,75 კვ.მ. (ფართი ¹2) და იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. იპოთეკით დატვირთული აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე 27.06.2008 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გახდა ფ. რ-ავა. 2.1.7. 2009 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელემ გააფრთხილა მოპასუხე ს. ხ-ძე დავალიანების დაფარვის თაობაზე, ხოლო, გაფრთხილების მიუხედავად ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2010 წლის 16 თებერვალს აცნობა საკრედიტო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ. 2007 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ხაზით მომსახურების ¹504534 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2008 წლის 20 თებერვლის შეთანხმებაზე ხელმოწერა ეკუთვნის ს. ხ-ძეს. მოპასუხის ინიციატივით ჩატარებული ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შეთანახმებაზე ხელმოწერა ს. ს-ძის სახელით სავარაუდოა, რომ შესრულებულია ს. ს-ძის მიერ. საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც კატეგიორიულად დაადგენდა, რომ ხელმოწერა ს. ს-ძეს (ხ-ძეს) არ ეკუთვნოდა, ამ უკანასკნელს არ წარმოუდგენია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, სესხის დაფარვის მიმდინარეობის ამსახველი დოკუმენტაციით დადასტურებულია, რომ ორივე საკრედიტო ხელშეკრულებაზე ს. ხ-ძეს დაფარვის გრაფიკი დარღვეული აქვს 2009 წლის 31 აგვისტოდან. 1 მლნ. აშშ დოლარიანი კრედიტიდან ძირითადი თანხიდან მას დაფარული აქვს 91 761,95 აშშ დოლარი, ხოლო 300 000 აშშ დოლარიანი კრედიტიდან _ 34 043,70 აშშ დოლარი. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (26.03.2010წ.) და, ამავდროულად, სარჩელით მოთხოვნილი ს. ხ-ძის საკრედიტო დავალიანება 29.10.2007წლის ¹504534-333223 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხას _ 908238,05 აშშ დოლარს, პროცენტს _ 80 619,13 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს – 11 838,22 აშშ დოლარი. სულ _ 1 000 695,4 აშშ დოლარს. 18.02.2008 წლის ¹452769 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა ძირი თანხა იყო 265 956,3 აშშ დოლარი, პროცენტი _ 21 261,80 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 3 422,35 აშშ დოლარი. სულ _ 290 640,45 აშშ დოლარი.
აპელანტის პოზიცია წარმომადგენლობითი ნაკლის თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია გაფრთხილებაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, იგი დაეთანხმა მას და არსებობდა საფუძველი, რომ მოპასუხეს არ მიეჩნია ნება გამოვლენილი უფლებამოსილი პირის მიერ.
პალატამ გაიზიარა, საქალაქო სასამართლოს მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილების შესახებ. სასამართლოს მიერ, წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური შეფასების შედეგად, სწორად იქნა დავალიანების ოდენობა დადგენილი. პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოტივაცია პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო, ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს ერთ შემთხვევაში გადუხდელი ძირი თანხის _ 11838,22 აშშ დოლარის 1,3%-ს, ხოლო მეორე შემთხვევაში _ 3422,35 აშშ დოლარის 1,2%-ს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მისი ანაზღაურება ვალდებულების დარღვევის მომენტიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში და არა აღსრულებამდე, არ არსებობს შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ფაქტობრივი საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის 403-ე, და 419-ე მუხლების თანახმად პალატამ განმარტა, რომ კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს გადაცილების დროისათვის მხარეთა შეთანხმებით განსზღვრული პროცენტი.
აპელანტის მოსაზრება გაფრთხილების ორკვირიანი ვადის დარღვევის თაობაზე პალატამ არ მიიჩნია, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად და განმარტა, რომ მოვალეს დარღვეული აქვს გრაფიკი 2009 წლის 31 აგვისტოდან, ამასთან, შეტყობინებით დადგენილ ვადაში და არც მის გასვლის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. შესაბამისად, კრედიტორს ყოველგვარი საფუძველი გააჩნია შეწყვეტილად მიიჩნიოს ხელშეკრულება და იმავდროულად მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 394-ე მუხლების თანახმად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. ხ-ძემ, ფ. როგავამ, შპს “ა. ს-იმ”, გ. ხ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია კრედიტორს ზიანის ანაზღაურების სახით მიეკუთვნოს განცდილ ზიანზე უფრო მეტი ოდენობის თანხა. სასამართლომ არასწორად განმარტა და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული პროცენტი გადაიხდება, მაშინ როდესაც ხელშეკრულებაში კონკრეტულადაა მითითებული, რომ პროცენტი გადახდას ექვემდებარება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც. ასეთი დათქმა კი ს. ხ-ძესა და სს „... ბანკს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში არაა მოცემული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ხ-ძის, ფ. როგავას, შპს “ა. ს-ის” და გ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია საკრედიტო დავალიანების გადახდევინება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია. კასატორები სადავოდ ხდიან სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 419-ე მუხლების გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ხ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ხ-ძეს, ფ. როგავას, შპს “ა. ს-ის” და გ. ხ-ძეს დაუბრუნდეს გ. ხ-ძის მიერ 2011 წლის 13 ივნისს და 11 ივლისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –6000 ლარის 70% _ 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. ხ-ძის, ფ. როგავას, შპს “ა. ს-ის” და გ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს. ხ-ძეს, ფ. რ-ავას, შპს “ა. ს-ის” და გ. ხ-ძეს დაუბრუნდეს გ. ხ-ძის მიერ 2011 წლის 13 ივნისს და 11 ივლისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –6000 ლარის 70% _ 4200ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.