ას-861-912-2011 15 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ფ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ო-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტი განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ო-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ფ-შვილის წინააღმდეგ და მოითხოვა გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, ავტომანქანა MEღჩEDEშ-BENჩ 500-ის, საიდენტიფიკაციო ნომრით ... მიკუთვნება, ასევე ზ. ო-შვილისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება 11 000 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის თანახმად, ზ. ო-შვილი დაკავებულია ავტომანქანების რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობით. მას 2008 წლის დეკემბერში დაუკავშირდა გ. ფ-შვილი, რომელმაც შესთავაზა, კუთვნილი ავტომანქანა _ MEღჩEDEშ-BENჩ 500 გაეცვალა იგივე მარკის ახალ მოდელში ფასთა სხვაობის _ 9300 აშშ დოლარის დამატების გადახდით. გ. ფ-შვილმა ნაწილობრივ შეასრულა შეთანხმება. კერძოდ, მან ზ. ო-შვილს გადაუხადა 9300 აშშ დოლარი და გადასცა კუთვნილი ავტომანქანა (მიუყვანა შეთანხმებულ პროფილაქტიკაში, ვინაიდან საჭიროებდა სარემონტო სამუშაოებს). ზ. ო-შვილმა კი კუთვნილი ავტომანქანა გადაუფორმა გ. ფ-შვილს 2008 წლის 09 დეკემბერს, რაც დასტურდება შსს მომსახურების სააგენტოში წარდგენილი ერთობლივი განცხადებით. გ. ფ-შვილს ზ. ო-შვილისათვის გადაცემული ავტომანქანა არ გადაუფორმებია, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა.
გ. ფ-შვილმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ზ. ო-შვილისათვის მის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება 14 000 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლებით:
შეგებებული სარჩელის მიხედვით, ავტომანქანების გაცვლასთან დაკავშირებული შეთანხმებით, გ. ფ-შვილს ზ. ო-შვილისაგან უნდა მიეღო 2004 წელს გამოშვებული, აბსოლუტურად უნაკლო შ კლასის MEღჩEDEშ-BENჩ 500, საიდენტიფიკაციო ნომრით .... ზ. ო-შვილმა დაარღვია პირობა. მის მიერ გაცვლის საფუძველზე გ. ფ-შვილისათვის გადაცემული ავტომანქანა აღმოჩნდა 2003 წელს გამოშვებული უხარისხო საბურავებითა და დისკებით, დეფორმირებული, პატარა ზომისა და ამპერაჟის არასტანდარტული აკუმულატორით, რომელსაც ჰქონდა დაფარული ნაკლი _ მარცხენა გვერდი იყო ნაავარიევი და შემდგომ შეკეთებული. აღნიშნული ხარვეზების აღმოჩენის შემდეგ გ. ფ-შვილმა ავტომაქანაზე განაცხადა უარი და მოითხოვა მისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება, ან ნაკლის აღმოფხვრა, ან საამისოდ საჭირო თანხის გადახდა. აღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო არ მომხდარა ზ. ო-შვილისათვის გადაცემული სადავო ავტომანქანის გადაფორმება. გ. ფ-შვილის მიერ ავტომანქანის ნაკლის გამოუსწორებლობის გამო გ. ფ-შვილმა თვითონ შეაკეთა იგი, რისთვისაც გაწეული ხარჯების ოდენობამ შეადგინა 4000 ლარი. საბოლოოდ, ავტომანქანის შესყიდვისა და შემდგომი შეკეთებისათვის გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 30000 აშშ დოლარი, მისი გაყიდვა კი განხორციელდა 16 000 აშშ დოლარად. ამდენად, გ. ფ-შვიოლმა მიიღო ზიანი 14000 აშშ დოლარის დოენობით.
მოპასუხე გ. ფ-შვილმა ზ. ო-შვილის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას ზ. ო-შვილისათვის ზიანი არ მიუყენებია, ხოლო ა/მანქანა ზ. ო-შვილის სახელზე უნდა აღირიცხოს მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი აუნაზღაურებს ზიანს 14 000 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხე ზ. ო-შვილმაAშეგებებული სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მას გ. ფ-შვილისათვის ზიანი არ მიუყენებია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ო-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება MEღჩEDEშ-BENჩ 500 სახელმწიფო ნომრით ...(გამოშვების წელი 1999 წელი, შავი ფერის, საიდენტიფიკაციო ნომერი ...) საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ. ო-შვილის სახელზე, ასევე გ. ფ-შვილს ზ. ო-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 4000 აშშ დოლარის ოდენობით. ზ. ო-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 7000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. გ. ფ-შვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ზ. ო-შვილმა სააპელაციო საჩივარით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
გ. ფ-შვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ასევე თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებით ზ. ო-შვილისა და გ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 17 ოქტომბერს ზ. ო-შვილის სახელზე აღირიცხა ავტომანქანა მერსედესი, საიდენტიფიკაციო ნომრით ... და მიენიჭაA სახელმწიფო ნომერი ... (ტომი I, ს.ფ. 105-106).
დასახელებული ავტომანქანა 2008 წლის 17 ივნისს აშშ-დან ზ. ო-შვილის სახელზე გადმოიგზავნა კონტეინერით. სატრანსპორტო საშუალების საკუთრების მოწმობისა და სატრანსპორტო ზედნადების მიხედვით, გადმოიგზავნა 2004 წლის გამოშვების შ 430 კლასის შავი ფერის ა/მანქანა “მერსედესი”, საიდენტიფიკაციო ნომრით ... (ტომი I, ს.ფ. 41-44, 47).
სატრანსპორტო საშუალების ისტორიის შესახებ ავტოჩეკის 2009 წლის 16 ოქტომბრის მოხსენების თანახმად, რომელშიც აღწერილია ზემოთ ხსენებული ა/მანქანის ისტორია, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა/მანქანის საიდენტიფიკაციო ნომერი _ ..., გამოშვების წელი _ 2004, მარკა _ მერსედეს ბენცი, მოდელი _ შ კლასის შ 430, კლასი _ საშუალო დონეზე მაღალი-მდიდრული, ა/მანქანის ასაკი _ 5 წლის, მფლობელები _ 1, ოდომეტრის ბოლო მონაცემები _ 83,306;
ა/მანქანა შემოწმებულია სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. შემოწმების შედეგად ა/მანქანის შესახებ არ აღმოჩნდა ნეგატიური ინფორმაცია ან სხვა პრობლემები. კერძოდ, არ არის ჩანაწერი ზიანისა და მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევის, წყლის გამო, ხანძრის ან სეტყვის შედეგად დაზიანების შესახებ, ოდომეტრის პრობლემების შესახებ, აღდგენის/ხელახალი აწყობის შესახებ, შეტაკების ტესტირების, კორპუსის დაზიანების შესახებ. ოდომეტრის უკან გადახვევის ან არასათანადოდ მოხმარების ნიშნები აღმოჩენილი არ იქნა. ა/მანქანა გამოიყენებოდა ტაქსად (ს.ფ. 136-140);
გ. ფ-შვილის სახელზე 2008 წლის 26 სექტემბერს აღირიცხა ავტომანქანა “მერსესედეს ბენც” შ 500, გამოშვების წელი _ 1999 წ, საიდენტიფიკაციო კოდი _ ..., სატრანზიტო ნომრით _ ¹.... საბაჟო ღირებულება _ 22 000 ლარი (ს.ფ. 109, 110). ავტომანქანას მიენიჭა სახ. ¹... (ს.ფ. 108, 232);
2009 წლის დეკემბერში ზ. ო-შვილი და გ. ფ-შვილი შეთანხმდნენ კუთვნილი ავტომანქანების გაცვლაზე იმ პირობით, რომ გ. ფ-შვილს ზ. ო-შვილისათვის უნდა გადაეხადა ავტომანქანების ფასთა სხვაობის შესაბამისად 9300 აშშ დოლარი. შეთანხმების შესაბამისად, გ. ფ-შვილმა 9300 აშშ დოლარი გადაუხადა ზ. ო-შვილს, ასევე მის სახელზე რეგისტრირებული “მერსედესი შ 500”, საიდენტიფიკაციო ნომრით ..., ყოფილი “ავტოვაზის” ტერიტორიაზე თბილისში ევაკუატორით მიუყვანა და გადასცა მფლობელობაში ზ. ო-შვილს, ხოლო ამ უკანასკნელმა მის სახელზე რეგისტრირებული ა/მანქანა - შ კლასის “მერსედესი”, საიდენტიფიკაციო ნომრით ..., გადასცა გ. ფ-შვილს. ამავდროულად, ამავე ა/მანქანით, გ. ფ-შვილი და ზ. ო-შვილი წავიდნენ რუსთავში შსს მომსახურების სააგენტოში მანქანის გასაფორმებლად. ზ. ო-შვილისაგან გადაცემული ა/მანქანა 2008 წლის 9 დეკემბერს გ. ფ-შვილმა აღრიცხა თავის სახელზე. დასახელებული გარემოებები სადავოდ არ გამხდარა, რაც დასტურდება მხარეთა განმარტებებით, ასევე შსს მომსახურების სააგენტოში წარდგენილი მხარეთა ერთობლივი განცხადებით ავტომანქანის გასხვისება-შეძენის თაობაზე (ტომი I, ს.ფ. 102);
2008 წლის 9 დეკემბერს 11:00:58 საათზე გ. ფ-შვილმა (შემძენმა) განცხადებით მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა ა/მანქანის სანომრე ნიშნის ... დაბეჭვდა (ს.ფ. 104). ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით, ზ. ო-შვილისაგან გ. ფ-შვილის მიერ შეძენილი ა/მანქანა 2008 წლის 9 დეკემბერს აღირიცხა გ. ფ-შვილის სახელზე და მიენიჭა სახ. ¹ .... მოწმობაში ა/მანქანის გამოშვების თარიღად მითითებულია 2003 წელი (ს.ფ. 113). შსს მომსახურების სააგენტოსადმი ერთობლივი განცხადებით მიმართვამდე, 2008 წლის 9 დეკემბერს 10:47:40 საათზე შედგენილია ზემოთ აღნიშნული ა/მანქანის დათვალიერების აქტი ¹.... მასშიც ა/მანქანის გამოშვების თარიღად მითითებულია 2003 წელი (ს.ფ. 105);
გ. ფ-შვილმა ზ. ო-შვილს კუთვნილი ავტომანქანა გადასცა მფლობელობაში, თუმცა არ გადაუცია ავტომანქანის დოკუმენტაცია და მასზე საკუთრება. არც აღნიშნული გარემოება გამხდარა სადავოდ, რაც დასტურდება მხარეთაA განმარტებებით.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ გ. ფ-შვილის მიერ ზ. ო-შვილისათვის დოკუმენტაციის გარეშე მფლობელობაში გადაცემული ავტომაქანა “მერსესედეს ბენც” შ 500-ის (გამოშვების წელი _ 1999 წ, საიდენტიფიკაციო კოდი _ ...) საორიენტაციო ღირებულება 2008 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენდა 12 000 აშშ დოლარს, ხოლო 2010 წლის იანვრისათვის _ 8000 აშშ დოლარს (ტომი I, ს.ფ. 157-159);
აპელანტის მითითება მასზე, რომ დასახელებული გარემოების დასადგენად სასამართლო უსაფუძვლოდ არ დაეყრდნო საქმეში არსებულ აუდიტორულ დასკვნას, რომლის მიხედვით, ავტომანქანის ღირებულება 2008 წლისათვის შეადგენდა 18000 აშშ დოლარს, ხოლო 2010 წელს _ 7000 აშშ დოლარს (ტომი I, ს.ფ. 188-189, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, საიდანაც ირკვევა ავტომანქანის ღირებულების შემცირების მოცულობა 2008 წლიდან 2010 წლამდე, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წინ უძღოდა ობიექტის სრული დათვალიერება. გადაღებულ იქნა ფოტო-მასალა, ჩატარდა ბაზრის კონიუნქტურის კვლევა. დასკვნა მიღებულია ავტომანქანის მახასიათებლების აღწერის, მისი მდგომარეობის ყოველმხრივი გამოკვლევის, არსებული დაზიანებების შეფასების, ასევე ბაზარზე საკვლევი პერიოდებისათვის მოცემული ავტომანქანის სახეობისა და მდგომარეობის შესაბამისი ფასების გათვალისწინებით, ხოლო აუდიტორის დაკვნაში, რომლის უპირატესობაზეც აპელირებს ზ. ო-შვილი, სრულად არ ასახულა ობიექტის მდგომარეობა და მახასიათებლები, არამედ მითითებულია მხოლოდ ცალკეული დაზიანებები, კერძოდ წინა და უკანა საქარე მინების ბზარები, წინა მარჯვენა ფართის დეფორმირება და ამწევი ბალიშების მწყობრიდან გამოსვლა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნისაგან განხვავებით, აუდიტორის დასკვნა არ შეიცავდა ინფორმაციას ავტომანქანის სალონის მდგომარეობასა და მის დაზიანებებზე, ძალური აგრეგატებისა და სავალი ნაწილების მდგომარეობასა და საჭირო რემონტზე, წინა მარჯვენა მაშუქისა და რადიატორის მოპირკეთების საჭიროებასა და სხვა ნაკლოვანებებზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კვლევის მეთოდიკის მხედველობაში მიღებით მართლზომიერად მიანიჭა უპირატესობა ექსპერტიზის დაკვნას.
სააპელაციო სასამართლომ გ. ფ-შვილის ახსნა-განმარტებით დადგენილად მიიჩნია, რომ მისთვის ცნობილი იყო ზ. ო-შვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, კერძოდ, გ. ფ-შვილის შესაგებლისა და შეგებებული სარჩელის მიხედვით, იგი დაუკავშირდა ზ. ო-შვილს ვ. გ-ძის მითითებით, როგორც ამ უკანასკნელის ბიზნეს-პარტნიორს (ტომი I, ს.ფ. 61-69, 72-83).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 521-ე 522-ე, 523-ე, 477.1 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც დადგენილ იქნა, მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე წარმოიშვა გაცვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მიხედვით, ზ. ო-შვილმა აიღო ვალდებულება, გ. ფ-შვილისათვის გადაეცა საკუთრებაში კუთვნილი ავტომანქანა, ხოლო ხოლო გ. ფ-შვილს წარმოეშვა საპირისპირო ვალდებულება, ზ. ო-შვილისათვის გადაეხადა 9300 აშშ დოლარი და საკუთრებაში გადაეცა კუთვნილი ავტომანქანა. ხელშეკრულების პირობები სრულად იქნა შესრულებული ზ. ო-შვილის მიერ, ხოლო გ. ფ-შვილმა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მან გ. ფ-შვილს გადაუხადა 9300 აშშ დოლარი და გადასცა მფლობელობაში კუთვნილი ავტომანქანა, თუმცა არ გადაუცია საკუთრების უფლების წარმოშობისა და რეალიზაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია, არ გადაუფორმებია გ. ფ-შვილისათვის ავტომანქანა. ამასთან, გ. ფ-შვილმა ვერ დაადასტურა გარემოებები, რაც ადასტურებდა მის მიმართ ზ. ო-შვილის ვალდებულებას და გამორიცხავდა ზ. ო-შვილის შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დადასტურდა გ. ფ-შვილის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზ. ო-შვილის უფლების დარღვევა, საკუთრებაში მიეღო ავტომანქანა, რის გამოც დაკმაყოფილდა მოთხოვნა ავტომანქანის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება გ. ფ-შვილის მიერ არ ყოფილა გამხდარი სადავოდ.
სააპელაციო საამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1-ე, 408.1-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მოპასუხე გ. ფ-შვილს, რომელმაც არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება _ ზ. ო-შვილს არ გადაუფორმა საკუთრებაში გადაცემული ავტომანქანა, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ამ ნივთის მიმღები ვერ განახორციელებდა საკუთრების უფლების რეალიზაციას. აღნიშნული კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ავტომანქანის რეალიზაციის შესაძლებლობას, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც ცნობილი იყო ზ. ფ-შვილს საქმიანობასთან დაკავშირებით, კერძოდ იმაზე, რომ იგი დაკავებული იყო ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვითა და მისგან გამომდინარე შემოსავლის მიღებით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ფ-შვილის მიერ ავტომანქანის საკუთრებაში გადაფორმებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევით ზ. ო-შვილმა ვერ შეძლო ავტომანქანის გაყიდვა. როგორც დადგენილ იქნა, 2008 წელს ავტომანქანის რეალიზაციით ზ. ო-შვილი მიიღებდა მის საფასურს 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2010 წლისთვის კი _ 8000 აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად, ზ. ო-შვილმა მიიღო ზიანი 4000 აშშ დოლარის ოდენობით.
აპელანტ გ. ფ-შვილის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. ო-შვილის ზიანი გამოწვეულ იქნა არა მის მიერ ვალდებულების დარღვევით, არამედ ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური კრიზისითA და ამის საფუძველზე ავტომაქანების ფასების შემცირებით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნა, რომ გ. ფ-შვილის მიერ ავტომანქანის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ვალდებულების დარღვევით, ზ. ო-შვილმა ვერ განახორციელდა ავტომაქანის რეალიზაცია, რის გამოც გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენდა სწორედ გ. ფ-შვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზ. ო-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ გ. ფ-შვილისათვის ცნობილი იყო ზ. ო-შვილის საქმიანობის (ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის) შესახებ. კასატორის აზრით, სასამართლომ აღნიშნულთან მიმართებაში, გ. ფ-შვილის განმარტება ცალმხრივად გაიზიარა, კერძოდ, თუ მისთვის ცნობილი იყო ზ. ო-შვილისა და ვ. გ-ძის ბიზნეს-პარტნიორობის შესახებ და ამ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლომ ჩათვალა, რომ გ. ფ-შვილისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზ. ო-შვილის მიუღებელი შემოსავლის შესახებ, მაშინ სასამართლოს ასევე უნდა გაეზიარებინა მისი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. ო-შვილის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა რეალურად ვ. გ-ძის საკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშნული კი, გამორიცხავდა რომ გ. ო-შვილისათვის სავარაუდო ყოფილიყო ზ. ო-შვილისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთან კასატორის მოსაზრებით, თუ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ო-შვილი დაკავებული იყო ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესით, მაშინ მისი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას, როგორც სხვა ავტოდილერებს, უნდა სცოდნოდა ავტომანქანის ავტოჩეკის მონაცემები, კერძოდ, გ. ფ-შვილისათვის გაცვლის ხელშეკრულების გაცემის საფუძველზე გადაცემული ავტომანქანის აშშ-ში ტაქსად მუშაობის შესახებ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე არასწორად არ გაიზიარა, რომ ზ. ო-შვილის ზიანი გამოწვეული იყო არა გ. ფ-შვილის მიერ ვალდებულების დარღვევით, არამედ ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური კრიზისის საფუძველზე. კასატორის აზრით, სასამართლომ ასევე, არასწორად არ დაადგინა გარემოება მასზე, რომ გ. ფ-შვილს მიადგა ზიანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინებით გ. ფ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ფ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ფ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (336 ლარი) 70% _ 235.2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ფ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს ო. გ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (336 ლარი) 70% _ 235.2 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.