Facebook Twitter

ას-709-668-2011 4 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ თ. ა-შვილი, ა. ბ-ოვა, თ. ა-შვილი, ი. ა-შვილი, თ. ბ-ძე, ლ. (ლ.) კ-შვილ-ღ-შვილი, თ. კ-შვილი, ი. კ-ძე, თ. კ-შვილი, ნ. კ-ძე-მ-შვილ, ვ. მ-შვილ, მ. მ-შვილი, ლ. ღ-შვილ-კ-შვილი, ლ. ყ-შვილი, ა. ყ-შვილი, ლ. შ-შვილი, ნ. ჩ-შვილი, გ. ხ-შვილი, ც. ც-შვილი, ნ. ე-შვილი, ნ. ღ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-შვილი, მ. ს-შვილ-გ-შვილი, ვ. გ-შვილის უფლებამონაცვლე ნ. გ-შვილი, მ. ძ-შვილი, ზ. მ-ძე, მ. ო-ძის უფლებამონაცვლე ზ. მ-ძე, ბ. წ-რი, ნ. ო-შვილის უფლებამონაცვლე ბ. წ-რი, შ. ჭ-შვილის უფლებამონაცვლე თ. ჭ-შვილი, ნ. ხ-ძე, თ. ჯ-ძე, დ. ბ-შვილი, ნ. ს-შვილი, მ. ზ-შვილი, ნ. ხ-შვილი (მოსარჩელე)

მოპასუხეები _ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივი “გ-ი”, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-ის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კოოპერატივ “გ-ის” გამგეობისა და საბჭოს დადგენილებების ბათილად ცნობა, ტექ.ბიუროსა და საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-შვილმა, მ. ს-შვილ-გ-შვილმა, ვ. გ-შვილმა (უფლებამონაცვლე ნ. გ-შვილი), მ. ძ-შვილმა, ზ. მ-ძემ, მ. ო-ძემ (უფლებამონაცვლე ზ. მ-ძე), ბ. წ-რმა, ნ. ო-შვილმა (უფლებამონაცვლე ბ. წ-რი), შ. ჭ-შვილმა (უფლებამონაცვლე თ. ჭ-შვილი), ნ. ხ-ძემ, თ. ჯ-ძემ, დ. ბ-შვილმა, ნ. ს-შვილმა, მ. ზ-შვილმა და ნ. ხ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის”, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-ის სარეგისტრაციო სამსახურის, თ. ა-შვილის, ა. ბ-ოვას, თ. ა-შვილის, ი. ა-შვილის, თ. ბ-ძის, ე. ბ-შვილის, ლ. კ-შვილის, თ. კ-შვილის, ი. კ-ძის, თ. კ-შვილის, ნ. კ-ძე-მ-შვილს, ვ. მ-შვილს, მ. მ-შვილის, ლ. ღ-შვილის, ლ. ყ-შვილის, ა. ყ-შვილის, თ. შ-შვილ, ლ. შ-შვილის, ნ. ჩ-შვილის, გ. ხ-შვილის, ც. ც-შვილის, ნ. ე-შვილისა და ნ. ღ-ძის მიმართ და მოითხოვეს გ-ის სავაჭრო ცენტრის მეორე სართულის გაყიდვის შესახებ გ-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის” გამგეობის 2001 წლის 5 ივლისის სხდომის ¹2 ოქმის დადგენილების ბათილად ცნობა, გ-ის სავაჭრო ცენტრის მეორე სართულის გაყიდვის დამტკიცების შესახებ გ-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის” 2001 წლის 10 ივლისის საბჭოს კრების ¹5 ოქმის და მისი დადგენილების ბათილად ცნობა, გ-ის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში გ-ის სავაჭრო ცენტრის მეორე სართულის 23 მესაკუთრის სახელზე 2002 წლის 21 მაისის ¹2795 რგისტრაციის გაუქმება, გ-ის სავაჭრო ცენტრის მეორე სართულის 23 თანამშრომლისათვის ჩუქების შესახებ გ-ის რაიკოოპკავშირის გამგეობის 2002 წლის 24 ივნისის სხდომის ¹5 ოქმისა და მისი დადგენილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-ის სარეგისტრაციო სამსახურში გ-ის სავაჭრო ცენტრის მეორე სართულის 23 მესაკუთრეებისათვის 2004 წლის 13 აპრილს განხორციელებული ¹51/01/24/178 რეგისტრაციის გაუქმება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. გ-შვილის, მ. ს-შვილ-გ-შვილის, ვ. გ-შვილის უფლებამონაცვლე ნ. გ-შვილის, მ. ძ-შვილის, ზ. მ-ძის, მ. ო-ძის უფლებამონაცვლე ზ. მ-ძის, ბ. წ-რის, ნ. ო-შვილის უფლებამონაცვლე ბ. წ-რის, შ. ჭ-შვილის უფლებამონაცვლე თ. ჭ-შვილის, ნ. ხ-ძის, თ. ჯ-ძის, დ. ბ-შვილის, ნ. ს-შვილის, მ. ზ-შვილის, ნ. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გ-ის სავაჭრო ცენტრის მეორე სართულის გაყიდვის შესახებ გ-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის” გამგეობის 2001 წლის 5 ივლისის სხდომის ¹2 ოქმის დადგენილება, გ-ის სავაჭრო ცენტრის მეორე სართულის გაყიდვის დამტკიცების შესახებ გ-ის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ “გ-ის” საბჭოს 2001 წლის 10 ივლისის ¹5 კრების ოქმის დადგენილება, გ-ის სავაჭრო ცენტრის მეორე სართულის 23 თანამშრომლისათვის ჩუქების შესახებ გ-ის რაიკოოპკავშირის გამგეობის 2002 წლის 24 ივნისის ¹5 სხდომის ოქმის დადგენილება, გაუქმდა გ-ის სავაჭრო ცენტრის მეორე სართულის 23 მესაკუთრისათვის გ-ის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2002 წლის 21 მაისის რეგისტრაცია ¹2795 და საჯარო რეესტრში 2004 წლის 13 აპრილს განხორციელებული ¹... რეგისტრაცია.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ა-შვილმა, ა. ბ-ოვამ, თ. ა-შვილმა, ი. ა-შვილმა, თ. ბ-ძემ, ლ. (ლ.) კ-შვილ-ღ-შვილმა, თ. კ-შვილმა, ი. კ-ძემ, თ. კ-შვილმა, ნ. კ-ძე-მ-შვილმა, ვ. მ-შვილმა, მ. მ-შვილმა, ლ. ღ-შვილ-კ-შვილმა, ლ. ყ-შვილმა, ა. ყ-შვილმა, ლ. შ-შვილმა, ნ. ჩ-შვილმა, გ. ხ-შვილმა, ც. ც-შვილმა, ნ. ე-შვილმა, ნ. ღ-ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე, ძირითადი მოპასუხის არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებით თ. ა-შვილის, ა. ბ-ოვას, თ. ა-შვილისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები და მათი წარმომადგენელი ნ. ხ-შვილი. მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგეელმა ნ.ს-შვილმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც მხარი დაუჭირეს მოწინააღმდეგე მხარეებმა: დ. ბ-შვილმა და ნ. ს-შვილმა.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 229-ე მუხლით, 276-ე მუხლით და დაადგინა, რომ აპელანტებსა და მათ წარმომადგენელს სასამართლო სხდომის დროის შესახებ ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლისა და 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნ. დაცვით. აპელანტებსა და მათ წარმომადგენელს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის თაობაზე არ უცნობებიათ, რის გამოც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს თ. ა-შვილმა, ა. ბ-ოვამ, თ. ა-შვილმა, ი. ა-შვილმა, თ. ბ-ძემ, ლ. (ლ.) კ-შვილ-ღ-შვილმა, თ. კ-შვილმა, ი. კ-ძემ, თ. კ-შვილმა, ნ. კ-ძე-მ-შვილმა, ვ. მ-შვილმა, მ. მ-შვილმა, ლ. ღ-შვილ-კ-შვილმა, ლ. ყ-შვილმა, ა. ყ-შვილმა, ლ. შ-შვილმა, ნ. ჩ-შვილმა, გ. ხ-შვილმა, ც. ც-შვილმა, ნ. ე-შვილმა, ნ. ღ-ძემ და მათმა წარმომადგენელმა ნ. ხ-შვილმა. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის სხდომა გადაიდო მოპასუხე კოოპერატივ “გ-ის” რეგისტრაციის არსებობის გარკვევამდე, რადგანაც აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იქნებოდა საქმის განხილვა. საჯარო რეესტრის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდა შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონული ცენტრიდან ინფორმაციის მიღებამდე. მოსამართლის განმარტებით, აღნიშნული საკითხის სასამართლოს შემდგომ სხდომამდე გაურკვევლობის შემთხვევაში, მხარეებს შეეძლოთ არ გამოცხადებულიყვნენ. 2011 წლის 22 მარტის მდგომარეობით ადმნისტრაციული წარმოება დასრულებული არ იყო, რის თაობაზეც აპელანტთა წარმომადგენელმა ტელეფონით აცნობა მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელ ნ.ს-შვილს. ადმინისტრაციული წარმოების შედეგების არქონა გახდა მიზეზი აპელანტთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის.

2011 წლის 23 მარტს, სასამართლო სხდომის დღეს, 10:00 საათზე ნ.ხ-შვილი დაბარებული იყო ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის ¹3 განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკითხვაში მონაწილეობის მისაღებად. ნ.ხ-შვილის განმარტებით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დაკითხვა გაგრძელდა, რადგანაც გაითიშა კომპიუტერული ქსელი, გამომძიებელმა საპროცესო მოქმედება სხვა დროისათვის არ გადადო, რადგანაც პროცესუალურად აუცილებელი იყო ნ.ხ-შვილის დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკითხვა.

აღნიშნულის თაობაზე ნ.ხ-შვილმა ტელეფონით აცნობა როგორც მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელ ნ.ს-შვილს, ასევე მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც მოგვიანებით დაადასტურა, რომ გადასცა მოსამართლეს შეტყობინება. სასამართლო სხდომის ოქმში არასწორადაა აღნიშნული, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები, ამავე სხდომის ოქმის თანახმად, კოოპერატივ “გ-ს” ვერ ჩაბარდა სასამართლო უწყება იმ მიზეზით, რომ ასეთი სამსახური აღარ არსებობს. სასამართლო ასეთ დროს არ იყო უფლებამოსილი, გაეხსნა სასამართლო სხდომა.

ნ.ხ-შვილის მითითებით, რადგანაც სასამართლოსათვის ცნობილი იყო აპელანტთა წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი.

კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა საქართველოს შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ.ხ-ანის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც 2011 წლის 23 მარტს ადვოკატი ნ. ხ-შვილი იმყოფებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულის _ თ.დ-შვილის დაკითხვაზე. კომპიუტერულ სისტემაში შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო დაკითხვის პროცესი შეფერხდა და დასრულდა 14:00 საათზე, ასევე წარმოადგინა შპს “მ-ის” ამონაწერი ნ.ხ-შვილის კუთვნილ ნომერზე _ 99 192117 2011 წლის 18 მარტიდან 2011 წლის 24 მარტის ჩათვლით განხორციელებული სატელეფონო შეტყობინებების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული კერძო საჩივარი თ. ა-შვილის, თ. ა-შვილის, ი. ა-შვილის, თ. ბ-ძის, ლ. (ლ.) კ-შვილ-ღ-შვილის, თ. კ-შვილის, ი. კ-ძის, თ. კ-შვილის, ნ. კ-ძე-მ-შვილს, ვ. მ-შვილს, მ. მ-შვილის, ლ. ღ-შვილ-კ-შვილის, ლ. ყ-შვილის, ა. ყ-შვილის, ლ. შ-შვილის, ნ. ჩ-შვილის, გ. ხ-შვილის, ც. ც-შვილის, ნ. ე-შვილისა და ნ. ღ-ძის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა. ბ-ოვას მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

მოცემული საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით, ამავე წლის 23 თებერვალს დაინაიშნა სასამართლოს მთავარ სხდომა, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.

2011 წლის 23 თებერვალს სასამართლომ გახსნა სხდომა და შუამდგომლობების განხილვის ეტაპზე გადაიდო სხვა დროისათვის _ 2011 წლის 23 მარტს, რის თაობაზეც ეცნობათ აპელანტების წარმომადგენელ ნ.ხ-შვილს, ნ.ე-შვილს, თ.კ-შვილს, ნ.ს-შვილსა და გ.მ-შვილს (იხ. ხელწერილი, ტ.IV, ს.ფ. 125).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენი., რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

დასახელებული ნორმებით სასამართლოს დადგენილი აქვს ალტერნატიული ვალდებულება, სასამართლო სხდომისა თუ ცალკეული საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე აცნობოს 70-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ უშუალოდ მხარეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ასეთი შეტყობინების ნამდვილობა ასევე დამოკიდებულია შეტყობინების მიმღები პირის ვინაობაზე, კერძოდ, სასამართლო შეტყობინება ადრესატისათვის ჩაბარებულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მიიღო ამავე კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტმა (ოჯახის ქმედუნარიანი წევრი, სამუშაო ადმინისტრაცია და სხვა).

კანონის დასახელებული ნორმა ზოგადი ხასიათისაა და გამოიყენება ყოველი საპროცესო მოქმედების მიმართ, რაც შეეხება სასამართლო სხდომის გადადების საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალოგიურად, სასამართლო ხელწერილით აფრთხილებს გამოცხადეულ პირს იქნება ეს უშუალოდ მხარე, თუ მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელთაც თავის მხრივ ურთიერთშეტყობინების ვალდებულება გააჩნიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართებით ასევე დასაშვებია ამავე კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის გავრცელება, რომელიც შეეხება მოდავე მხარეთაგან ერთ-ერთ ან ორივე მხარეს მხარეთა სიმრავლეს და დადგენი., რომ თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის. მითითებულ საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს ასევე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

“ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე. გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი – მინდობილობა ან ორდერი.

საქმეში წარმოდგენილი მინდობილობებისა და ორდერის საფუძველზე (იხ. ტ.IV ს.ფ.107-117) ნ. ხ-შვილი უფლებამოსილი იყო, დაეცვა აპელანტთა ინტერესები სააპელაციო სასამართლოში. მითითებული გარემოება კი იძლევა იმის დასკვნის მყარ საფუძველს, რომ ნ.ხ-შვილის ინფორმირება უშუალოდ აპელანტთა ინფორმირებას უდრის და აღნიშნული საქმის განხილვისათვის საკმარისი საფუძველია.

ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია და ამას არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ 2011 წლის 23 მარტის სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით იყვნენ ინფორმირებული კერძო საჩივრის ავტორები. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროს არ გამოცხადებულან აპელანტები და არც მათი წარმომადგენელი ნ. ხ-შვილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი ადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს. აღნიშნული ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა აპელანტის ან მისი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში. დასახელებული ნორმის მე-3 ნაწილით კი, კანონმდებელი ადგენს, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტთა და მათი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

საკასაციო სასამართლო იზირებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტთა სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა არ იყო განპირობებული საპატიო მიზეზით და პალატამ სწორად დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

აღნიშნულ პოზიციას სასამართლო ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: მხარის გამოუცხადებლობისას სასამართლოს, მიიღებს იგი დაუსწრებელ გადაწყვეტილებას თუ განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს, უნდა ჰქონდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სხდომაზე და მის მიმართ დადგენილი შედეგი იქნება ერთგვარი სანქცია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისა ან სასამართლო უნდა პრეზუმირებდეს, რომ მხარემ დავის მიმართ დაკარგა ინტერესი _ დარწმუნდა მოთხოვნის უმართებულობაში. აღნიშნული პრეზუმფცია უმთავრესად საქმის მასალებს უნდა ეყრდნობოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაკანონიერი აღმოჩნდება. მითითებული საკითხის საპირისპიროდ გადაწყვეტისას სასამართლოს შინაგანი რწმენა უმთავრესად უნდა ემყარებოდეს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, კერძოდ, სასამართლოსთვის საქმის განხილვის დაწყებამდე ობიექტურად ცნობილი უნდა იყოს მხარეთა გამოუცხადბლობის საპატიო მიზეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს სრული უფლება აქვს, ისარგებლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დებულებებით, რომლებიც აწესრიგებს გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანას გამოუცხადებელი მხარის საწინააღმდეგოდ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. აღნიშნული ნორმა, მართალია, არ არის იმპერატიული და იმ მხარეს, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი, კანონმდებელი არ ავალდებულებს თვითონ, სავალდებულო წესით მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, თუმცა სწორედ მხარის ინტერესების გათვალისწინებით, კანონით პირდაპირაა განმტკიცებული მისი უფლება, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში.

მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც ნ.ხ-შვილი ობიექტურად ვერ გამოცხადდებოდა სასამართლოში მითითებულ დროს და მან მოსამართლის თანაშემწეს საპატიო მიზეზის თაობაზე აცნობა ტელეფონის მეშვეობით.

კერძო საჩივრის ავტორმა მისი პოზიციის მართებულობის დადასტურებისათვის წარმოადგინა შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ.ხ-ანის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, 2011 წლის 23 მარტს ადვოკატი ნ. ხ-შვილი იმყოფებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულის _ თ.დ-შვილის დაკითხვაზე. კომპიუტერულ სისტემაში შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, დაკითხვის პროცესი შეფერხდა და დასრულდა 14:00 საათზე, ასევე წარმოადგინა შპს “მ-ის” ამონაწერი ნომრიდან _ 99 192117 2011 წლის 18 მარტიდან 2011 წლის 24 მარტის ჩათვლით განხორციელებული სატელეფონო შეტყობინებების თაობაზე.

დასახელებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, აპელანტთა წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა საპატიო მიზეზით, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, სასამართლო სხდომაზე გამოცხადება შეეძლოთ უშუალოდ აპელანტებსაც, რომლებსაც სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე არ უცნობებიათ. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ მხარემ წინასწარ უნდა აცნობოს სასამართლოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად კი, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. საქმეში წარმოდგენილი შპს “მ-ის” ამონაწერის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ის კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს არ შეესაბამება, კერძოდ, დოკუმენტს არ ერთვის მის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ან თუნდაც შპს “მ-ის” ბეჭედი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ შეფასების შემთხვევაშიც კი, პალატა თვლის, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოებები უტყუარად არ დგინდება, რადგანაც ნ.ხ-შვილი მიუთითებს მოსამართლის თანაშემწის ნომერს, თუმცა მისი ადრესატისათვის კუთვნილების ფაქტს რაიმე მტკიცებულებით ვერ ადასტურებს, სამოქალაქო საპროცესო სამართალი კი, მისი შეჯიბრებითი ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აძლევს უფლებას, დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულება და გადაწყვეტილება დააყრდნოს აღნიშნულს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის იმ არგუმენტს, რომ 2011 წლის 23 თებერვლის სხდომის გადადების მიზეზი საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის მიღების აუცილებლობა იყო და, რომ მოსამართლემ გააფრთხილა მხარეები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადებულიყვნენ სხდომაზე, თუ მოიპოვებდნენ ზემოაღნიშნულ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო სხდომა აღარ ჩატარდებოდა. საკასაციო სასამართლო მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც კანონმდებელმა დაადგინა მტკიცების სტანდარტი და განსაზღვრა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის 2011 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განჩინებით ნ.ხ-შვილის შენიშვნები 2011 წლის 23 თებერვლის ოქმზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის იმ მითითებას, რომ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, განეხილა საქმე კოოპერატივ “გ-ის” დაუსწრებლად, რადგანაც გასაჩივრებული განჩინების სისწორე მოცემულ შემთხვევაში გასარკვევია აპელანტებისა და მათი წარმომადგენლების გამოუცხადებლობასთან მიმართებით, ხოლო მითითებული საკითხის სისწორის შეფასება სავალდებულო გახდებოდა მხოლოდ საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში.

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ თ. ა-შვილის, თ. ა-შვილის, ი. ა-შვილის, თ. ბ-ძის, ლ. (ლ.) კ-შვილ-ღ-შვილის, თ. კ-შვილის, ი. კ-ძის, თ. კ-შვილის, ნ. კ-ძე-მ-შვილს, ვ. მ-შვილს, მ. მ-შვილის, ლ. ღ-შვილ-კ-შვილის, ლ. ყ-შვილის, ა. ყ-შვილის, ლ. შ-შვილის, ნ. ჩ-შვილის, გ. ხ-შვილის, ც. ც-შვილის, ნ. ე-შვილისა და ნ. ღ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმების საფუძველს.

რაც შეეხება მოცემულ კერძო საჩივარს ა. ბ-ოვას პრეტენზიის ნაწილში, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში კერძო საჩივრი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანი. საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით ა. ბ-ოვას პრეტენზიის ნაწილში კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და ა.ბ-ოვას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნ. დაცვით გაეგზავნა ა.ბ-ოვას მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე. სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო აქტის თანახმად, ა.ბ-ოვა მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ა.ბ-ოვას სასამართლოსათვის მისი ახალი მისამართის თაობაზე არ უცნობებია და მას არც წარმომადგენელი ჰყავს, პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების ჩაბარების დღედ უნდა ჩაითვალოს ფოსტის მუშაკის მიერ აქტის შედგენის დღე _ 2011 წლის 8 ივლისი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 9 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 11 ივლისს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-შვილის, თ. ა-შვილის, ი. ა-შვილის, თ. ბ-ძის, ლ. (ლ.) კ-შვილ-ღ-შვილის, თ. კ-შვილის, ი. კ-ძის, თ. კ-შვილის, ნ. კ-ძე-მ-შვილს, ვ. მ-შვილს, მ. მ-შვილის, ლ. ღ-შვილ-კ-შვილის, ლ. ყ-შვილის, ა. ყ-შვილის, ლ. შ-შვილის, ნ. ჩ-შვილის, გ. ხ-შვილის, ც. ც-შვილის, ნ. ე-შვილისა და ნ. ღ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინება დარჩეს უცვლ.დ.

3. მოცემული კერძო საჩივარი ა. ბ-ოვას პრეტენზიის ნაწილში დარჩეს განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდი..

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.