Facebook Twitter

ა-1384-შ-22-2011 18 ივლისი, 2011 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ რ. კ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ფ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ როზენჰაიმის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

როზენჰაიმის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ფ-სა და რ. კ-შვილს შორის შეწყდა ქორწინება.

რ. კ-შვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა როზენჰაიმის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 31 იანვარს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღსრულებულია. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ რ. კ-შვილის შუამდგომლობა როზენჰაიმის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როზენჰაიმის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რ. კ-შვილსა და ა. ფ-ს (შ-ოს) შორის შეწყდა ქორწინება.

როზენჰაიმის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, როზენჰაიმის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. კ-შვილის შუამდგომლობა როზენჰაიმის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას როზენჰაიმის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 31 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა რ. კ-შვილსა და ა. ფ-ს (შ-ოს) შორის რეგისტრირებული ქორწინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.