ა-1541-შ-28-11 22 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. მ-ძის წარმომადგენლის მ. მ-ძის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი გერმანიის ოსნაბრიუკის პირველი უწყების სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ე. მ-ძის მიმართ განქორწინების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ოსნაბრიუკის პირველი უწყების სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ოსნაბრიუკის მმაჩის ბიუროს მიერ 2004 წლის 22 სექტემბერს (საქორწინო რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება გაუქმდა.
გ. მ-ძის წარმომადგენელმა მ. მ-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ოსნაბრიუკის პირველი უწყების სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. მ-ძის წარმომადგენლის მ. მ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ოსნაბრიუკის პირველი უწყების სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა ოსნაბრიუკის მმაჩის ბიუროს მიერ 2004 წლის 22 სექტემბერს (საქორწინო რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ოსნაბრიუკის პირველი უწყების სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. მ-ძის წარმომადგენლის მ. მ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის ოსნაბრიუკის პირველი უწყების სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ოსნაბრიუკის მმაჩის ბიუროს მიერ 2004 წლის 22 სექტემბერს (საქორწინო რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.