Facebook Twitter

ას-967-1246-09 3 აგვისტო, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ 1. ი. გ-ე, ი. პ-ი, ლ. ჟ-ა, ნ. პ-ი. 2. ო. ს-ა, დ. პ-ი (მოპასუხეები).

წარმომადგენლები ­_ 1. კ. კ-ი, ლ. ბ-ი. 2. ა. კ-ი, დ. მ-ი.

მოწი.აღმდეგე მხარე _ ჯ. ქ-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენლები _ ქ. ქ-ა, ი. ჟ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – 1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. 2. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

დავის საგანი – სამკვირდოს მმართველად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ქ-იმ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ის, ია პ-ის, ლ. ჟ-ას, ნ. პ-ის, დ. პ-ისა და ო. ს-ას მიმართ, ა. (ბ.) პ-ის ანდერძის აღმსრულებლად აღიარების, სამკვიდროს მმართველად აღიარების, ასევე აღნიშნულის საფუძველზე წარმოშობილი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას მოპასუხეთა მხრიდან ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელის განცხადებით, ა. პ-ი გარდაიცვალა 2008 წლის 12 თებერვალს. იგი საქართველოს მოქალაქ- იყო და მას ოფიციალური საცხოვრებელი ადგილი უკანასკნელი 6 წლის მანძილზე საქართველოში გააჩნდა. გარდაცვლილს მნიშვნელოვანი ქონება დარჩა, რომელიც, საქართველოს გარდა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია განთავსებული. აღნიშნული ქონების მართვა გარდაცვლილმა მოსარჩელეს დაავალა.

ა. პ-ის გარდაცვალებამდე, 2007 წლის 14 ნოემბერს შედგენილი “ნების გამოვლენის წერილის” თანახმად, მოსარჩელესა და მის კომპანია “ ....-ს” უნდა განეხორციელები. ბ. პ-ის პირდაპირ ან არაპირდაპირ საკუთრებაში და მფლობელობაში არსებული ქონების მართვა, ფლობა, განკარგვა, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – ქონების გაყიდვა კერძო განკარგვის ან აუქციონის გზით. ყველა ვალის, გადასახადისა და ხარჯების დაფარვის შემდეგ კი, სამკვიდრო ქონება უნდა განაწილებულიყო გარდაცვლილის კონფიდენციალური მითითებების შესაბამისად. 2007 წლის 14 ნოემბერს შედგენილი “ქონების აღმსრულებელი მმართველის დანიშვნის შესახებ აქტის” მიხედვით, ჯ. ქ-ი დანიშნულია ანდერძის აღმსრულებლად.

ბ. პ-ის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე ეწვია მოპასუხე ი. გ-ეს და აცნობა გარდაცვლილის სურვილის შესახებ, ხოლო ადვოკატმა ე. ზ-ა გააცნო ოჯახის წევრებს ბ. პ-ის უკანასკნელი ნება. მოპასუხეები არიან ბ. პ-ის პირველი რიგისა და ანდერძისმიერი მემკვიდრეები, და გააჩნიათ პრეტენზია გარდაცვლილის ქონებაზე. ი. გ-ე, ია პ-ი და ლ. ჟ-ა სადავოდ ხდიან მოსარჩელის უფლებებს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ თუნდაც ჯ. ქ-ი აღჭურვილი ყოფილიყო სამკვიდროს მმართველის უფლებამოსილებით, მემკვიდრეებმა ქონება უკვე მიიღეს ფაქტობრივი ფლობით და მისი მართვის აუცილებლობა აღარ არსებობდა. “ნების გამოვლენის წერილი” თავისი ში.არსით არ წარმოდგენდა ანდერძს, ამასთან მისი ნამდვილობა სადავო იყო, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი იყო მხოლოდ ასლი, დოკუმენტის დედნის არსებობა კი არ დასტურდებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ჯ. ქ-ი ცნობილ იქნა ა. (ბ.) პ-ის ანდერძის აღმსრულებლად, მოპასუხეებს _ ი. გ-ეს, ია პ-ს, ლიანა ჟ-ას, ნ. პ-ს, ო. ს-ასა და დ. პ-ს აეკრძალათ ჯ. ქ-ისათვის, როგორც ანდერძის აღმსრულებლისათვის, მისი უფლება-მოვალეობების შესრულებაში ხელშეშლა, ჯ. ქ-ის უარი ეთქვა ა. (ბ.) პ-ის სამკვიდროს მმართველად აღიარებაზე. იმავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მაისისა და ამავე კოლეგიის 2008 წლის 25 ივლისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები წი.მდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის პირველი ივლისის განჩინებით ი. გ-ის, ია პ-ის, ლიანა ჟ-ას, ნ. პ-ის, ო. ს-ას და დ. პ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ი. გ-ემ, ია პ-მა, ლიანა ჟ-ამ და ნ. პ-მა, ასევე დ. პ-მა და ო. ს-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს. ი. გ-ემ, ია პ-მა, ლიანა ჟ-ამ და ნ. პ-მა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ხოლო ო. ს-ამ და დ. პ-მა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ი. გ-ის, ია პ-ის, ლიანა ჟ-ასა და ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დ. პ-ისა და ო. ს-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე საპროცესო ნორმების დარღვევით განიხილა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “ნების გამოვლენის წერილი” და “ქონების აღმასრულებელ მმართველად დანიშვნის შესახებ აქტი” ერთიანი დოკუმენტია და ორივე ერთობლიობაში ანდერძს წარმოადგენს. აღნიშნული დოკუმენტები საქმეში ასლის სახითაა წარმოდგენილი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ასლებისათვის მტკიცებულების ძალა არ უნდა მიენიჭები..

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მიხედვით, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

აღნიშნული ნორმის ანალიზიდან ნათლად ირკვევა, რომ მტკიცებულების ძალა დოკუმენტის დედანს აქვს და სასამართლოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეუძლია დოკუმენტის ასლი მტკიცებულებად მიიჩნიოს. ამისათვის მხარემ უტყუარად უნდა დაადასტუროს, რომ დოკუმენტის დედანი არსებობს ან არსებობდა, მაგრამ მას, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეუძლია მისი წარმოდგენა. ის გარემოება, რომ დოკუმენტის დედანი თავის დროზე შეიქმნა შესაბამისი ორგანოს ან პირის მიერ, მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან ნათლად უნდა დასტურდებოდეს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ეს გარემოება მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

სააპელაციო სასამართლომ “ნების გამოვლენის წერილის” დედნის არსებობა და მისი ნამდვილობა დადგენილად ანდერძის მოწმეთა ჩვენებების, მხარეთა განმარტებების, ნოტარიუს ალექსანდერ ფიშკინის წერილობითი განაცხადის, ალექსანდერ ფიშკინის ამერიკის სასამართლოში საქმის წარმოების დროს მიცემული განცხადების, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონის სასამართლოში ი. გ-ის მიერ წარდგენილი განცხადების, ი. გ-ის ადვოკატ მიშელ დანკანის განცხადების საფუძველზე მიიჩნია. სასამართლო ასევე დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ ცალკეულ პირებთან საუბრისას იურისტმა ე. ზელცელრმა არაერთგზის აღნიშნა, რომ მასთან იმყოფებოდა ა. პ-ის ანდერძი.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ე.ზელცერის განცხადება, რომ მასთან ანდერძი იმყოფებოდა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ გარემოების უტყუარობას და ვერც იმას ადასტურებს, რომ აღნიშნული ანდერძი და “ნების გამოვლენის წერილი” ერთი და იგივე დოკუმენტია.

რაც შეეხება ანდერძის მოწმეებისა და ნოტარიუს ფიშკინის განმარტებებს, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არცერთი ზემოაღნიშნული პირი პროცესზე მოწმის სახით არ დაკითხულა. საქმეში წარმოდგენილია მათი სახელით შესრულებული წერილობითი განმარტებები ან სხვა საქმესთან დაკავშირებით მიცემული ჩვენება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავის საფუძველზე, მოწმეების ჩვენებები მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ ისინი სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ. განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული პირები საქმეზე მოწმედ გამოძახებულიც კი არ ყოფილან, ამასთან საქმეში არსებული მათი ახსნა-განმარტებები წი.აღმდეგობრივია და სხვადასხვაგვარად აღწერენ სადავო დოკუმენტების შედგენა-ხელმოწერის გარემოებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტებები უტყუარ მტკიცებულებად არ უნდა მიეჩნია და დოკუმენტის დედნების არსებობის, ასევე ა.პ-ის მიერ ხელმოწერის ფაქტი მათზე დაყრდნობით არ უნდა დაედგი..

სააპელაციო სასამართლომ ასევე საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიიჩნია ის გარემოება, რომ ადვოკატი ე. ზელცერი ბელორუსის რესპუბლიკაში დააკავეს და ამ დროს მასთან იმყოფებოდა ანდერძის დედანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ამგვარად მიიჩნევა ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის ფაქტის საყოველთაოდ ცნობადობა სუბიექტური შეფასების საგანი არაა. ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ, ობიექტური გარემოებების შედეგად, მის შესახებ პირთა ძალიან დიდი წრეა ინფორმირებული. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ე. ზელცერის დაკავების ფაქტი მედიასაშუალებებით გავრცელდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საყოველთაოდ ცნობილად მხოლოდ ეს ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, ჰქონდა თუ არა ე.ზელცერს თან “ნების გამოვლენის წერილის” დედანი, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი არ არის და ცალკე მტკიცების საგანია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დაკავების შემდეგ ე.ზელცერის თხოვნით დოკუმენტის დედნები ბორის ბერეზოვკის გადაეცა. აღნიშნული გარემოება დადგენილად ა.ფიშკინის განმარტების საფუძველზე იქნა მიჩნეული, რომელიც აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, სწორედ “ნების გამოვლენის წერილის” დედანზეა საუბარი. აღნიშნული ინფორმაცია ა.ფიშკინს თავად ე.ზ-ა მიაწოდა, ამდენად, მათი უტყუარობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. ამასთან, თავად განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ უცნობია, რა დოკუმნეტები გადაეცა ბორის ბერეზოვსკის და იყო თუ არა მათ შორის იმ დოკუმენტების დედნები, რომელთა ასლებიც მოცემულ საქმეშია წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო დოკუმენტების დედნების არსებობა და მათ წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ასლებისათვის მტკიცებულების ძალა არ უნდა მიენიჭები..

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემობები დაუშვებელი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგი., რასაც შედეგად სარჩელის არასწორად დაკმაყოფილება მოჰყვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ “ნების გამოვლენის წერილისა” და “ქონების აღმასრულებელ მმართველად დანიშვნის შესახებ აქტის” ასლები მტკიცებულებებად ვერ ჩაითვლება, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ა. პ-ის ანდერძის არსებობისა და მის აღმსრულებლად ჯ. ქ-ის დანიშვნის ფაქტი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. როგორც ჯ.ქ-ი სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებში აღნიშნავს, “ნების გამოვლენის წერილით” და “ქონების აღმასრულებელ მმართველად დანიშვნის შესახებ აქტით” ა. (ბ.) პ-მა გამოავლი. ნება, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა ანდერძის აღმსრულებლად და სამკვიდროს მმართველად.

ვი.იდან ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მასალებით არ დასტურდება ა. (ბ.) პ-ის ნების გამოვლენის ფაქტი, “ნების გამოვლენის წერილში” და “ქონების აღმასრულებელ მმართველად დანიშვნის შესახებ აქტში” ა. (ბ.) პ-ის მიერ გამოვლენილი ნება სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა ჩაითვალოს უცილოდ ბათილ (არარა) გარიგებად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. ამდენად, შეუძლებებლია “ნების გამოვლენის წერილისა” და “ქონების აღმასრულებელ მმართველად დანიშვნის შესახებ აქტის” საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ჩაითვალოს ნამდვილად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სარჩელის უსაფუძვლობას.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხეები საქმის განხილვისას იმ გარემოებასაც ხდიდნენ სადავოდ, წარმოადგენდა თუ არა “ნების გამოვლენის წერილი” ანდერძს და შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ სადავო ორი დოკუმენტის საფუძველზე ანდერძის აღმსრულებელი დაინიშნა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვი.იდან საქმეში წარმოდგენილ “ნების გამოვლენის წერილისა” და “ქონების აღმასრულებელ მმართველად დანიშვნის შესახებ აქტის” ასლებს მტკიცებულების ძალა არ ენიჭება, მათი სამართლებრივი ბუნების განსაზღვრას დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ჯ. ქ-იმ მოპასუხეებს უნდა აუნაზღაუროს მათ მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელწმიფო ბაჟი.

რაც შეეხება კასატორების: ი. გ-ის, ლიანა ჟ-ას, ია და ნ. პ-ების წარმომადგენელ კ. კვანტალიანის ¹ა-2521-09 და ¹ა-463-2010 განცხადებებზე დართულ მტკიცებულებებს, ასევე ო. ს-ასა და დ. პ-ის საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეთ კასატორებს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი ში.არსიდან გამომდი.რეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგი. ისინი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდი.რე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი. გ-ის, ია პ-ის, ლიანა ჟ-ას და ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. ო. ს-ასა და დ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. გაუქმედეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის პირველი ივლისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

4. ჯ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 მაისისა და ამავე კოლეგიის 2008 წლის 25 ივლისის განჩინებებით, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

6. ჯ. ქ-ის ო. ს-ასა და დ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 150 და 300 ლარის ანაზღაურება.

7. ჯ. ქ-ის ი. გ-ის, ია პ-ის, ლიანა ჟ-ას და ნ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 150 და 300 ლარის ანაზღაურება.

8. ი. გ-ეს, ია პ-ს, ლიანა ჟ-ასა და ნ. პ-ს დაუბრუნდეთ ¹ა-2521-09 განცხადებაზე დართული მტკიცებულება (ექსპერტის დასკვნა) 3 (სამ) ტომად და ¹ა-463-2010 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 87 (ოთხმოცდაშვიდ) ფურცლად, ხოლო ო. ს-ასა და დ. პ-ს _ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 2 (ორ) ფურცლად.

9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.