ა-1683-შ-30-2011 5 აგვისტო, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ თ. ნ. ასული ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. წ.ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ატირაუს ¹2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენი (საქმე ¹... დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ლ. წ.ასათვის თ. ლის სასარგებლოდ 5169100 ტენგეს დაკისრების ნაწილში)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ატირაუს ¹2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენით ლ. წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნული განაჩენით თ. ლ-ის სამოქალაქო სარჩელის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ ლ. წ-ას თ. ლ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5169100 (ხუთი მილიონ ას სამოცდაცხრა ათას ასი) ტენგეს გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. ნ. ასულმა ლ-იმ. შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის იმ ნაწილში ცნობას და აღსასრულებლად მიქცევას, რომლითაც ლ. წ-ას მის სასარგებლოდ დაეკისრა 5169100 ტენგეს გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით თ. ნ. ასული ლ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ატირაუს ¹2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენით თ. ლ-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. წ-ას მის სასარგებლოდ დაეკისრა 5169100 (ხუთი მილიონ ას სამოცდაცხრა ათას ასი) ტენგეს გადახდა.
შუამდგომლობაზე თანდართული ქ.ატირაუს ¹2 სასამართლოს ცნობით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 14 ივლისს და იგი დასახელებულ ნაწილში ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ატირაუს ¹2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც თ. ლ-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. წ-ას თ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5169100 (ხუთი მილიონ ას სამოცდაცხრა ათას ასი) ტენგეს გადახდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ნ. ასული ლ-ის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ატირაუს ¹2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენის (საქმე ¹1-116/10) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ატირაუს ¹2 სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც თ. ლ-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. წ-ას თ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5169100 (ხუთი მილიონ ას სამოცდაცხრა ათას ასი) ტენგეს გადახდა;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.