ა-725-შ-17-2011 5 აგვისტო, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები _ 1. ვ. რ-ი;
2. ა. გ-ი;
3. ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის
სოვეტსკის რაიონის სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. გ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის განაჩენი (საქმე ¹...)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის განაჩენით ი. შ ძე გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ ქონების ფარულად გატაცებაში (ქურდობაში), რისთვისაც მას მსჯავრი დაედო ბელორუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნული განაჩენით ვ. რ-ისა და ა. გ-ის სამოქალაქო სარჩელების განხილვის შედეგად დაადგინა შემდეგი: ი. შ ძე გ-ას ვ. ეგორის ძე რ-ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისროს 788 480 რუბლის, ხოლო ა. ნ. ძე გ-ის სასარგებლოდ _ 2 870 000 რუბლის გადახდა. ამავე განაჩენით ი. შ ძე გ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა 182 920 რუბლის ოდენობის სახელმწიფო ბაჟის, 16 300 რუბლის ოდენობის საპროცესო დანახარჯის, მთლიანობაში 199 220 რუბლის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობებით მომართეს ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლომ, ვ. რ-მა და ა. გ-მა. ვ. რ-ისა და ა. გ-ის მოთხოვნაა საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის იმ ნაწილში ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, რომლითაც ი. გ-ას დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თითოეული მათგანის სასარგებლოდ დაეკისრა შესაბამისი თანხების გადახდა. ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლო ითხოვს ი. გ-ასათვის სახელმწიფო ბაჟისა და საპროცესო დანახარჯების სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს, ვ. რ-ისა და ა. გ-ის შუამდგომლობები მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის განაჩენით ი. შ ძე გ-ას ვ. ეგორის ძე რ-ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 788 480 რუბლის, ხოლო ა. ნ. ძე გ-ის სასარგებლოდ _ 2 870 000 რუბლის გადახდა. ამავე განაჩენით ი. შ ძე გ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა 182 920 რუბლის ოდენობის სახელმწიფო ბაჟის, 16 300 რუბლის ოდენობის საპროცესო დანახარჯის, მთლიანობაში 199 220 რუბლის გადახდა.
შუამდგომლობაზე თანდართული ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს ცნობით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 20 ივლისს და იგი დასახელებულ ნაწილში ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის განაჩენი იმ ნაწილებში, რომლებითაც ი. შ ძე გ-ას ვ. ეგორის ძე რ-ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 788 480 რუბლის, ხოლო ა. ნ. ძე გ-ის სასარგებლოდ _ 2 870 000 რუბლის გადახდა, აგრეთვე, ი. შ ძე გ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა 182 920 რუბლის ოდენობის სახელმწიფო ბაჟის, 16 300 რუბლის ოდენობის საპროცესო დანახარჯის, მთლიანობაში 199 220 რუბლის გადახდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს, ვ. რ-ისა და ა. გ-ის შუამდგომლობები ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის განაჩენის (საქმე ¹...) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის განაჩენი იმ ნაწილებში, რომლებითაც ი. შ ძე გ-ას ვ. ეგორის ძე რ-ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 788 480 რუბლის, ხოლო ა. ნ. ძე გ-ის სასარგებლოდ _ 2 870 000 რუბლის გადახდა, აგრეთვე, ი. შ ძე გ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა 182 920 რუბლის ოდენობის სახელმწიფო ბაჟის, 16 300 რუბლის ოდენობის საპროცესო დანახარჯის, მთლიანობაში 199 220 რუბლის გადახდა;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.