საქმე # 330141221004288330
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№261-21 15 თებერვალი, 2021 წელი
გ–ა ს., 261-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. გ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ჩ–ის, გ. მ–ს და ი. ბ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ს. გ–ა, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ს. გ–ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ- ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 9 აპრილიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 10 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებები, პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ს. გ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ–ას მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ს. გ–მ და მისმა ადვოკატებმა საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
5. მსჯავრდებულმა ს. გ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ჩ–მ, გ. მ–მ და ი. ბ–მ საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.
3. საქმის მასალების თანახმად, ს. გ–ს მსჯავრი დაედო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და გასაღების მიზნით უკანონო შენახვაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და მიუთითებს, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი არ ვრცელდება.
4. საქმის მასალების თანახმად, ს. გ–ას მსჯავრი დაედო ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
5. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ ს. გ–ას ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი.
6. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქას სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით შემცირებული სასჯელი - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ს. გ–ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 3 წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს. გ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ჩ–ის, გ. მ–ს და ი. ბ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ ს. გ–ას ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 7 (შვიდი) წელსა და 6 (ექვსი) თვეს, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
4. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით შემცირებული სასჯელი - 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ს. გ–ს მოსახდელად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
5. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე