საქმე # 330100119003140460
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №658აპ-20 ქ. თბილისი
ქ–ე ნ., 658აპ-20 10 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ის, მსჯავრდებულ კ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ. ლ–სა და თ. კ–ს, ასევე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ნ. ქ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: 1. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის; 2. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; 3. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; 4. პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; 5. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, ჯგუფურად; 6. სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით;
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: კ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედება: 1. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის; 2. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; 3. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; 4. პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; 5. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, ჯგუფურად; 6. სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით; 7. ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.
3. წარდგენილი ბრალდების არსი გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის N1/5047-17 განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ. გ–ი 2019 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, თბილისში, გ–ში, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე შპს „........... ცენტრის“ მაღაზიაში, შევიდა გ. ხ–თან ერთად, რა დროსაც ამ უკანასკნელთან შეუთანხმებლად და დამოუკიდებლად, მაღაზიაში სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტებიდან კ. გ–ი ფარულად დაეუფლა ერთ ცალ - 49,95 ლარად ღირებულ „Jack Daniel's-ის“ ფირმის ვისკის, რის შემდეგაც მაღაზია დატოვა აღნიშნული პროდუქტის სათანადო ღირებულების გადახდის გარეშე.
2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ–ში, თბილისის შემოვლით გზაზე, კ. გ–ი, ნ. ქ–ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ ზ. ბ–სა და მ. გ–ს, რომლებიც ისხდნენ ზ. ბ–ს საკუთრებაში არსებულ „სუბარუ ლეგასის“ მარკის ავტომობილში. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ზ. ბ–ს ხელზე მოუჭირეს ე.წ „ხამუტები“ და იგი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს, რითიც აღუკვეთეს თავისუფლება, ხოლო მ. გ–ს ხელზე მოუჭირეს ე.წ „ხამუტები“, რითიც აღუკვეთეს თავისუფლება და არ მისცეს გადაადგილების საშუალება. ზ. ბ–სა და მ. გ–ს, აღნიშნულ მდგომარეობაში მყოფებს, თავისუფლება უკანონოდ ჰქონდათ აღკვეთილი 2019 წლის 8 მარტის დაახლოებით 11:00 საათამდე, მანამ, სანამ ნ. ქ–ემ, კ. გ–მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა არ მოახდინეს სს ,,...... ბანკის“ სერვისცენტრზე ყაჩაღური თავდასხმა.
2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ–ში, თ–ს შემოვლით გზაზე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული, ქურდობისთვის ნასამართლევი კ. გ–ი, ქურდობისათვის ნასამართლევი ნ. ქ–ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ ზ. ბ–ს და მ. გ–ს, რომლებიც ისხდნენ ზ. ბ–ს ,,სუბარუ ლეგასის“ მარკის ავტომობილში, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ზ. ბ–სა და მ. გ–ს გასტაცეს ფულადი თანხა - 1 260 ლარი და ზ. ბ–ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „სუბარუ ლეგასი“.
2019 წლის 8 მარტს, დაახლოებით 10:30 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული, ქურდობისთვის ნასამართლევი კ. გ–ი, ქურდობისთვის ნასამართლევი ნ. ქ–ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ თ–ში, .....ის მე-.. და მე-.. მიკრორაიონებს შორის, .......ის ქუჩა N..-ში მდებარე სს „....... ბანკის“ ფილიალს, საიდანაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცეს ფულადი თანხა: 8100 ევრო, 13080 დოლარი და 9793 ლარი. აღნიშნული ქმედებით სააქციო საზოგადოება „....... ბანკს“ მიადგა - 72005,58 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2019 წლის 8 მარტს, დაახლოებით 10:30 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული, ქურდობისთვის ნასამართლევი კ. გ–ი, ქურდობისთვის ნასამართლევი ნ. ქ–ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ თ–ში, ...........ის მე-.. და მე-.. მიკრორაიონებს შორის, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე სს „.......... ბანკის“ ფილიალს, საიდანაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცეს ფულადი თანხა. აღნიშნულის შემდეგ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების მიზნით, გამოძახების საფუძველზე, ადგილზე მისულ დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ნ. ქ–ემ და კ. გ–მ არაერთხელ გაისროლეს მათ ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რითაც დაცვის პოლიციის თანამშრომლებს არ მისცეს მათი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა და დაუზიანეს სამსახურებრივი ავტომობილი.
ნ. ქ–ემ, კ. გ–მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა უკანონოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებსაც 2019 წლის 7 მარტს და 8 მარტს თ–ში, გ–ს ტერიტორიაზე, უკანონოდ, ჯგუფურად ატარებდნენ.
2019 წლის 8 მარტს თბილისში, ეროვნულ პარკში, კ. გ–მ, ნ. ქ–ემ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს ი. ბ–ს კუთვნილი „სუბარუ ლეგასის“ მარკის, 8500 ლარად ღირებული ავტომობილი, რომელიც ყაჩაღური თავდასხმის გზით წაართვეს ზ. ბ–ს და აღნიშნული ავტომობილი გამოიყენეს შემდგომში სს „........ ბანკის“ ფილიალის დასაყაჩაღებლად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ნ. ქ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ნ. ქ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე ნ. ქ–ს დამატებით სასჯელის სახით, 5 წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება. ნ. ქ–ს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვის ვადის ათვლა დაეწყო საპატიმრო სასჯელის მოხდის მომენტიდან;
ნ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 9 მარტიდან.
5. ამავე განაჩენით კ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
კ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრ:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ კ. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე კ. გ–ს დამატებითი სასჯელის სახით, 5 წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება. იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვის ვადის ათვლა დაეწყო საპატიმრო სასჯელის მოხდის მომენტიდან;
კ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 9 მარტიდან.
6. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ. გ–მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ვ. ლ–მ და თ. კ–მ, მსჯავრდებულმა ნ. ქ–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ლ. მ–მ, ასევე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - ლუკა გამყრელიძემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ლ. მ–მ, მსჯავრდებულმა კ. გ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ვ. ლ–მ და თ. კ–მ, ასევე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ.
9. ადვოკატმა ლ. მ–მ ითხოვა ნ. ქ–ს სრულად გამართლება, ხოლო მსჯავრდებულმა კ. გ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ვ. ლ–მ და თ. კ–მ ითხოვეს კ. გ–ის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამასთან, მითითებულ მუხლთან მიმართებით სასჯელის შემცირება.
10. ბრალდების მხარემ ითხოვა ნ. ქ–სა და კ. გ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
11. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.,Hirvisaari v. Finland, no.49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2), no 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).
12. დაცვის მხარე უთითებს, რომ ზ. ბ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებულ ხამუთსა და სიგარეტის ნამწვზე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა თავად ზ. ბ–ს და არა - ნ. ქ–ს ან/და კ. გ–ის გენეტიკური პროფილი. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია. დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ არ წარმოადგენს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს. (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი №262აპ-17).
13. ნ. ქ–სა და კ. გ–ის მიერ მათთვის შერაცხული ქმედებების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია; ფოტოსურათით ამოცნობისა და ჩხრეკის ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულების მიმართ პოლიციელთა რაიმე კონკრეტული და სარწმუნო ინტერესი.
14. კასატორი სადავოს ხდის საქმეში წარმოდგენილ ფულის კუპიურებს და აღნიშნავს რომ ნივთმტკიცებას არ ჩაუტარდა გენეტიკური ან/და ოდოროლოგიური ექსპერტიზა. ამასთან, აღნიშნული ფული არის არა ბანკში მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული თანხა, არამედ მ. ქ–ს (ნ. ქ–ს მამა) მიერ თელავის რაიონში გაყიდული სახლის საფასური, რომელიც მამამ მისცა შვილს შესანახად.
15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ „შეჯიბრებითობის პრინციპის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს პროცესის მხარე შესაძლებლობით, გაეცნოს, აზრი გამოთქვას და თუ ეს მის ინტერესებშია გააქარწყლოს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნოს სასამართლო თავისი პოზიციის სისწორეში, წარუდგინოს მას შესაბამისი მტკიცებულებები და მოსაზრებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-18). მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს სირთულეები შეექმნა საკასაციო საჩივარში მითითებული თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების ( ექსპერტის დასკვნა) მოპოვებაში.
16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს კ. გ–ის ბინაში და ნ. ქ–ს ბინაში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების გზით მოპოვებულ აუდიოჩანაწერებს, რომლებიც ადასტურებს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გ. მ–ისა და თ. ჩ–ის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, ი. ძ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩხრეკისას ამოღებული ფულის კუპიურების ადგილდებარეობას (ეზოში, მიწაში პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებულ კონტეინერში). დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდის ი. ძ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკის ოქმის სარწმუნოობას, თუმცა არ უთითებს რაიმე გარემოებაზე რაც შესაძლოა გამხდარიყო ჩხრეკის ოქმის არ გაზიარების საფუძველი.
17. შესაბამისად, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული ვერსია არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ხოლო მამხილებელი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ. გ–ის და ნ. ქ–ს მიერ მათთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N504აპ-20; 2021წლის 2 მარტის განჩინება №630აპ-20; 2021 წლის 1 მარტის განჩინება N 640აპ-20 )
18. დაცვის მხარე ნ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-3 და მე-4 ნაწილებით მსჯავრდება არ არის სწორი, ვინაიდან მე-4 ნაწილი მოიცავს მე-3 ნაწილს, ხოლო მე-6 ნაწილით მსჯავრდებისათვის აუცილებელია საქმეში წარმოდგენილი იყოს ცეცხლსასროლი იარაღი, რათა მის ვარგისიანობაზე ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი დასჯადად აცხადებს ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილი - მის ტარებას, შესაბამისად მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა სხვადასხვა დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ქმედებისათვის. ამასთან, მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ცალსახად არ გულისხმობს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას და დასჯადად აცხადებს სათანადო ნებართვის გარეშე თუნდაც კანონიერად შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასაც. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კი გათვალისწინებულია მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად.
19. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდებისთვის სავალდებულო წინაპირობას არ წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება, როდესაც იკვეთება მისი გამოყენების კვალი. (მაგალითისთვის: იხილეთ გადაწყვეტილებები №2კ-254აპ.-08, №355აპ-20)
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ სს „......... ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისას დამნაშავეებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები და არაერთხელ გაისროლეს ადგილზე მისული დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით. ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 10 ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი ვაზნის, საბრძოლო მასალის შემადგენელი ნაწილი, რომლებიც განკუთვნილია 7,62 მმ კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-47“, ,,AKM“, ,,AKMC“ ავტომატებისათვის, თვითდამმუხტავი კარაბინისათვის ,,CKC“ და სხვა. აღნიშნული მასრებიდან 4 ცალი გასროლილია ერთი და იმავე 7,62 მმ კალიბრიანი, პირობითი აღნიშვნით „A“ იარაღში, ხოლო დანარჩენი 6 ცალი მასრა გასროლილია ერთი და იმავე 7,62 მმ კალიბრიანი, პირობითი აღნიშვნით „B“, იარაღში.
ამავე დასკვნის თანახმად - ნ. ქ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ეზოდან ამოღებული 6 ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებულ, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრიანი ვაზნის, საბრძოლო მასალის, შემადგენელი ნაწილი, რომლებიც განკუთვნილია 7,62მმ კალიბრიანი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-47“, ,,AKM“, ,,AKMC“ ავტომატებისათვის, თვითდამმუხტავი კარაბინისათვის ,,CKC“ და სხვა. აღნიშნული 6 მასრა გასროლილია ერთი და იმავე 7,62 მმ კალიბრიანი, პირობითი აღნიშვნით „A“, იარაღში.
დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხმულმა ექსპერტმა კ. რ–მ. მანვე განმარტა, რომ სს „............ ბანკის“ ფილიალთან მდებარე შემთხვევის ადგილზე ფიგურირებდა ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ამასთან, ნ. ქ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული მასრები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ოთხი მასრა გასროლილია ერთი და იმავე იარაღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არც ამ ნაწილში გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
20. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდის შსს თანამშრომლების ჩვენებების სარწმუნოობას. კასატორის მტკიცებით საქმის მასალებით დგინდება აღნიშნულ მოწმეთა დაინტერესება და სურვილი - დახმარება გაუწიონ გამოძიებას მათივე დაგეგმილი ,,ოპერატიული ღონისძიების“ წარმატებით დასრულებაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებულ პოზიციას, რადგან აბსტრაქტულად იმის მტკიცება, რომ პოლიციელთა, როგორც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა, ჩვენებები ყველა შემთხვევაში არის სუბიექტური - დაუსაბუთებელია. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგალითისთვის: იხილეთ 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება №262აპ-17, ასევე 2020 წლის 6 ოქტომბრის №355აპ-20). მოცემულ შემთხვევაში, მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, არ დასტურდება მათი მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ რაიმე დაინტერესება, მსჯავრდებულთა ბრალეულობა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას - გასაჩივრებული განჩენის უკანონობის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა დარღვევისა და შესაბამისად, ნ. ქ–სა და კ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ მათ აღნიშნული დანაშაულები არ ჩაუდენიათ. ადვოკატებისა და მსჯავრდებულების პოზიცია ამ უკანასკნელთა გამართლების თაობაზე არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და ემსახურება ნ. ქ–სა და კ. გ–სათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
22. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ნ. ქ–სა და კ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2019 წლის 8 მარტს თ–ში, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ნანახი იქნა ხანძრის შედეგად დაზიანებული, ი. ბ–ს კუთვნილი „სუბარუ ლეგასის“ მარკის ავტომანქანის ძარა და სანომრე ნიშნები - ......, პლასტმასის ცარიელი კასრი, ნაჭერი, ცხვირსახოცი და „სუბარუს“ ემბლემები. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადგინა, რომ ხანძრის გაჩენის კერის ზონა მოიცავს ავტომაქანის სალონის მარჯვენა ნაწილს და ხანძრის გაჩენის მიზეზია ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალებთან, შესაძლოა - ნავთობპროდუქტთან. ექსპერტიზის დასკვნით სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებულ ერთ ცალ, მოლურჯო ფერის პოლიმერული მასალის ბალონს აღენიშნებოდა ნავთობპროდუქტის, კერძოდ, აორთქლების შედეგად სახეშეცვლილი ბენზინისთვის დამახასიათებელი კვალი.
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ კ. გ–მ და ნ. ქ–ემ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით) გათვალისწინებული დანაშაული. მხოლოდ ის გარემოება, რომ მათ გაიტაცეს და დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს ი. ბ–ს კუთვნილი ავტომანქანა, უტყუარად არ ადასტურებს უშუალოდ მათი მხრიდან ცეცხლის წაკიდების ფაქტს.
24. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულებს ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, განესაზღვრათ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომლებიც შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
26. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ის და მსჯავრდებულ კ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ. ლ–სა და თ. კ–ს, ასევე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩიარები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე