Facebook Twitter

საქმე # 330141221004288009

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2631-21 25 მარტი, 2021 წელი

ე–ა ბ., 2631-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ე–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენით ბ. ე–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 9 თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ე–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ბ. ე–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2016 წლის 05 ივნისიდან.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით ბ. ე–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კვლავ ჩაეთვალა პირობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ე–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ბ. ე–ა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ბ. ე–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

ბ. ე–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ბ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და საბოლოოდ, ბ. ე–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით.

ბ. ე–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 10 ივნისიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩაუცვლელი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ე–ს და მისი ადვოკატის და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივრები.

6. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის N.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ბ. ე–ს პირადი საქმე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით ბ. ე–ს მიმართ ნაწილობრივ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, კერძოდ:

- მსჯავრდებული ბ. ე–ა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ძირითადი სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

- მსჯავრდებული ბ. ე–ა მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის, დანიშნულ სასჯელთა მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

- მსჯავრდებული ბ. ე–ა მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის, დანიშნულ სასჯელთა მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენში, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელში, კერძოდ, ბ. ე–ს, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 4 თვის ვადით.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. ე–ამ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

9. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმება და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებით სასჯელის უფრო მეტად შემცირება.

10. მსჯავრდებულ ბ. ე–ს პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა - 2021 წლის 25 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ბ. ე–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის ნაწილობრივ გავრცელების შესახებ.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“.

განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით ბ. ე–ა მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ამასთან საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ თ. ფ–ს შვილის - გ. ფ–ს განცხადება (დამოწმებული ნოტარიუსის მიერ) ბ. ე–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებაზე თანხმობის შესახებ. აღნიშნულიდან, გამომდინარე, მსჯავრდებული ბ. ე–ა, უნდა გათავისუფლდეს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.

4. რაც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ მუხლებზე რაიმე შეღავათს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, ბ. ე–ს მიმართ ამ ნაწილში გაავრცელოს ამნისტია.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ბ. ე–ს საბოლოოდ სასჯელი დანიშნული აქვს განაჩენთა ერთობლიობით. კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ბ. ე–ს დამატებული აქვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით დადგენილი სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, მხოლოდ 1 წელი, რომელიც ასევე მოიცავს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის წილს, სასამართლოს მიაჩნია, რომ დამატებული 1 წელი, უნდა შემცირდეს 6 თვის პროპორციული წილის შესაბამისად - 2 თვით.

6. აღნიშნული გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირების შედეგად დარჩენილი - 2 წლისა და 6 თვის პროპორციული წილი - 1 წელში (რომელიც დამატებული ჰქონდა 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენს), რაც შეადგენს 10 თვეს და განაჩენთა ერთობლიობით ბ. ე–ს საბოლოოდ სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 4 თვის ვადით.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ბ. ე–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე