საქმე # 080141121004299909
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2821-21 23 მარტი, 2021 წელი
ლ–ა მ., 2821-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ–ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განაჩენით მ. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველო სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 4 (ოთხი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 23 იანვრის 18:50 საათიდან.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით მ. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ მ. ლ–ს განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2011 წლის 2 მაისის 15:50 საათიდან. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ პუნქტის, მე-3 მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებისა და მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, მ. ლ–ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილბორივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენით უცვლელად დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენი.
4. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით მ. ლ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 11 (თერთმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-7 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით - 12 (თორთმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ მ. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 27 (ოცდაშვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2011 წლის 2 მაისის 15:50 საათიდან;
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენით უცვლელი დარჩა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენი მ. ლ–ს ნაწილში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ლ–ს საკასაციო საჩივარი.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ლ–ს მიმართ ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას - 27 (ოცდაშვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმას - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 (თერთმეტი) წლითა და 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 38 (ოცდათვრამეტი) წლისა და 7 (შვიდი) თვის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განჩინების გამოტანის დღიდან - 2012 წლის 2 აპრილიდან.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ლ–ს მიმართ შეიცვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინება. მ. ლ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ლ–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი:
- მ. ლ–ს ¼ -ით შეუმცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 (ექვსი) წელი. მასვე ¼ -ით შეუმცირდა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წელი, რაც დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საბოლოოდ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მ. ლ–ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
- მ. ლ–ს ¼ -ით შეუმცირდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით. მასვე ¼ -ით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 6 (ექვსი) თვისა ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის, 4 (ოთხი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით. საბოლოოდ ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მ. ლ–ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.
- ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დანიშნულ და ამნისტიის კანონის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 20 (ოცი) წლის, 7 (შვიდი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთას დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 1 (ერთი) თვის ვადით და საბოლოოდ მ. ლ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელად განესაზღვრა 28 (ოცდარვა) წელი, 8 (რვა) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე; აგრეთვე, ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენთა შეკრების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან - 2012 წლის 2 აპრილიდან.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენით:
- მ. ლ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიის აქტით შემცირებულ სასჯელს - 9 (ცხრა) წლის, 4 (ოთხი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4,3 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან ( 2 (ორი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან) ნაწილობრივ დაემატა 1 (ერთი) წელი, 4 (ოთხი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე თავისუფლების აღკვეთისა, ასევე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან (8 (რვა) წლის, 7 (შვიდი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან) ნაწილობრივ დაემატა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან (6 წლით თავისუფლების აღკვეთა) ნაწილობრივ დაემატა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, წინა, წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან (2 (ორი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან) ნაწილობრივ დაემატა 2 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. ლ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 (ოცდაორი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. მსჯავრდებულ მ. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2011 წლის 2 მაისიდან.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენით (№962აგ-13) არ დაკმაყოფილდა მ. ლ–ს საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენი მ. ლ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 აგვისტოს განაჩენით ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენში:
- მსჯავრდებულ მ. ლ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
13. 2021 წლის 22 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების დირექტორმა ზ. ნ–მა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ლ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.
14. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით:
- მსჯავრდებულ მ. ლ–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი;
- მსჯავრდებული მ. ლ–ა გათავისუფლდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელისგან;
- ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-7 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით მ. ლ–ს მსჯავრდების ნაწილზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
- მ. ლ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი და განაჩენის დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელად.
15. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ლ–ამ მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა.
16. მსჯავრდებულ მ. ლ–ს სასამართლო წარმოების მასალები პირად საქმესთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 18 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული”.
3. „ამნისტიის შესახებ“საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მ. ლ–ა გათავისუფლდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. იმავდროულად, მასვე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მეორე მუხლის თანახმად, „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2071 მუხლით, 2072 მუხლით ან 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.“
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2009წლის 2 აპრილის განაჩენით მ. ლ–ა დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’ ქვეპუნქტითა და მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით და ამომწურავად მიუთითა იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მ. ლ–ს წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2009წლის 2 აპრილის განაჩენით განესაზღვრა ერთიანი სასჯელი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ეხება ამნისტია) და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (არ ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტი განავრცოს იმ ქმედებებზე, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21).
5. მ. ლ–ა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-7 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით.
6. ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს რაიმე შეღავათს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 179-ე მუხლით, 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირებთან მიმართებით, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გაავრცელოს ამნისტია ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენზე.
7. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ლ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მ. ლ–ს აღუდგეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;
4. ცვლილება შევიდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენში, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 9 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების თანახმად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან (2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან) ნაწილობრივ დაემატოს 1 წლით 4 თვითა და 15დღით თავისუფლების აღკვეთა; ასევე - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან (8 წლით, 7თვითა და 15დღით თავისუფლების აღკვეთიდან) ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და მ. ლ–ს სასჯელად განესაზღვროს 16 წლით, 9 თვითა თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაემატოს წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული (მოუხდელი) სასჯელიდან (2 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან) ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. ლ–ს სასჯელად განესაზღვროს 18 წლით, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 2 მაისიდან. სხვა ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 20 მარტის განაჩენი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე