საქმე # 120141121004333738
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2911-21 30 მარტი, 2021 წელი
გ–ი ზ., 2911-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ–ს საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ზ. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს,- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ჯარიმა - 2 500 ლარი.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განაჩენით ზ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
- მასვე, სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3 500 ლარის ოდენობით.
სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით, ზ. გ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 4 თვით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 26 მარტიდან და რომელშიც მოხდილად ჩაეთვალა 2009 წლის 26 მარტიდან 2009 წლის 1 ივლისამდე დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის 3 თვე და 11 დღე. მოსახდელი დარჩა - 4 წლით და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო, საქართველოს სსკ-ის 59-ე და 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 6 000 ლარი.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ზ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განაჩენით დამატებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 6 000 ლარი და საბოლოოდ ზ. გ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთის 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 6 000 ლარი.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივნისის განაჩენით ზ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. კ–ის კუთვნილი ავტომანქანიდან 2 ცალი დენის წყაროს ქურდობის მცდელობის ეპიზოდში) - 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გ. კ–ის მფლობელობაში არსებული ჯიხურიდან ქურდობის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ბ. ყ–ის კუთვნილი 2 ცალი დენის წყაროს ქურდობის ეპიზოდში) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 წელი და ჯარიმა - 6 000 ლარი და საბოლოოდ ზ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წელი და 6 თვე და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 6 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ზ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 20 აპრილიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ზ. გ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივნისის განაჩენი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ზ. გ–ს საკასაციო საჩივარი.
7. 2021 წლის 1 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. გ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.
8. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით:
- მსჯავრდებულ ზ. გ–ს უარი ეთქვა ამნისტიის გამოყენებაზე.
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენი ზ. გ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.
9. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. გ–მ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა.
10. მსჯავრდებულ ზ. გ–ს სასამართლო წარმოების მასალები პირად საქმესთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 22 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.“
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ზ. გ–ს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 2 500 ლარის ოდენობით. ხოლო, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განაჩენით ზ. გ–ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3 500 ლარის ოდენობით, სსკ-ის 59-ე და სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დაენიშნა - 6000 ლარი ჯარიმა. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებები მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებები აღსრულებული არ არის ზ. გ–ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე სრულად გათავისუფლდება 2009 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული ჯარიმის - 6000 ლარის მოხდისაგან.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
5. ზ. გ–ი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(არ ეხება ამნისტია), ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(არ ეხება ამნისტია), ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივნისის განაჩენით სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“(ეხება ამნისტია) და „ბ“ (არ ეხება ამნისტია) ქვეპუნქტებით და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“(არ ეხება ამნისტია) და მე-4 ნაწილის „გ“ (არ ეხება ამნისტია) ქვეპუნქტებით და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“(ეხება ამნისტია) და „ბ“ (არ ეხება ამნისტია) ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით(არ ეხება ამნისტია) და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დანაშაულებისათვის მსჯავრდების დროს ზ. გ–ი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 სექტემბრის განაჩენის თანახმად იყო ნასამართლობის მქონე პირი, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება.
6. ამასთან სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში ზ. გ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან ერთად მოიცავს იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, რისთვისაც განაჩენებით განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი. კერძოდ, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“(არ ეხება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაენიშნა ერთიანი სასჯელი - 6 წლით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“(არ ეხება) და მე-4 ნაწილის „გ“(არ ეხება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განესაზღვრა ერთიანი სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“(არ ეხება) ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „გ“(არ ეხება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ასევე ერთიანი სასჯელის სახით დაენიშნა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.
7. შესაბამისად, ზ. გ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. გ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
3. ზ. გ–ი გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის - ჯარიმის 2 500 ლარის - მოხდისგან;
4. ზ. გ–ი გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული ჯარიმის - 3500 ლარის - მოხდისგან. შესაბამისად, გაუქმდეს ამავე განაჩენით სსკ-ის 59-ე და სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე საბოლოოდ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 6000 ლარი;
5. განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე