საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№169აპ-19 ქ. თბილისი
ი-ი ს-დ, 169აპ-19 2 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის – მაია სილაგაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით: ს. ი-ი,; თ. მ-ი, – - ქ. ხ-ი, – - ი. მ-ი, – - და ს. ე-ი, – - – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით თითოეულს განესაზღვრა ჯარიმა – 2 000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ი-მა, თ. მ-მა, ქ. ხ-მა, ი. მ-მა და ს. ე-მა ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ქალაქ რ-ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ. ხ-მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი – ს. ი-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, ს. ი-ი აღნიშნულ სამინისტროში მუშაობდა 27 წელი და 6 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი 2003 წლის თებერვალში ვ. ხ-მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ს. ი-ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. 2003 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით ს. ი-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას – 18 804,96 ლარს.
· ქალაქ რ-ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ. ხ-მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი – თ. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, თ. მ-ი აღნიშნულ სამინისტროში მუშაობდა 27 წელი, 3 თვე და 28 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი 2003 წლის ივნისში ვ. ხ-მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც თ. მ-ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. 2003 წლის 2 ივნისიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით თ. მ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას – 18 554,53 ლარს.
· ქალაქ რ-ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ. ხ-მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი – ქ. ხ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, ქ. ხ-ი აღნიშნულ სამინისტროში მუშაობდა 25 წელი, 7 თვე და 4 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი 2005 წლის სექტემბერში ვ. ხ-მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ქ. ხ-ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. 2005 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით ქ. ხ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას – 20 323,5 ლარს.
· ქალაქ რ-ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ. ხ-მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი – ი. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, ი. მ-ი აღნიშნულ სამინისტროში მუშაობდა 27 წელი, 7 თვე და 8 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი 2010 წლის სექტემბერში ვ. ხ-მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ი. მ-ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. 2010 წლის 5 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით ი. მ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას – 13 894,47 ლარს.
· ქალაქ რ-ის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ. ხ-მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი – ს. ე-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ფურცელი, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოსდა, ს. ე-ი აღნიშნულ სამინისტროში მუშაობდა 33 წელი, 2 თვე და 9 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ. ხ-მა გადააგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ს. ე-ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. 2003 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით ი. მ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას – 22 182,47 ლარს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მაია სილაგაძემ და ითხოვა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის გამკაცრება.
6. მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. გ. შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულებისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებული შემამსუბუქებელი (მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი ქმედებები, მათი წარსული არაფრითაა შებღალული, აანაზღაურეს მიყენებული ზიანი, ითანამშრომლეს გამოძიებასთან) და დამამძიმებელი (არ გააჩნიათ) გარემოებების მხედველობაში მიღებით, სამართლიანად მიაჩნია ს. ი-ისათვის, თ. მ-ისათვის, ქ. ხ-ისათვის, ი. მ-ისა და ს. ე-ისათვის განსაზღვრული სასჯელები, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის უფროსი პროკურორის – მაია სილაგაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი