Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№234აპ-19 ქ. თბილისი

მ-ი ა., 234აპ-19 5 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივლისის განაჩენით ა. მ-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 დეკემბრის – ა. ე-ის ეპიზოდი) – ჯარიმა 5000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის აგვისტოს და 2016 წლის ივნისის – ა. ბ-ის, 2016 წლის იანვრის – მ. ნ-ის, 2016 წლის აგვისტოს – ე. ჩ-ის, 2016 წლის აგვისტოს – ე. ს-ის, 2016 წლის აგვისტოს – თ. მ-ის, 2016 წლის სექტემბრის – ს. ფ-ას, 2016 წლის სექტემბრის – ნ. ფ-ის, 2016 წლის სექტემბრის – ნ. ფ-ის, 2016 წლის სექტემბრის – ე. გ-ას, 2016 წლის სექტემბრის – ქ. ბ-ის, 2016 წლის ოქტომბრის – მ. ქ-ის, 2016 წლის ოქტომბრის – თ. მ-ის, 2016 წლის დეკემბრის – ბ. მ-ს, 2016 წლის დეკემბრის – ზ. თ-ის, 2017 წლის იანვრის – თ. გ-ის ეპიზოდები) – ჯარიმა 3000-3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ე-ის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი 15 ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელები და ა. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. მ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (3 ეპიზოდი); თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (16 ეპიზოდი). აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

· ა. მ-მა განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის იანვარში სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა თავის ნათესავს – მ. ნ-ს და გამოართვა მის სახელზე „ს-ოს ბ-ში“ არსებულ ანგარიშზე ---- გახსნილი სტუდენტური პლასტიკური ბარათის ნომერი და პირადი ნომერი, ასევე ამ ანგარიშზე ჩაართვევინა ინტერნეტბანკის მომსახურება და გამოართვა მისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის შესახებ ინფორმაცია, რომ, თითქოს, მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა. მას შემდეგ, რაც ა. მ-მა მოიპოვა წვდომა მ. ნ-ის ინტერნეტბანკსა და პირად მონაცემებზე, მოტყუებით, მ. ნ-ის ნაცვლად და მისი მონაცემების წარდგენის გზით, 2016 წლის 8 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე დროის პერიოდში, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან – შპს “ფ. ფ-ს ჯ-იდან“, შპს “ს. გ-იდან“, შპს „ტ-დან“, შპს „ტ-დან“, შპს “ვ. ფ-იდან“, შპს “ე-ს კ-იდან“, შპს “მ. მ-დან“, შპს “მ. ლ-დან“ და შპს “უ. ს-იდან“ სესხის სახით აიღო ჯამურად – 5650 ლარი, რომელიც ჩაირიცხა მ. ნ-ის საბანკო ანგარიშზე, საიდანაც ა. მ-მა სწრაფი გზავნილის სისტემა „ე-ას“ საშუალებით თავის სახელზე გადარიცხა ხსენებული თანხა, ასევე თანხის ნაწილი ბანკომატიდან მოტყუებით გამოატანინა მ. ნ-ს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

· 2016 წლის სექტემბერში ა. მ-მა განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა შპს „ს-ას“ კუთვნილ თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2016 წლის 26 სექტემბერს ა. მ-მა ნაცნობის – ნ. ფ-ის სახელითა და მისივე პირადი მონაცემების გამოყენებით, თაღლითური გზით გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება საკრედიტო კომპანია შპს „ს-ასთან“ და აიღო სესხი – 1500 ლარი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით შპს „ს-ას“ მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· ა. მ-მა განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა სხვის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით 2016 წლის 21 დეკემბერს იგი დაუკავშირდა მარიამ მ-ს და გამოართვა მისი ნათესავის – ბ. მ-ს პირადი მონაცემები და მის სახელზე სს „ს-ოს ბ-ში“ გახსნილი ანგარიშის ნომერი, რომ, თითქოს, მისთვის მოვალეს უნდა გადმოერიცხა ფულადი თანხა – 2000 ლარი. 2016 წლის 21 დეკემბერს ა. მ-მა მოტყუებით, ბ. მ-ს ნაცვლად და მისი მონაცემების წარდგენით, შპს „ს-ას“ ინტერნეტგვერდზე („-“) შეავსო სესხის განაცხადი, რომელიც დამტკიცდა და ბ. მ-ს საბანკო ანგარიშზე იმავე დღეს ჩაირიცხა 2000 ლარი, რომელიც ბ. მ-მ, ა. მ-ის თხოვნით, თითქოსდა ეს იყო მისი მოვალის მიერ გამოგზავნილი თანხა, გადარიცხა მ. ნ-ის სახელზე „ს-ოს ბ-ში“ გახსნილი ანგარიშის ნომერზე, რის შემდეგაც მ. ნ-მა გზავნილის სახით გადაურიცხა ა. მ-ს, რომელმაც თავისი პირადობის მოწმობით გამოიტანა თ-ში, რ-ის გამზ. №--ში მდებარე „ს-ოს ბ-ის“ ბანკომატიდან და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

· 2016 წლის 31 აგვისტოს ა. მ-ი დაუკავშირდა მეგობარ თ. მ-ს და იმ მოტივით, რომ, თითქოსდა, აპირებდა 600 ლარის ვალის დაბრუნებას, რაც უნდა დაერიცხა თ. მ-ის საბანკო ანგარიშზე, მას გამოართვა პირადი მონაცემები. იმავე დღეს თ. მ-ის პირადი მონაცემების გამოყენებით ა. მ-მა მისი თანხმობის გარეშე, მისგან მალულად, ინტერნეტის საშუალებით 1500 ლარის სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ს-აში“, რის შედეგადაც თ. მ-ის სახელზე დამტკიცდა სესხი. აღნიშნული სესხის თანხიდან ა. მ-მა თ. მ-ს მოტყუებით გადაარიცხვინა 900 ლარი საკუთარ ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი 600 ლარი, თითქოსდა, ვალის დასაფარად, დატოვა თ. მ-ის პირად ანგარიშზე. ა. მ-ის ქმედებით თ. მ-ს მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· 2016 წლის 9 სექტემბერს ა. მ-ი იმ მოტივით, რომ, თითქოსდა, მისთვის მოვალეს ანგარიშზე უნდა დაერიცხა თანხა, დაუკავშირდა მეგობარ ქ. ბ-ეს და გამოართვა მისივე პირადი მონაცემები. იმავე დღეს ქ. ბ-ის პირადი მონაცემების გამოყენებით ა. მ-მა, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის საშუალებით, სესხის ასაღებად შეავსო ინტერნეტგანაცხადი --ზე. სესხის დამტკიცების შემდეგ, 2016 წლის 9 სექტემბერს, სესხის თანხა – 1500 ლარი დაირიცხა ქ. ბ-ის კუთვნილ „თ-ი ბ-ის“ ანგარიშზე. აღნიშნული სესხის თანხა ა. მ-მა ქ. ბ-ეს მოტყუებით ჩაარიცხვინა სს „თ. ბ-ში“, თავის პირად ანგარიშზე, რითიც ქ. ბ-ეს მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· 2016 წლის 15 დეკემბერს ა. მ-ი დაუკავშირდა მეგობარ ზ. თ-ეს და იმ მოტივით, რომ, თითქოსდა, აპირებდა 300 ლარის ვალის დაბრუნებას, რაც უნდა გადაერიცხა მის საბანკო ანგარიშზე, ზ. თ-ეს გამოართვა მისი პირადი მონაცემები. 2016 წლის 16 დეკემბერს ზ. თ-ის პირადი მონაცემების გამოყენებით ა. მ-მა, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის საშუალებით 1300 ლარის სასესხო განაცხადი გააკეთა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ს-აში“, რის შედეგადაც ზ. თ-ეს მოტყუებით გადაარიცხვინა 1000 ლარი საკუთარ ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი 300 ლარი, თითქოსდა ვალის დასაფარად, დატოვა ზ. თ-ის პირად ანგარიშზე. ა. მ-ის ქმედებით ზ. თ-ეს მიადგა 1300 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· 2016 წლის 31 დეკემბერს ა. მ-ი იმ მოტივით, რომ, თითქოსდა, მისთვის მოვალეს ანგარიშზე უნდა დაერიცხა თანხა, დაუკავშირდა ახლობელ ო. ლ-ს და გამოართვა მისი მეუღლის – ა. ე-ის პირადი მონაცემები. იმავე დღეს ა. მ-მა ა. ე-ის პირადი მონაცემების გამოყენებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის საშუალებით, გააკეთა სასესხო განაცხადი შპს „ს-აში“, სადაც ა. ე-ის სახელზე დამტკიცდა ონლაინსესხი – 1500 ლარი. აღნიშნული სესხის თანხა, რომელიც დაირიცხა ა. ე-ის საბანკო ანგარიშზე, ა. მ-მა მოტყუებით ჩაარიცხვინა მას სს „თ-ი ბ-ში“, თავის პირად ანგარიშზე, რითიც ა. ე-ეს მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· 2017 წლის 16 იანვარს ა. მ-ი იმ მოტივით, რომ, თითქოსდა, მისთვის მოვალეს ანგარიშზე უნდა დაერიცხა თანხა, დაუკავშირდა მეგობარ თ. გ-ეს და გამოართვა მისივე პირადი მონაცემები. 2017 წლის 17 იანვარს ა. მ-მა თ. გ-ის პირადი მონაცემების გამოყენებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის საშუალებით გააკეთა სასესხო განაცხადი შპს „ს-აში“, სადაც თ. გ-ის სახელზე დამტკიცდა ონლაინსესხი – 800 ლარი. აღნიშნული სესხის თანხას, რომელიც დაირიცხა თ. გ-ის საბანკო ანგარიშზე, ა. მ-ი დაეუფლა მოტყუებით, თ. გ-ის ნდობის ბოროტად გამოყენებით, კერძოდ, თ. გ-ემ თ-ში, ი-ის ს-ში, თვითონ გადასცა ა. მ-ს ანგარიშზე დარიცხული 800 ლარი. აღნიშნული ქმედებით შპს „ს-ასა“ და თ. გ-ეს მიადგათ 800 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· 2016 წლის სექტემბერში ა. მ-მა განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა შპს „ს-ას“ კუთვნილ თანხას. ამ მიზნით ნაცნობის – ე. გ-ას პირადი ნომრის – -- მითითებით, რომელიც წინასწარ მისთვის ცნობილი იყო, ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, შეიტყო სს “ს-ს ბ-ში“ არსებული ანგარიშის ნომერი ---- და 2016 წლის 17 სექტემბერს, თავისი საცხოვრებელი ბინიდან (მდებარე თ-ში, კ. კ-ის ქ. №- კორპუსის ბინა №-), კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით, ე. გ-ას მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ს-ას“ ვებგვერდზე გაიარა რეგისტრაცია, სადაც მოტყუებით გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება და იმავე დღეს სესხის თანხა – 1500 ლარი დაირიცხა ე. გ-ას ზემოხსენებულ ანგარიშზე. ა. მ-ი მოქმედებდა დანაშაულებრივი განზრახვით და ე. გ-ა დაარწმუნა, რომ, თითქოს, თავის მეგობარს, ვინმე „ზ-ას“ ჰქონდა მისი ვალი – 1500 ლარი, რომელმაც, მისი თხოვნით, დაურიცხა ე. გ-ას სახელზე და სთხოვა თანხის გამოტანა. ყოველივე აღნიშნული ირწმუნა ე. გ-ამ და იმავე დღეს თ-ში, კ-ის ქ. №--ში არსებული, სს “ს-ს ბ-ის“ ბანკომატიდან გამოიტანა ფული – 1500 ლარი და გადასცა ა. მ-ს, რომელიც მან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ შპს „ს-ას“ მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· ა. მ-მა განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 28 ოქტომბერს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა თ. მ-ს და გამოართვა პირადი მონაცემები და მის სახელზე “თ. ბ-ში“ გახსნილი ანგარიშის ნომერი – --, რომ, თითქოსდა, მისთვის ყოფილ მეგობარ ბიჭს უნდა გადმოერიცხა ვალის თანხა – 1500 ლარი. 2016 წლის 29 ოქტომბერს ა. მ-მა მოტყუებით, თ. მ-ის ნაცვლად და მისი მონაცემების წარდგენით შპს “ო. ფ-ის“ ინტერნეტგვერდზე („-“) შეავსო სესხის განაცხადი, რომელიც დამტკიცდა და თ. მ-ს საბანკო ანგარიშზე იმავე დღეს ჩაერიცხა 1500 ლარი. თ. მ-მა, ა. მ-ის თხოვნით, თითქოს ეს იყო მისი მეგობრის მიერ გამოგზავნილი ფულადი თანხა, გადაურიცხა ა. მ-ს მისი ანგარიშის ნომერზე – --. იმავე დღეს ა. მ-მა ეს თანხა გადარიცხა “თ. ბ-ში“, თავის სახელზე გახსნილ მეორე ანგარიშზე – --, რის შემდეგაც, 2016 წლის 29 ოქტომბერს, თანხის ნაწილი – 1245 ლარი გაანაღდა თ-ში, ჭ-ის ქ. №--ში მდებარე ბანკომატის საშუალებით და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადარიცხა სხვადასხვა ინტერნეტსერვისზე და თავადვე დახარჯა.

· 2016 წლის ოქტომბერში ა. მ-ი დაუკავშირდა ახლობელს – მ. ქ-ს და სთხოვა, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მისთვის გამოეტანა სესხი, რომელსაც შემდეგ ა. მ-ი დაფარავდა და ამ მიზნით “თ. ბ-ში“ თავისი მონაცემებით გაეხსნა ინტერნეტბანკი. ვინაიდან მ. ქ-ი ა. მ-ს ენდობოდა, დასთანხმდა და 2016 წლის ოქტომბერში, ა. მ-ის თხოვნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ფ. ფ-იდან“ თავისი სახელით გამოიტანა სესხი – 300 ლარი, ხოლო თანხა გადაურიცხა ა. მ-ს, რომელმაც იგი დაარწმუნა, რომ, თითქოსდა, მ. ქ-ის სახელით აღებული სესხი დაფარა და ამ გზით მისი ნდობა კიდევ უფრო მეტად გააღრმავა.

· 2016 წლის 21 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში ა. მ-მა მ. ქ-ის ინტერნეტბანკისა და პირადი მონაცემების გამოყენებით, მისი თანხმობის გარეშე და მისგან მალულად, ინტერნეტის საშუალებით სასესხო განაცხადი გააკეთა სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, კერძოდ: შპს “ე-ს კ-ში“ – 300 ლარზე, შპს “ვ. ფ-ში“ – 250 ლარზე, შპს „ტ-ში“ – 200 ლარზე, შპს “4 ფ-ში“ – 250 ლარზე, შპს “ო. კ-ში“ – 300 ლარზე, აგრეთვე შპს “ს. გ-ში“ – 150 ლარზე, რის შედეგადაც მ. ქ-ის სახელზე დამტკიცდა სესხები. აღნიშნული თანხები ა. მ-ს გადაჰქონდა საკუთარ ანგარიშზე, რითიც მან მ. ქ-ს მიაყენა 1450 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· ა. მ-მა იმ მიზნით, რომ, ვითომდა, საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2015 წლის აგვისტოში ა. ბ-ს გამოართვა პირადი მონაცემები, რომლის გამოყენებით მან თ-ში, კ-ის ქ. №-, ბინა №--ში განთავსებული თავისი კომპიუტერიდან, ელექტრონულად აიღო სესხები – 2015 წლის 8 აგვისტოს – 450 ლარი შპს “კ-დან“ (-), 2016 წლის 8 ივნისს – 500 ლარი შპს „ს-ადან“ (იგივე შპს “ო. ფ-იდან“, -), 2016 წლის 11 ივნისს – 550 ლარი შპს “4 ფ-იდან“, 2016 წლის 14 ივნისს – 100 ლარი შპს “4 ფ-იდან“ (-), 2016 წლის 14 ივნისს – 200 ლარი შპს „ტ-დან“ (-). აღნიშნული თანხები ჩაირიცხა ა. ბ-ის კუთვნილ სს “ს-ს ბ-ის“ ანგარიშზე – -, საიდანაც თანხის გარკვეული ნაწილი ა. ბ-მა ა. მ-ს გადასცა ხელზე, ხოლო ნაწილი – გადაურიცხა სახელფასო ანგარიშიდან, ვინაიდან, მისივე განმარტების საფუძველზე, ეგონა, რომ ის იყო ა. მ-ის კუთვნილი თანხა. ამდენად, ა. მ-ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვის კუთვნილ ფულად თანხებს, რითიც შპს “კ-ს“, შპს „ს-ას“ (იგივე შპს “ო. ფ-ს“), შპს “4 ფ-ს“, შპს „ტ-ს“ და ა. ბ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· ა. მ-მა, იმ მიზნით, რომ, ვითომდა მისთვის საბანკო ანგარიშზე უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2016 წლის აგვისტოში ე. ჩ-ეს გამოართვა პირადი მონაცემები, რომელთა გამოყენებით თ-ში, კ-ის ქ. №-, ბინა №--ში განთავსებული კუთვნილი კომპიუტერიდან 2016 წლის 25 აგვისტოს ელექტრონულად აიღო სესხი – 1300 ლარი შპს „ს-ადან“ (იგივე შპს “ო. ფ-იდან“, -), რაც ჩაირიცხა ე. ჩ-ის კუთვნილ სს “ს-ს ბ-ის“ ანგარიშზე – -, საიდანაც თანხა ე. ჩ-ემ გადაურიცხა ა. მ-ს, ვინაიდან, ა. მ-ის განმარტების საფუძველზე, ეგონა, რომ ის იყო ა. მ-ის კუთვნილი თანხა. ამდენად, ა. მ-ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვის კუთვნილ თანხას, რითიც დაზარალებულებს – ე. ჩ-ესა და შპს „ს-ას“ (იგივე შპს “ო. ფ-ს“) მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· ა. მ-მა იმ მიზნით, რომ, ვითომდა, საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2016 წლის სექტემბერში ს. ფ-ას გამოართვა მისი პირადი მონაცემები, რომელთა გამოყენებით თ-ში, კ-ს ქ. №-, ბინა №--ში განთავსებული კუთვნილი კომპიუტერიდან 2016 წლის 21 სექტემბერს ელექტრონულად აიღო სესხი –1500 ლარი შპს „ს-ადან“ (იგივე შპს “ო. ფ-იდან“, -), რაც ჩაირიცხა ს. ფ-ას კუთვნილ სს “ს-ს ბ-ის“ ანგარიშზე – -, საიდანაც თანხა ს. ფ-ამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით გადაურიცხა ა. მ-ს, ვინაიდან, მისი განმარტების საფუძველზე, ეგონა, რომ ის იყო ა. მ-ის კუთვნილი თანხა. ამდენად, ა. მ-ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვის ფულად თანხას, რითიც შპს „ს-ას“ (იგივე შპს “ო. ფ-ს“) და ს. ფ-ას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· ა. მ-მა იმ მიზნით, რომ, ვითომდა, საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2016 წლის აგვისტოში ე. ს-ეს გამოართვა მისი პირადი მონაცემები, რომელთა გამოყენებით თ-ში, კ-ს ქ. №-, ბინა №--ში განთავსებული კუთვნილი კომპიუტერიდან 2016 წლის 27 აგვისტოს ელექტრონულად აიღო სესხი –1500 ლარი შპს „ს-ადან“ (იგივე შპს “ო. ფ-იდან“, -), რაც ჩაირიცხა ე. ს-ის კუთვნილ სს “თ. ბ-ის“ ანგარიშზე – ---, საიდანაც თანხა ე. ს-ემ ინტერნეტბანკის საშუალებით გადაურიცხა ა. მ-ს, ვინაიდან, მისი განმარტების საფუძველზე, ეგონა, რომ ის იყო ა. მ-ის კუთვნილი თანხა. ამდენად, ა. მ-ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვის ფულად თანხას, რითიც შპს „ს-ას“ (იგივე შპს “ო. ფ-ს“) და ე. ს-ეს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· ა. მ-მა იმ მიზნით, რომ, ვითომდა, საბანკო ანგარიშზე მისთვის უნდა გადმოერიცხათ ფულადი თანხა, 2016 წლის სექტემბერში ნ. ფ-ს გამოართვა მისი პირადი მონაცემები, რომელთა გამოყენებით თ-ში, კ-ს ქ. №-, ბინა №--ში განთავსებული კუთვნილი კომპიუტერიდან 2016 წლის 19 სექტემბერს ელექტრონულად აიღო სესხი –1500 ლარი შპს „ს-ადან“ (იგივე შპს “ო. ფ-იდან“, -), რაც ჩაირიცხა ნ. ფ-ის კუთვნილ სს “თ. ბ-ის“ ანგარიშზე – -, საიდანაც თანხა ნ. ფ-მა თავად გამოიტანა და გადასცა ა. მ-ს, ვინაიდან, მისი განმარტების საფუძველზე, ეგონა, რომ ის იყო ა. მ-ის კუთვნილი თანხა. ამდენად, ა. მ-ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვის ფულად თანხას, რითიც შპს „ს-ას“ (იგივე შპს “ო. ფ-ს“) და ნ. ფ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თამარ პაპავა მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ა. მ-ისათვის ქმედების ადეკვატური და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. თ-ი შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებული შემამსუბუქებელი (მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, აქვს ზიანის ანაზღაურების სურვილი, არ გააჩნია დამამძიმებელი გარემოებები) გარემოებების მხედველობაში მიღებით, სამართლიანად მიაჩნია ა. მ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი, რომელიც შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

9. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი