Facebook Twitter

საქმე # 080100119003017083

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №884აპ-20 ქ. თბილისი

ა–ე მ., 884აპ-20 27 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ჯ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი ემყარება მხოლოდ დაინტერესებული, მსჯავრდებულის მიმართ შურისძიების მოტივით განწყობილი პირების - დაზარალებულ თ. ა–ს და დედამისის, მოწმე - ა. ა–ს ჩვენებებს, რომლებიც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, ვინაიდან მათი ჩვენებები არის არასანდო, საეჭვო და მიკერძოებული. ამასთან, დადგენილია, რომ ეს პირები აღრიცხვაზე იყვნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ბრალდების 2019 წლის 20 მარტის ეპიზოდთან მიმართებით კი ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ თ. ა–ის ჩვენება, ისევე როგორც მუქარის ეპიზოდში.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით მ. ა–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 მარტის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 9 მარტის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 20 მარტის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

მ. ა–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 მარტიდან

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ოთხი ეპიზოდი); ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მ. ა–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 21 თებერვალს, საღამოს საათებში, ..........ში, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ა–მ მცირეწლოვანი შვილების - ნ. ა–ისა და ი. ა–ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, თ. ა–ს, კერძოდ: ეძახდა სხვადასხვა უცენზურო სიტყვებს და ასევე, მარჯვენა ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც თ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2019 წლის 2 მარტს, საღამოს საათებში, ........ში, ...........ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ა–მ მცირეწლოვანი შვილების - ნ. ა–სა და ი. ა–ს თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ. ა–ს, კერძოდ: ეძახდა სხვადასხვა უცენზურო სიტყვებს და ასევე, ხელი დაარტყა თავში, რის შედეგედაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2019 წლის 9 მარტს, საღამოს საათებში, ............., ................ ქუჩა №...–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ა–მ მცირეწლოვანი შვილების - ნ. ა–სა და ი. ა–ს თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ. ა–ს, კერძოდ: ეძახდა სხვადასხვა უცენზურო სიტყვებს და ასევე, მუშტი დაარტყა მარჯვენა ბეჭის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2019 წლის 20 მარტს, დღის საათებში, ............., ................ ქუჩა №...–შიმდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ა–მ მცირეწლოვანი შვილების - ნ. ა–სა და ი. ა–ს თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ. ა–ს, კერძოდ: ეძახდა სხვადასხვა უცენზურო სიტყვებს, ამავდროულად ხელი მოუჭირა კისერში და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2019 წლის 20 მარტს, დღის საათებში, ............., ................ ქუჩა №...–შიმდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ა–ესიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - თ. ა–ს, კერძოდ: აყენებდა რა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ეძახდა რომ მოკლავდა, რის შედეგადაც თ. ა–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ჯ–მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოტივებსა და დასაბუთებას მსჯავრდებულ მ. ა–ს უდანაშაულობის შესახებ, უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ა–ს მსჯავრდება ბრალდების ყველა ეპიზოდში გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია, რასაც, გარდა დაზარალებულ თ. ა–ის ჩვენებისა, ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის: მოწმეების - ა. ა–ს, ი. კ–ს, თ. თ–ს, ი. დ–ს, გ. ა–ს, თ. გ–ს, დ. ა–ს, დ. ჩ–სა და სხვათა ჩვენებები, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი