Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№889აპ-20 ქ. თბილისი

კ-ი ზ-ა, 889აპ-20 2 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ის, მსჯავრდებულ დ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ-ისა და მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ზ. კ-ი, – - დ. ვ-ი, – - – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ზ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 24 ნოემბრიდან, ხოლო დ. ვ-ს – 2018 წლის 21 იანვრიდან.

2. ამავე განაჩენით ა. გ-ი, – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვე და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 12 დეკემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-მა და დ. ვ-მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, ხოლო ა. გ-მა – ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, არაერთგზის. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

· 2017 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ზ. კ-მა, ა. გ-მა და დ. ვ-მა, დაუდგენელ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწიეს ქ. თ-ში, თ-ის მე-- „“ კვარტლის, - კორპუსის ბინა №--ში, რომელიც ეკუთვნის ლ. უ-ეს და თავს დაესხნენ მას, ასევე მასთან მყოფ ნ. ყ-სა და ნ. თ-ს. ზ. კ-მა, ა. გ-მა და დ. ვ-მა დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, გაიტაცეს ლ. უ-ის კუთვნილი კომპიუტერის 100 ლარად ღირებული, „ენვისიონის“ ფირმის მონიტორი, მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა – 15 ლარი, ასევე – ნ. ყ-სა და ნ. თ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონები.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების – ზ. კ-ის, დ. ვ-ისა და ა. გ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ა. კ-ემ, ლ. ზ-ემ და ო. ხ-ემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით მათ მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ზ. კ-ის, დ. ვ-ისა და ა. გ-ის გამამართლებელი განაჩენის დადგენა, საკასაციო საჩივრებში მითითებული მოტივებით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №393აპ-17, №170აპ-18).

8. ადვოკატების – ა. კ-ის, ლ. ზ-ისა და ო. ხ-ის საკასაციო საჩივრების მოტივებს საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულების – ნ. თ-ის, ნ. ყ-სა და ლ. უ-ის ჩვენებები, მათი მონაწილეობით ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმები, მოწმეების – რ. გ-ის, გ. ნ-ის, გ. ბ-ის, დ. ჟ-ის, რ. გ-ის, ი. ა-სა და სხვათა თანმიმდევრული და ურთიერთთანხვდენილი ჩვენებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 24 იანვრის №-, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №-, №- და №-, სასაქონლო ექსპერტიზის №- დასკვნები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ექსპერტთა ჩვენებები და სხვ.), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ზ. კ-ის, დ. ვ-ისა და ა. გ-ის მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

9. საკასაციო პალატის აზრით, საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.

10. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად და დეტალურად იმსჯელა თითოეულ სააპელაციო საჩივარზე, ასევე იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გაიზიარა ისინი, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ („ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

12. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ის, მსჯავრდებულ დ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ-ისა და მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი