Facebook Twitter

ას-1161-1181-11 23 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ლ. ჯ-ას”, შპს “ფ. ჯ-ას”, კ. ჟ-ის, ს. ჟ-ის, შპს “ნ. ქ-ას”, შპს “მ. ჯ-ას” და შპს “მ. ს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ სს “... ბანკის” სარჩელის გამო მოპასუხეები შპს “ლ. ის”, შპს “ფ. ჯ-ას”, კ. ჟ-ის, ს. ჟ-ის, შპს “ნ. ქ-ას”, შპს “მ. ჯ-ას” და შპს “მ. ს” მიმართ.

P პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2011 წლის 23 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიას კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა შპს “ლ. ჯ-ამ”, შპს “ფ. ჯ-ამ”, კ. ჟ-მა, ს. ჟ-მა, შპს “ნ. ქ-ამ”, შპს “მ. ჯ-ამ” და შპს “მ. მ”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით შპს “ლ. ჯ-ას”, შპს “ფ. ჯ-ას”, კ. ჟ-ის, ს. ჟ-ის, შპს “ნ. ქ-ას”, შპს “მ. ჯ-ას” და შპს “მ. ს” შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა. შეჩერდა სამოქალქო საქმე ¹2/1489-09-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულება.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “... ბანკმა” და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით სს “... ბანკის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების შეჩერების შესახებ. შპს “ლ. ჯ-ას”, შპს “ფ. ჯ-ას”, კ. ჟ-ის, ს. ჟ-ის, შპს “ნ. ქ-ას”, შპს “მ. ჯ-ას” და შპს “მ. ს” შუამდგომლობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ლ. ჯ-ამ”, შპს “ფ. ჯ-ამ”, კ. ჟ-მა, ს. ჟ-მა, შპს “ნ. ქ-ამ”, შპს “მ. ჯ-ამ” და შპს “მ. მ”.

საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “ლ. ჯ-ას”, შპს “ფ. ჯ-ას”, კ. ჟ-ის, ს. ჟ-ის, შპს “ნ. ქ-ას”, შპს “მ. ჯ-ას” და შპს “მ. ს” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში შპს “ლ. ჯ-ა”, შპს “ფ. ჯ-ა”, კ. ჟ-ი, ს. ჟ-ი, შპს “ნ. ქ-ა”, შპს “მ. ჯ-ა” და შპს “მ. ” საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით სს “... ბანკის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების შეჩერების შესახებ. შპს “ლ. ჯ-ას”, შპს “ფ. ჯ-ას”, კ. ჟ-ის, ს. ჟ-ის, შპს “ნ. ქ-ას”, შპს “მ. ჯ-ას” და შპს “მ. ს” შუამდგომლობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამდენად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ლ. ჯ-ას”, შპს “ფ. ჯ-ას”, კ. ჟ-ის, ს. ჟ-ის, შპს “ნ. ქ-ას”, შპს “მ. ჯ-ას” და შპს “მ. ს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

შპს “ლ. ჯ-ას”, შპს “ფ. ჯ-ას”, კ. ჟ-ის, ს. ჟ-ის, შპს “ნ. ქ-ას”, შპს “მ. ჯ-ას” და შპს “მ. ს” დაუბრუნდეს შპს “ლ. ჯ-ას” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე).

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.