ას-1106-1133-2011 29 სექტემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბასარიონ ალავიძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ. შ-ას, კ. ო.ის, თ. მ-ის, ნ. მ-ის, ე. მ-ის, დ. ბ-ის, მ. ბ-ის, გ. ბ-ის, ა. ჩ-ძის, ლ. გ-ის, მ. ლ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. ტ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ ამხანაგობა “გ-ის” სარჩელის გამო, მოპასუხეების: დ. ბ-ძის, ნ. ქ-ძის, ზ. შ-ას, ნ. მ-ის, ვ. ყ-ასა და სხვათა მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო ზ. შ-ას, კ. ო.ის, თ. მ-ის, ნ. მ-ის, ე. მ-ის, დ. ბ-ის, მ. ბ-ის, გ. ბ-ის, ა. ჩ-ძის, ლ. გ-ის, მ. ლ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. ტ-ის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი ე. მ-ისა და თ. მ-ის პრეტენზიის ნაწილში წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული, ხოლო ზ. შ-ას, კ. ო.ის, ნ. მ-ის, დ. ბ-ის, მ. ბ-ის, გ. ბ-ის, ა. ჩ-ძის, ლ. გ-ის, მ. ლ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. ტ-ის პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ზ. შ-ას ოჯახს (ოჯახის წევრები _ ზ. შ-ა და ა. ჩ-ძე), დ. ბ-ის ოჯახს (ოჯახის წევრები _ დ. ბ-ე, მ. ბ-ე, გ. ბ-ე და მ. ლ-ძე), ნ. მ-ის ოჯახს (ოჯახის წევრები _ ნ. მ-ი, ე. მ-ი, თ. მ-ი და ლ. გ-ი) _ თითოეულ ოჯახს, ასევე, კ. ო.ს, ნ. ბ-ძესა და ნ. ტ-ს _ თითოეულს ცალ-ცალკე დაევალათ სახელმწიფო ბაჟის 50-50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა 3 (სამი) დღის ვადაში.
აღნიშნული განჩინება მხარეებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რომელიც ჩაბარდა მხოლოდ კ. ო.ს 2011 წლის 10 აგვისტოს (ტ.VI, ს.ფ. 114), ხოლო დანარჩენ მხარეებს არ ჩაბარდათ შენახვის ვადის გასვლის გამო (ტ.VI, ს.ფ. 99-113).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. აღნიშნული ნორმის შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორებს დამატებით გაეგზავნათ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც 2011 წლის 16 სექტემბერს ჩაბარდათ დ. ბ-ის ოჯახს, ნ. მ-ის ოჯახს, ზ. შ-ას ოჯახსა და ნ. ტ-ს (ტ.VI, ს.ფ. 121-124), ხოლო ნ. ბ-ძეს არ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ ის არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. ¹9) და არც არასდროს უცხოვრია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამდენად ნ. ბ-ძისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 2011 წლის 16 სექტემბერს (ტ.VI, ს.ფ. 125).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, კ. ო.ისათვის დადგენილი 3 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 11 აგვისტოს და დასრულდა ამავე წლის 13 აგვისტოს, მაგრამ ვინაიდან 13 აგვისტო დაემთხვა უქმე დღეს საპროცესო ვადა ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ 2011 წლის 15 აგვისტოს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
რაც შეეხება მ. ლ-ძეს, დ., მ. და გ. ბ-ეებს, ნ. ტ-ს, ლ. გ-ს, ნ. მ-ს, ზ. შ-ას, ა. ჩ-ძესა და ნ. ბ-ძეს, მათთვის 3 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 17 სექტემბერს და დასრულდა 2011 წლის 19 სექტემბერს. კერძო საჩივრის ავტორებს დადგენილ ვადაში არ შეუვსიათ ხარვეზი და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. შ-ას, კ. ო.ის, თ. მ-ის, ნ. მ-ის, ე. მ-ის, დ. ბ-ის, მ. ბ-ის, გ. ბ-ის, ა. ჩ-ძის, ლ. გ-ის, მ. ლ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. ტ-ის კერძო საჩივარი ზ. შ-ას, კ. ო.ის, ნ. მ-ის, დ. ბ-ის, მ. ბ-ის, გ. ბ-ის, ა. ჩ-ძის, ლ. გ-ის, მ. ლ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. ტ-ის პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს.
რაც შეეხება კერძო საჩივარს ე. და თ. მ-ების მოთხოვნის ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათ ნაწილში კერძო საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელიც ასახავს 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობას და რომლის თანახმადაც, ე. და თ. მ-ები დარეგისტრირებული არიან აღნიშნულ ბაზაში და იღებენ შემწეობას, ამდენად ისინი გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი თ. მ-ისა და ე. მ-ის პრეტენზიის ნაწილში აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე და 416-ე მუხლების მოთხოვნებს, რის საფუძველზეც იგი მიღებულ უნდა იქნას განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ, საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63, 401-ე, 420-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. შ-ას, კ. ო.ის, თ. მ-ის, ნ. მ-ის, ე. მ-ის, დ. ბ-ის, მ. ბ-ის, გ. ბ-ის, ა. ჩ-ძის, ლ. გ-ის, მ. ლ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. ტ-ის კერძო საჩივარი ზ. შ-ას, კ. ო.ის, ნ. მ-ის, დ. ბ-ის, მ. ბ-ის, გ. ბ-ის, ა. ჩ-ძის, ლ. გ-ის, მ. ლ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. ტ-ის პრეტენზიის ნაწილში დარჩეს განუხილველად. ზ. შ-ას, კ. ო.ის, თ. მ-ის, ნ. მ-ის, ე. მ-ის, დ. ბ-ის, მ. ბ-ის, გ. ბ-ის, ა. ჩ-ძის, ლ. გ-ის, მ. ლ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. ტ-ის კერძო საჩივარი თ. მურჯინელისა და ე. მ-ის პრეტენზიის ნაწილში მირებულ იქნეს განსახილველად. მოწინააღმდეგე მხარე გაეგზავნოს კერძო საჩივრის ასლი. კერძო საჩივარი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.