ა-2849-შ-39-2011 29 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ მ. ბ-ი და ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილო ყაზახეთის ოლქის ქ. პეტროპავლოვკის ¹2 სასამართლოს მოსამართლე ბ. ჟ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ფ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილო ყაზახეთის ოლქის ქ.პეტროპავლოვკის ¹2 სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილო ყაზახეთის ოლქის ქ.პეტროპავლოვკის ¹2 სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ფას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 700 000 ტენგესა და სახელმწიფო ბაჟის _ 27000 ტენგეს გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 28 თებერვალს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
მ. ბ-მა და ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილო ყაზახეთის ოლქის ქ. პეტროპავლოვკის ¹2 სასამართლოს მოსამართლე ბ.ჟ- შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილო ყაზახეთის ოლქის ქ.პეტროპავლოვკის ¹2 სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აგვისტოს განჩინებით მ. ბ-ისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილო ყაზახეთის ოლქის ქ. პეტროპავლოვკის ¹2 სასამართლოს მოსამართლე ბ.ჟ-ის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილო ყაზახეთის ოლქის ქ.პეტროპავლოვკის ¹2 სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ბ-ისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილო ყაზახეთის ოლქის ქ. პეროპავლოვკის ¹2 სასამართლოს მოსამართლე ბ.ჟ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილო ყაზახეთის ოლქის ქ.პეტროპავლოვკის ¹2 სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ფას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 700 000 ტენგესა და სახელმწიფო ბაჟის _ 27000 ტენგეს გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 28 თებერვალს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილო ყაზახეთის ოლქის ქ.პეტროპავლოვკის ¹2 სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილო ყაზახეთის ოლქის ქ. პეტროპავლოვკის ¹2 სასამართლოს მოსამართლე ბ.ჟ-ის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილო ყაზახეთის ოლქის ქ.პეტროპავლოვკის ¹2 სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის ჩრდილო ყაზახეთის ოლქის ქ.პეტროპავლოვკის ¹2 სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ფას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 700 000 ტენგესა და სახელმწიფო ბაჟის _ 27000 ტენგეს გადახდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.