საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№968აპ-20 ქ. თბილისი
ო-ი გ-ა, 968აპ-20 27 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით შვანგირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ტ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო გ. ო-ს – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) – ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 3 აგვისტოს არასრულწლოვანი ე. ტ-ე (--) დასთან – ლ. ტ-ესა და მეგობრებთან – რ. და ე. კ-თან ერთად სტუმრად ჩავიდა ზ-ის რაიონის სოფელ შ-ში, ბებიასთან (მამის დედასთან) – ლ. ტ-ესთან. სტუმრად ყოფნის პერიოდში ლ. ტ-ე უკმაყოფილებას გამოთქვამდა სტუმრების მიერ გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯვის გამო. ამ მოტივით 9 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, კონფლიქტი დაიწყო ბებიას – ლ. ტ-ესა და შვილიშვილს – ლ. ტ-ეს შორის, რა დროსაც ბებია შეეცადა, შვილიშვილისათვის დაერტყა ლარნაკი, რომლის საშუალებაც მას არ მისცეს ე. ტ-ემ და მისმა მეგობრებმა. აღნიშნულის შემდეგ, ურთიერთშელაპარაკებისას, ბებიამ – ლ. ტ-ემ ე. ტ-ეს დაუზიანა მაისური, რის შემდეგაც მარცხენა ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაში. აღნიშნულის გამო ე. ტ-ემ იგრძნო ტკივილი.
· 2017 წლის 3 აგვისტოს არასრულწლოვანი ე. ტ-ე (--) დასთან – ლ. ტ-ესა და მეგობრებთან – რ. და ე. კ-თან ერთად სტუმრად ჩავიდა ზ-ის რაიონის სოფელ შ-ში, ბებიასთან (მამის დედასთან) – ლ. ტ-ესთან. სტუმრად ყოფნის პერიოდში ლ. ტ-ე უკმაყოფილებას გამოთქვამდა სტუმრების მიერ გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯვის გამო. ამ მოტივით 9 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, კონფლიქტი დაიწყო ბებიას – ლ. ტ-ესა და შვილიშვილს – ლ. ტ-ეს შორის, რა დროსაც ბებია შეეცადა, შვილიშვილისათვის დაერტყა ლარნაკი, რომლის საშუალებაც მას არ მისცეს ე. ტ-ემ და მისმა მეგობრებმა. აღნიშნულის შემდეგ, ურთიერთშელაპარაკებისას, ბებიამ – ლ. ტ-ემ ე. ტ-ეს დაუზიანა მაისური, რის შემდეგაც მარცხენა ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაში. აღნიშნულის გამო ე. ტ-ემ იგრძნო ტკივილი. ასევე, ბებიამ – ლ. ტ-ემ აიღო მის მიერ ოთახის კარის ძლიერად დახურვის გამო ჩამსხვრეული მინის ნატეხი, რომელიც ე. ტ-ეს მიადო კისრის არეში და დაემუქრა ყელის გამოჭრით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
· 2017 წლის 3 აგვისტოს არასრულწლოვანი ე. ტ-ე (--) დასთან – ლ. ტ-ესა და მეგობრებთან – რ. და ე. კ-თან ერთად სტუმრად ჩავიდა ზ-ის რაიონის სოფელ შ-ი, ბებიასთან (მამის დედასთან) – ლ. ტ-ესთან. სტუმრად ყოფნის პერიოდში ლ. ტ-ე უკმაყოფილებას გამოთქვამდა სტუმრების მიერ გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯვის გამო. ამ მოტივით 9 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, კონფლიქტი დაიწყო ბებიას – ლ. ტ-ესა და შვილიშვილს – ლ. ტ-ეს შორის, რა დროსაც ბებია შეეცადა, შვილიშვილისათვის დაერტყა ლარნაკი, რომლის საშუალებაც მას არ მისცეს ე. ტ-ემ და მისმა მეგობრებმა. კონფლიქტის დროს ბებიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილიშვილს – ლ. ტ-ეს, რის შემდეგაც ორივე მკლავზე მოუჭირა ხელი და ასევე ჩამოკაწრა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მკლავებზე მიიღო დაზიანებები სილურჯეებისა და ნაკაწრების სახით და აღნიშნულის გამო განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მომხდარს შეესწრო ლ. ტ-ის არასრულწლოვანი და – ე. ტ-ე.
· 2017 წლის 3 აგვისტოს არასრულწლოვანი ე. ტ-ე (-) დასთან – ლ. ტ-ესა და მეგობრებთან – რ. და ე. კ-თან ერთად სტუმრად ჩავიდა ზ-ის რაიონის სოფელ შ-ში, ბებიასთან (მამის დედასთან) – ლ. ტ-ესთან. სტუმრად ყოფნის პერიოდში ლ. ტ-ე უკმაყოფილებას გამოთქვამდა სტუმრების მიერ გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯვის გამო. ამ მოტივით 9 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, კონფლიქტი დაიწყო ბებიას – ლ. ტ-ესა და შვილიშვილს – ლ. ტ-ეს შორის, რა დროსაც ბებია შეეცადა, შვილიშვილისათვის დაერტყა ლარნაკი, რომლის საშუალებაც მას არ მისცეს ე. ტ-ემ და მისმა მეგობრებმა. კონფლიქტის დროს ბებიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილიშვილებს – ე. და ლ. ტ-ეებს, რის შემდეგაც მათ მეგობარს – რ. კ-ს ორივე ხელი ძლიერად დაარტყა გულმკერდის არეში, რომელიც თავით და ზურგით მიეჯახა კედელს. აღნიშნულის გამო რ. კ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2017 წლის 3 აგვისტოს არასრულწლოვანი ე. ტ-ე (-) დასთან – ლ. ტ-ესა და მეგობრებთან – რ. და ე. კ-თან ერთად სტუმრად ჩავიდა ზ-ის რაიონის სოფელ შ-ში, ბებიასთან (მამის დედასთან) – ლ. ტ-ესთან. სტუმრად ყოფნის პერიოდში ლ. ტ-ე უკმაყოფილებას გამოთქვამდა სტუმრების მიერ გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯვის გამო. ამ მოტივით 9 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, კონფლიქტი დაიწყო ბებიას – ლ. ტ-ესა და შვილიშვილს – ლ. ტ-ეს შორის, რა დროსაც ბებიამ – ლ. ტ-ემ შვილიშვილებს – ე. და ლ. ტ-ეებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე. ტ-ეს. აღნიშნულ კონფლიქტში ჩაერთო ბებიის და – გ. ო-ი, რომელმაც სტუმარს – რ. კ-ს თავში ერთხელ დაარტყა ხელი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2017 წლის 3 აგვისტოს არასრულწლოვანი ე. ტ-ე (-) დასთან – ლ. ტ-ესა და მეგობრებთან – რ. და ე. კ-თან ერთად სტუმრად ჩავიდა ზ-ის რაიონის სოფელ შ-ში, ბებიასთან (მამის დედასთან) – ლ. ტ-ესთან. სტუმრად ყოფნის პერიოდში ლ. ტ-ე უკმაყოფილებას გამოთქვამდა სტუმრების მიერ გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯვის გამო. ამ მოტივით 9 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, კონფლიქტი დაიწყო ბებიას – ლ. ტ-ესა და შვილიშვილს – ლ. ტ-ეს შორის, რა დროსაც ბებიამ – ლ. ტ-ემ შვილიშვილებს – ე. და ლ. ტ-ეებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე. ტ-ეს. აღნიშნულ კონფლიქტში ჩაერთო ბებიის და – გ. ო-ი, რომელმაც სტუმარს – ე. კ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მარჯვენა ხელის მტევანზე მიაყენა დაზიანება ნაკაწრების სახით, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ: ლ. ტ-ე, – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო გ. ო-ი, –– საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულებს განემარტათ, რომ აქვთ უფლება, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით შვანგირაძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ლ. ტ-ისა და გ. ო-ის დამნაშავეებად ცნობას მათთვის წარდგენილი ბრალდებების სრული მოცულობებით და შესაბამისი სასჯელების განსაზღვრას.
6. ადვოკატი მიხეილ ხუსკივაძე შესაგებლით ითხოვს ლ. ტ-ისა და გ. ო-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი და ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისი იყო საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ტ-ისა და გ. ო-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. მოწმეების – ნ. თ-ის, ს. მ-ის, თ. ლ-ის, თ. გ-ის, ლ. თ-სა და სხვათა ჩვენებებით (რომლებიც თანხვდენილია ბრალდებულების ჩვენებებთან და რომელთა სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია) უტყუარადაა დადგენილი, რომ ბრალდებულებსა და დაზარალებულებს შორის მოხდა მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი და ლ. ტ-ესა (ბებიას) და გ. ო-ს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. მოწმე პოლიციელების – გ. ფ-სა და ნ. მ-ის ჩვენებებით, გოგონებმა მათ განუცხადეს, რომ ბებიებთან მოუხდათ სიტყვიერი შელაპარაკება; 112-ში იმიტომ დარეკეს, რომ კამათი „რაიმე სერიოზულში არ გადაზრდილიყო“; მათ გარეგნულად არ აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანების კვალი. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებულ სხვა მტკიცებულებებს, ისინი უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულთა მიერ მათთვის ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენას.
10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
13. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ დავით შვანგირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი