ას-122-819-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ., ლ. და ნ. გ-ებმა და სს ... კლინიკამ” სარჩელი აღძრეს სასამართლოს მოპასუხე სს “ე-ის” წინააღმდეგ და მოითხოვეს:
დაეკისროს მოპასუხეებს სს ... კლინიკისათვის” დაზიანებული სასუნთქი აპარატის ღირებულების _ 40000 ლარის _ ანაზღაურება.
დაეკისროს მოპასუხეებს “კლინიკისათვის” შელახული კაპიტალის ანაზღაურება 41400 ლარის ოდენობით.
დაეკისროს მოპასუხეებს ლ., ლ. და ნ. გ-ების სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად ერთდროული ანაზღაურება 55800 ლარის გადახდა.
დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელეების ლ., ლ. და ნ. გ-ების სასარგებლოდ მკურნალობის ხარჯების 66063 ლარის ანაზღაურება.
დაეკისროს მოპასუხეებს ლ., ლ. და ნ. გ-ების სასარგებლოდ დაკრძალვის ხარჯების 27 939 ლარის ანაზღაურება.
დაეკისროს მოპასუხეებს ლ., ლ. და ნ. გ-ების სასარგებლოდ საბანკო კრედიტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 4400 აშშ დოლარის ოდენობით.
დაეკისროს მოპასუხეებს ლ., ლ. და ნ. გ-ების სასარგებლოდ ანტიკვარული ნივთების ექსტრემალურ პირობებში რეალიზაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 26050 აშშ დოლარის ოდენობით.
დაეკისროს მოპასუხეებს ლ., ლ. და ნ. გ-ების სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 1000000 აშშ დოლარის ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმადა მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა საქმის განხილვისას მხარეები მორიგდნენ. მათ წარმოადგინეს მორიგების აქტი და ითხოვეს საკასაციო პალატის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო 2004წ. 19 თებერვლის მორიგების აქტს და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 49-ე, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მარტის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.
დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
სს “ე-ი” მოვალეა გადაუხადოს 120000 ლარი კასატორებს, მათ შორის:
... კლინიკის” სასარგებლოდ _ 20000 ლარი;
ლ., ლ. და ნ. გ-ების სასარგებლოდ _ 100000 ლარი.
სს “ე-ი” მოვალეა აღნიშნული თანხა გადაუხადოს კასატორ _ ლ., ნ. და ლ. გ-ებს საბანკო ანგარუშსწორებით შემდეგ ანგარიშზე: სს “თი-ბი-სი ბანკის” ცენტრალური ფილიალი, ანგ. ¹42701177, ბენეფიციარი: ნ. გ-ი), სს ... კლინიკა”: გაერთიანებული ქართული ბანკის მთაწმინდის ფილიალი, ანგ. ¹025467075, კოდი: 220101666.
სს “ე-ი” მოვალეა გადაუხადოს კასატორებს თანხა შემდეგი გრაფიკით:
2004წ. 1 მართამდე _ ნ. გ-ის სასარგებლოდ _ 40000 ლარი;
2004წ. 1 აპრილამდე _ ნ. გ-ის სასარგებლოდ _ 40000 ლარი;
2004წ. 1 მაისამდე _ ნ. გ-ის სასარგებლოდ _ 20000 ლარი და სს ... კლინიკის” _ 20000 ლარი.
მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
სს ... კლინიკას” დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 800 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა ჩარიცხოს 012101162 ანგარიშზე (კოდი 220101107)
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.