საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №118აპ-21 თბილისი
რ-ე გ-ი, 118აპ-21 22 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატ ტ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. რ-ეს ბრალი დაედო:
ü გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნაში, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა;
ü ოჯახში ძალადობაში, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
ü დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
ü ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;
ü ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2019 წლის 29 ნოემბერს, შუადღის საათებში, ქ. გ-ში, მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ. რ-ე დედას - დ. რ-ეს დაემუქრა, რომ თუ იმავე დღის საღამომდე არ მისცემდა 150 ლარს, მოკლავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o იმავე დროს, თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოშობილი შელაპარაკებისას, გ. რ-ემ დედას - დ. რ-ეს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი და ხელით მოქაჩა თმა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა გ. რ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით - 0.00095 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ (ფუძე), რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს 2019 წლის 30 ნოემბერს, ქ. გორში, მდებარე დ. მ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას;
o გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა გ. რ-მ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები - „ამფეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“ (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი - ექსტაზი) და „მეტამფეტამინი“, რაც გამოვლინდა 2019 წლის 30 ნოემბერს გ. რ-ის ნარკოლოგიური შემოწმებისას;
o გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა გ. რ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 10.11 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს 2019 წლის 30 ნოემბერს, ქ. გ-ში, მდებარე დ. მ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 აგვისტოს განაჩენით:
· გ. რ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
· გ. რ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· გ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ძირითადი სასჯელის დაუნიშნავად. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებთი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი;
· გ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· გ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 300 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. რ-ეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებთი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით გ. რ-ისათვის განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. რ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 30 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო. გ. რ-ეს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებთი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
ü მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატმა ზ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; გ. რ-ის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში; გ. რ-ის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა;
ü გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; გ. რ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
· გ. რ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
· გ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· გ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის დაუნიშნავად;
· გ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· გ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 300 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. რ-ეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით გ. რ-ისათვის განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. რ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 30 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო. გ. რ-ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
ü მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატმა ტ. რ-ემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გ. რ-ის გათავისუფლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში;
ü გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; გ. რ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამატებთი სასჯელის სახით ჯარიმა - 5000 ლარის ისევ დაკისრებას.
7. მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატი ტ. რ-ე პროკურორის საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას გ. რ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებთან მიმართებით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი, ხოლო მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატ ტ. რ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და მისი საჩივრის ნაწილში საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა 2021 წლის 22 ივლისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ გ. რ-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და არ არსებობს ადვოკატის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მსჯავრდების ამ ნაწილში განაჩენის შეცვლის საფუძველი, ხოლო დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს.
3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 5 მარტის კანონის შესაბამისად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის მე-12 ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინისა“ და 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (ფუძე) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად განისაზღვრა 0.005 გრამი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში:
o გ. რ-ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 0.00095 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (ფუძე) უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის, რაც, მითითებული ცვლილების მიხედვით, არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას;
o გ. რ-ე გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2014 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 0.0016 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინისა“ (ფუძე) და 0.00022 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის, რაც, მითითებული ცვლილების მიხედვით, ასევე არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას.
4. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილების საფუძველზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად (სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა), გ. რ-ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა (დიდი ოდენობით - 0.00095 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (ფუძე) უკანონო შეძენა, შენახვა) და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2014 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) დიდი ოდენობით - 0.0016 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინისა“ (ფუძე) და 0.00022 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ უკანონო შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
5. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული გ. რ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელების - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისა და 300 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის (რომლებიც შთანთქმული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას) მოხდისაგან, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება, ვინაიდან წარმოადგენს ოჯახურ დანაშაულს.
6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ასევე არ ვრცელდება მსჯავრდებულ გ. რ-ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის, 2017 წლის 10 ოქტომბრისა და 11 მაისის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით დაკისრებულ ჯარიმებსა და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
7. ამავე დროს, მსჯავრდებული გ. რ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს:
· გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელ ნაწილთან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად დამატებული ჰქონდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს) მოხდისაგან;
· გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც ჩაეთვალა პირობითად და შთანთქმული ჰქონდა ამავე განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს) მოხდისაგან.
8. იმის გათვალისწინებით, რომ გ. რ-ე გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელისაგან, რომლის მოუხდელი ნაწილი განაჩენთა ერთობლიობით აისახა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის, 2016 წლის 20 ოქტომბრის, 2017 წლის 11 მაისისა და იმავე წლის 10 ოქტომბრის განაჩენებით შეფარდებულ სასჯელებში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან უნდა დაემატოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. რ-ეს უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 30 ნოემბრიდან.
9. ამასთან, მსჯავრდებულ გ. რ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა აღუდგეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრისა და 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენებითა და ბოლო განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
10. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატ ტ. რ-ის მიერ წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენს, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე განიხილა და შეცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენი, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი, რომელიც კასატორს უკანონოდ მიაჩნია, შეუძლია, გაასაჩივროს საკასაციო წესით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
11. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, მაგრამ ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას ექვემდებარება საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი მხოლოდ ისეთი განაჩენი, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და შემაჯამებელიც (საბოლოო - რომელიც აღარ საჩივრდება). ამდენად, დაუშვებელია ისეთი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ არ არის შემაჯამებელი - საბოლოო (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №64აგ-20 განჩინება).
12. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბერს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული განაჩენის გადასინჯვისა და შეფასების სამართლებრივი საშუალება, ვინაიდან ამ ეტაპზე იხილავს მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატ ტ. რ-ის საკასაციო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატ ტ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე, 307-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. რ-ის ადვოკატ ტ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
2.1. მსჯავრდებული გ. რ-ე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (დიდი ოდენობით - 0.00095 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (ფუძე) უკანონო შეძენა, შენახვა) ჩადენაში;
2.2. მსჯავრდებული გ. რ-ე გამართლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2014 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის (დიდი ოდენობით - 0.0016 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინისა“ (ფუძე) და 0.00022 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ უკანონო შეძენა, შენახვა) ჩადენაში;
2.3. მსჯავრდებული გ. რ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის (რომელიც შთანთქმული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას) მოხდისგან;
2.4. მსჯავრდებული გ. რ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის - 300 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის (რომელიც შთანთქმული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას) მოხდისგან;
2.5. მსჯავრდებული გ. რ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის (რომელიც წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელ ნაწილთან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად დამატებული ჰქონდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს) მოხდისგან;
2.6. მსჯავრდებული გ. რ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის (რომელიც ჩაეთვალა პირობითად და შთანთქმული ჰქონდა ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს) მოხდისგან;
2.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. რ-ეს განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 30 ნოემბრიდან;
2.8. მსჯავრდებულ გ. რ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღუდგეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრისა და 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენებითა და ბოლო განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა);
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე