Facebook Twitter

საქმე # 010142221700131013

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №6აგ-21 3 ივნისი, 2021 წელი

ქ. ბ., 6აგ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ბ. ქ., – დაბადებული 19.. წელის, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 20 წლით, რომელიც აეთვალა - 2014 წლის 3 აპრილიდან; ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბ. ქ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; გ. ჩ , – დაბადებული 19.. წელს,– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 20 წლით, რომელიც აეთვალა - 2014 წლის 3 აპრილიდან; ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გ. ჩ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; გ. ბ, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 18 წლით, რომელიც აეთვალა 2014 წლის 3 აპრილიდან; ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გ. ბ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: ბ. ქ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). ბ. ქ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 20 წლით, რომელიც აეთვალა 2014 წლის 3 აპრილიდან; ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბ. ქ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; გ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). გ. ჩ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 20 წლით, რომელიც აეთვალა 2014 წლის 3 აპრილიდან; ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გ. ჩ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; გ. ბ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). გ. ბ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 18 წლით, რომელიც აეთვალა 2014 წლის 3 აპრილიდან; ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გ. ბ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ.ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის, მსჯავრდებულ ბ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-სა და მსჯავრდებულ გ. ჩ- სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2021 წლის 27 იანვარს მსჯავრდებულებმა - ბ. ქ-მ, გ. ჩ-მა და გ. ბ-მა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე, მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულების - ბ. ქ-ის, გ. ჩ-სა და გ. ბ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. მსჯავრდებული ბ. ქ საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ დაუშვას შუამდგომლობა და მისი განხილვა დაავალოს სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქმეზე, რომლისგანც მოგვიანებით გამოიყო მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმე, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო დეტექტივ-გამომძიებელ მ. ბ-ის პატაკი, რომელსაც მოჰყვა მ. ბ-ის გამოკითხვა და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ზ. ვ-ის პირადი ჩხრეკა, რომელიც იყო უკანონო და, შესაბამისად, დაუშვებელია ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მის საფუძველზე იქნა მოპოვებული და გამოყენებული მისი ბრალეულობის დასადასტურებლად, კერძოდ, ერთი მხრივ, მ. ბ-ის გამოკითხვის ოქმში ყოველგვარი ცვლილებისა და დამატების გარეშე იყო ასახული მ. ბ-ისვე პატაკში მითითებული ინფორმაცია და ეს სამხილები ვერ ქმნიდა ფაქტებისა და ინფორმაციის იმგვარ ერთობლიობას, რომელიც აუცილებელია საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, ხოლო, მეორე მხრივ, მოსამართლემ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული ზ. ბ-ის ჩხრეკის კანონიერების შემოწმებისას საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნისათვის მიუთითა ჩხრეკის შედეგზე; კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონის უკუძალით გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს, თუმცა შეგნებულად უგულებელყო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მითითება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მდგომარეობა; კასატორი საჩივარში ასევე უთითებს, რომ შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე განიხილა სასამართლოს უკანონო შემადგენლობამ, ვინაიდან მოსამართლე მ. ჯ. მონაწილეობდა მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში, როგორც წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, რომელმაც დასაშვებად ცნო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით სადავოდ გამხდარი მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.

გ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

3. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, ერთი მხრივ, არ არის გამოკვეთილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, რომლითაც სასამართლომ კანონიერად ცნო გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ზ. ვ-ის პირადი ჩხრეკა, საგამოძიებო მოქმედების შედეგი განიხილა ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, ვინაიდან გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მხოლოდ ფაქტის სახით არის მითითებული, თუ რა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა გადაუდებლად და რა იქნა ამოღებული მის შედეგად, რასაც მოსდევს გადაწყვეტილების მოტივაცია, საიდანაც ნათლად იკითხება, რომ საქმეში არსებული ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც შეეხებოდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, ქმნიდა საკმარის ფაქტობრივ საფუძვლებს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ზ. ვ-ს შესაძლოა თან ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება; ზ. ვ-ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რადგანაც პირადი ჩხრეკის დაყოვნებას შეეძლო გამოეწვია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება, ნივთიერი მტკიცებულების განადგურება ან გადამალვა და, შესაბამისად, აღნიშნული მონაცემების მოპოვების შესაძლებლობა, რის გამოც არსებობდა მოსამართლის განჩინების გარეშე ჩხრეკის ჩატარების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, საპროცესო კანონმდებლობის უკუძალით გამოყენებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო-სამართლებრივ ნორმებს უკუძალით გამოყენებასთან კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ კონკრეტული საპროცესო ნორმები, თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან (იხ.: mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01//2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).

4. რაც შეეხება კასატორის მითითებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისი შუამდგომლობის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის - მ. ჯ-ის აცილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი მონაწილეობდა მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში, როგორც წინასასამართლო სხდომის მოსამართლე და შეაფასა სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების დასაშვებობა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძველს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში. ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლეს არ აქვს უფლება, განიხილოს საქმე არსებითად, თუ მას ეს საქმე განხილული ჰქონდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და არა - პირიქით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე №17აგ-16; №416აგ-15; №28აგ-15; №76აგ-15).

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულების ბ. ქ-ის, გ. ჩ-სა და გ. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და არ არის გამოკვეთილი მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულების - ბ. ქ-ის, გ. ჩ-სა და გ. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი