Facebook Twitter

საქმე # 080141121004265512

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №3821-21 30 ივნისი, 2021 წელი

წ. ი., 3821-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. წ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენით ი. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, იმავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით ი. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება.

2. 2021 წლის 17 იანვარს იმერეთის პრობაციის ბიუროდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ი. წ-ის პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით ი. წ-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით - „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ი. წ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ ი. წ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. კ საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. წ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზეც, ვინაიდან ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ეხება სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტსაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 19 მაისს წარდგენილ იქნა დაზარალებულ - შპს „...“ დირექტორ - გ. მ-ს თანხმობა ი. წ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების თაობაზე, რის შესაბამისადაც, ი. წ-ის მიმართ კანონიერად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და მას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი გაუნახევრდა.

4. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელს, „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, მართალია, ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაზე, მაგრამ, ვინაიდან ი. წ-ს სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქმედებებისათვის - ერთიანი სასჯელის სახით, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება მხოლოდ სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

5. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. წ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი