Facebook Twitter

ას-184-503-04 9 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, რ. ნადირიანი

დავის საგანი; ახლად აღმოჩენილი გარემოება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ზუგდიდში, ...... მდებარე, სახლთმფლობელობა 1959 წლიდან ირიცხებოდა ლ. კ-ას ძმის, რ. კ-ას, სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1999წ. 5 ივნისს.

2000წ. ნომებერში ლ. კ-ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში რ. კ-ას შვილის – ნ. კ-ას მიმართ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ რ. კ-ას სახელზე რიცხული სახლი წარმოადგენდა 1979 წელს გარდაცვლილი დედის ლ. კ-ას საკუთრებას.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 ავგუსტოს გადაწყვეტილებით საჩრელი არ დაკმაყოფილდა. სადავო სახლი ცნობილი იქნა რ. კ-ას სამკვიდრო ქონებად და იგი მიეკუთვნა ნ. კ-ას.

ლ. კ-ამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასვამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დაუსაბუთებლობის გამო გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწდყვეტილება. ლ. კ-ას უარი ეთქვა სახლის, როგორც დედის სამკვიდრო ქონების მიკუთნებაზე.

ლ. კ-ამ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

2003წ. აპრილში ლ. კ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს საამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, იმ საფუ\ვლით, რომ სახლი საჯარო რეესტრში არ არის აღრიცხული რ. კ-ას სახელზე.

ახალი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ იქნა 2003წ. 9 ივლისს ქ. ზუგდიდის საჯარო რეესტრიდან და ტექ-აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურიდან გაცემული ცნობები.

განცხადება ქვემდებარეობისამებრ განსახილველად გადაიგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის განჩინებაზე. E

ლ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ სახლი რ. კ-ას სახელზე არ ყოფილა გადაფორმებული კანონით დადგენილი წესით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის 2002წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. კ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სადავო სახლი ჯერ კიდევ მოსარჩელის დედის სიცოცხლეში, 1959 წელს, აღირიცხა რ. კ-ას სახელზე. ლ. კ-ა გარდაიცვალა შილის სახელზე სახლის გადაფორმებიდან ოცი წლის შემდეგ. ამ უკანასკნელს არასოდეს გაუხდია სადავოდ სახლის გადაფორმება.

რ. კ-ა გარდაიცვალა 1999 წელს. ლ. კ-ას ძმის გარდაცვალებამდე არ გამოუთქვამს პრეტენზია სახლის ნაწილის მიკუთვნებაზე.

სააპელაციო პალატამ სადავო სახლი ჩათვალა რ. კ-ას სამკვიდრო ქონებად.

სკ-ის 1336-ე მულის შესაბამისად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები, მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები.

ამავე კოდექსის 1337-ე მუხლის თანახმადბ წინა რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მიიჩნია, რომ არ არსებობდა ლ. კ-ასთვის ძმის სამკვიდრო ქონების მიკუთვნების კანონიერი საფუძველი.

სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაყწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამოს აქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ასეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზუგდიდის საქალაქო სამმართველოს უფროსის მიერ 2003წ. 9 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად ქ. ზუგდიდში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული.

ზუგდიდის რაიონის გამგეობის ტექ-აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივი 1992წ. 26 დეკემბერს ხანძრისაგან განადგურდა და მასში არსებული ყველა დოკუმენტი დაიწვა.

2000წ. 7 ნოემბერს აღდგენილ იქნა სადავო სახლი, ნახაზი და მფლობელად აღირიცხა აწ გარდაცვლილი რ. კ-ა.

მითითებული ცნობები არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო სახლი არის ლ. კ-ას სამკვიდრო ქონება, ახალი მტკიცებულებები ადრეც რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ვერ გამოიწვევდა ლ. კ-ასთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას იმ მტკიცებულებების მოპოვება ლ. კ-ას შეეძლო საქმის არსებითად განხილვის პროცესში.

სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ სწორი მეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.