¹ ბს-1323-899(კ-05) 20 დეკემბერი 2005 წ.,
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა,
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე,
ნ. ქადაგიძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტებისა და პრივატიზების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 20 ივნისს შპს “ც.” სარჩელი აღძრა მოპასუხეების: თბილისის საკრებულოს, თბილისის პრემიერის, თბილისის არქმშენინსპექციის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს (ამჟამად, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო), კულტურის სამინისტროს (ამჟამად, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო), მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და თბილისის ქონების მართვის სამმართველოს (ამჟამად თბილისის ქონების აღრიცხვისა და პროვატიზების სამმართველო) მიმართ. მოსარჩელემ მესამე პირად შპს “ლ.” დაასახელა.
შპს “ც.” თბილისში, ... ქ. ¹56-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით მოპასუხეთა მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მოითხოვა.
2003წ. 5 სექტემბერს შპს “ც.” სარჩელი დააზუსტა და მოითხოვა:
1. კულტურის სამინისტროს 2003წ. 8 აპრილის ¹3/97 ბრძანებისა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ¹13 ერთობლივი ბრძანების ბათილად ცნობა;
2. თბილისის საკრებულოს 2003წ. 25 მარტის ¹12 დადგენილების ბათილად ცნობა;
3. თბილისის პრემიერის 2003წ. 31 მარტის ¹342 განკარგულების ბათილად ცნობა;
4. თბილისის არქმშენინსპექციის 2003წ. 4 აპრილის ¹15 ბრძანების ბათილად ცნობა;
5. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის 2003წ. 10 ივნისის ¹მი-117/15 დადგენილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს გამოეცა ადმინისტრაციული აქტი 1999წ. 6 ოქტომბრის ხელშეკრულების 3.2, 3.5, 3.6 პუნქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე სასამართლოში დავის საბოლოოდ დამთავრებამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვისას შპს “ც.”, სამოქალაქო საპროცესო კოდექის 83-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მოთხოვნა გაზარდა და სარჩელში მითითებულ აქტებთან ერთად მოითხოვა თბილისის საკრებულოს 2003წ. 20 ივნისის ¹54 დადგენილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელე შპს “ც.” მოპასუხეებისაგან მატერიალური ზიანის - 7 255 890 აშშ დოლარისა და 775 568 ლარის გადახდა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის2003წ. 22 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად საპატრიარქო ჩაება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად არარეგისტრირებული კავშირი “... ა.” ჩაება.
2004წ. 9 ივნისს თბილისის საკრებულომ შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში და მოითხოვა შემდეგი:
1. თბილისში, ... ქ. ¹56-ში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდული სახლის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რაც გულისხმობს შპს “ც.” და თბილისის ქონების მართვის სამმართველოს შორის 1999წ. 6 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
2. კონკურსის შედეგებისა და თბილისში, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაცემული 2000წ. 26 აპრილის ¹23/1128-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, შესაბამისად საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ამოშლა;
3. თბილისში, ... ქ. ¹56-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ¹5/3 საერთო 700 კვ.მ-ის პრივატიზების ბათილად ცნობა, რაც გულისმობს თბილისის პრემიერის მიერ 2000წ. 29 თებერვლის ¹104 განკარგულების ბათილობას და საჯარო რეესტრის შესაბამისი მონაცემების ამოშლას;
4. თბილისში, ... ქ. ¹56-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ¹5/8 საერთო ფართით 1500 კვ.მ პრივატიზების ბათილობა, რაც გულისხმობს თბილისის პრემიერის 2002წ. 8 ივლისის ¹371 განკარგულების ბათილობას, 2002წ. 11 ნოემბრის მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას და საჯარო რეესტრის შესაბამისი მონაცემების ამოშლას.
შეგებებული სარჩელის ავტორი ასევე მოითხოვდა შპს “ც.” მის მიერ უკანონოდ ჩატარებული მშენებლობის დროს (სავარაუდოდ 2003 წლიდან) დაზიანებული, ამოთხრილი და “სანაგვეზე დაყრილი” სიწმინდეების და არქეოლოგიური მასალის განადგურების, წინაპართა საფლავებისა და ქართველი ხალხის წარსულის შეურაცხყოფისათვის 100 000 000 ლარი დაკისრებოდა.EBA
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის2005წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
შპს “ც.” ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2005წ. 7 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით თბილისის საკრებულოსა და საპატრიარქოს წარმომადგენელმა დ. ლ-ამაც გაასაჩივრა და მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას მხარეთა მიერ წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი, რომელშიც მითითებულია:
“ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-3 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ქ. თბილისის საკრებულო, ქ. თბილისის მერია, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო (ყოფილი კულტურის სამინისტრო), ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (ყოფილი ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, ყოფილი ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო), არქმშენინსპექცია, ქ. თბილისის მთავარი არქმშენინსპექცია, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, შპს “ლ.”, საპატრიარქო, არარეგისტრირებული კავშირი “.... ა.” და შპს “ც.” მოვრიგდით შემდეგზე:
1. _ ადმინისტრაციულ დავაში მონაწილე მხარეები აღწევენ მორიგებას შემდეგი პირობებით: შპს “ც.” ითვალისწინებს ქ. თბილისის საკრებულოს, საპატრიარქოს, საზოგადოების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას კრწანისის ისტორიული ომის მონაწილეთა მიმართ, რის გამოც შეუძლებელი ხდება თბილისში, ქ. ¹56-ში არსებული შენობის რეკონსტრუქცია სასტუმრო-კომპლექსის დატვირთვით. აღნიშნული შენობა შპს “ც.” შეიძინა 1999 წელს აუქციონზე და მოიპოვა მასზე საკუთრების უფლება. დავის დასრულების მიზნით შპს “ც.” სახელმწიფოს სასარგებლოდ თმობს მის საკუთრებაში არსებულ: ქ. თბილისში ... ქ. ¹56-ში მდებარე (სარეგისტრაციო ზონა თბილისი-1, სექტორი-კრწანისი-18, კვარტალი ¹4, ნაკვეთის ¹5/3) 700 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ქ. თბილისში ... ქ. ¹56-ში მდებარე (სარეგისტრაციო ზონა თბილისი-1, სექტორი-კრწანისი 18, კვარტალი ¹4, ნაკვეთი ¹5/4) 2301 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ფართობით 2431.23 კვ.მ, აგრეთვე, ქ. თბილისში, ...… ქ. ¹54-ის მიმდებარედ (სარეგისტრაციო ზონა თბილისი-1, სექტორი-კრწანისი-18, კვარტალი ¹4, ნაკვეთის ¹5/8) მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს და ქ. თბილისში, ... ქ. ¹54-ში (სარეგისტრაციო ზონა-თბილისი-1), სექტორი კრწანისი-18, კვარტალი ¹4, ნაკვეთის ¹5/5) მდებარე 491 კვ.მ მიწის ნაკვეთს მშენებარე შენობა-ნაგებობით, მასზე არსებული “კრწანისის ბრძოლის ველის” კეთილმოსაწყობად. ქონება უფლებრივად უნაკლოა და მესამე პირებს მათზე პრეტენზიის განცხადება არ შეუძლიათ.
2. _ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შპს “ც.” ქონებას გადასცემს, მისი პირდაპირი განკარგვის თაობაზე პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის შემდეგ, რაზედაც გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
3. _ შპს “ც.” გადაეცემა ... ქუჩის ¹7-ში მდებარე (სარეგისტრაციო ზონა-თბილისი-1, სექტორი-მთაწმინდა-15, კვარტალი ¹5, ნაკვეთი ¹68/11) 5410 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები ¹1, ¹2, ¹3, ¹4 და ¹5 აგრეთვე მშენებარე ნაგებობა.
4. _ შპს “ც.” გადაცემული ქონება წარმოადგენს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ქონებას, რაზედაც მესამე პირებს პრეტენზია არ გააჩნიათ.
5. _ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე შპს “ც.” სარჩელისა გამო კულტურის სამინისტროს 08.04.2003წ. ¹3/97 და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ¹13 ერთობლივი ბრძანების, ქ. თბილისის საკრებულოს 25.03.2003წ. ¹12 დადგენილების, ქ. თბილისის პრემიერის 31.03.2003წ. ¹342 განკარგულების, ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 02.04.2003წ. ¹15 ბრძანების, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის 10.06.2003წ. ¹მი-117/15 დადგენილების, ქ. თბილისის საკრებულოს 20.06.2003 წ. ¹54 დადგენილების ბათილად ცნობის, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებისა და მოპასუხეებისათვის შპს “ც.” სასარგებლოდ მატერიალური ზიანის კომპენსაციის მიზნით 7 255 890 აშშ დოლარისა და 775 568 ლარის გადახდევინების თაობაზე, მოპასუხეების ქ. თბილისის საკრებულოს, ქ. თბილისის მერიის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს (ყოფილი კულტურის სამინისტროს), ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, ყოფილი ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო), არქმშენინსპექციის, ქ. თბილისის მთავარი არქმშენინსპექციის, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, შპს “ლ.”, საპატრიარქოს, არარეგისტრირებული კავშირი “... ა.” მიმართ, აგრეთვე ქ. თბილისის საკრებულოს შეგებებული სარჩელისა გამო ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს “ც.” შორის 06.10.1999წ. ხელშეკრულების, 21.09.1999წ. კონკურსის შედეგების, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 26.04.2000წ. ¹23/1128 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილობისა და საჯარო რეესტრის შესაბამისი მონაცემების ამოშლის, ქ. თბილისის პრემიერის 29.02.2000წ. ¹104 განკარგულების ბათილობის და საჯარო რეესტრის შესაბამისი მონაცემების ამოშლის, ქ. თბილისის პრემიერის 08.07.2002წ. ¹371 განკარგულების, მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის და საჯარო რეესტრის შესაბამისი მონაცემების ამოშლის, აგრეთვე, შპს “ც.” 100 000 000 ლარის დაკისრების თაობაზე მოპასუხეების შპს “ც.”, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, თბილისის მთავრობის (ანუ ქ.თბილისის მერიის) მიმართ.
6. სსკ-ის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს ხარჯები გადახდეს შპს “ცენტრს”.
წარმოდგენილი მორიგების აქტი ხელმოწერილია: 1. შპს “ც.” დირექტორ ი. მ-ის, ქ. თბილისის საკრებულოს წარმომადგენელ დ. ლანჩავას, ქ.თბილისის მერიის წარმომადგენელ, საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის მ. შ-ის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელ კ. ბ-ის, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელ კ. დ-ას, ქ. თბილისის არქმშენინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მთავარი არქმშენინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენელ გ. გ-ის, საპატრიარქოს წარმომადგენელ დ. ლ-ას, შპს “ლ.” წარმომადგენელსა და არარეგისტრირებული კავშირი “300 არაგველის” წარმომადგენელ ზ.ხ-ას მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემული დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი. Aამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია მორიგების აქტის (შეთანხმების) დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
“1 _ შპს “ც.” ითვალისწინებს ქ. თბილისის საკრებულოს, საპატრიარქოს, საზოგადოების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას კრწანისის ისტორიული ომის მონაწილეთა მიმართ, რის გამოც შეუძლებელი ხდება თბილისში, ... ¹56-ში არსებული შენობის რეკონსტრუქცია სასტუმრო-კომპლექსის დატვირთვით. აღნიშნული შენობა შპს “ცენტრმა” შეიძინა 1999 წელს აუქციონზე და მოიპოვა მასზე საკუთრების უფლება. დავის დასრულების მიზნით შპს “ც.” სახელმწიფოს სასარგებლოდ თმობს მის საკუთრებაში არსებულ: ქ. თბილისში ... ქ. ¹56-ში მდებარე (სარეგისტრაციო ზონა თბილისი-1, სექტორი-კრწანისი-18, კვარტალი ¹4, ნაკვეთის ¹5/3) 700 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ქ. თბილისში, ... ქ. ¹56-ში მდებარე (სარეგისტრაციო ზონა თბილისი-1, სექტორი-კრწანისი 18, კვარტალი ¹4, ნაკვეთი ¹5/4) 2301 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ფართობით 2431.23 კვ.მ, აგრეთვე, ქ. თბილისში, ... ქ. ¹54-ის მიმდებარედ (სარეგისტრაციო ზონა თბილისი-1, სექტორი-კრწანისი-18, კვარტალი ¹4, ნაკვეთის ¹5/8) მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს და ქ. თბილისში, ... ქ. ¹54-ში (სარეგისტრაციო ზონა-თბილისი-1, სექტორი კრწანისი-18, კვარტალი ¹4, ნაკვეთის ¹5/5) მდებარე 491 კვ.მ მიწის ნაკვეთს მშენებარე შენობა-ნაგებობით, მასზე არსებული “კრწანისის ბრძოლის ველის” კეთილმოსაწყობად. ქონება უფლებრივად უნაკლოა და მესამე პირებს მათზე პრეტენზიის განცხადება არ შეუძლიათ.
2 _ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შპს “ც.” ქონებას გადასცემს, მისი პირდაპირი განკარგვის თაობაზე პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის შემდეგ, რაზედაც გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
3 _ შპს “ცენტრს” გადაეცემა ინგოროყვას ქუჩა ¹7-ში მდებარე (სარეგისტრაციო ზონა-თბილისი-1, სექტორი-მთაწმინდა-15, კვარტალი ¹5, ნაკვეთი ¹68/11) 5410 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები ¹1, ¹2, ¹3, ¹4 და ¹5 აგრეთვე მშენებარე ნაგებობა.
4 _ შპს “ც.” გადაცემული ქონება წარმოადგენს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ქონებას, რაზედაც მესამე პირებს პრეტენზია არ გააჩნიათ.
5 _ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე შპს “ც.” სარჩელისა გამო კულტურის სამინისტროს 08.04.2003წ. ¹3/97 და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ¹13 ერთობლივი ბრძანების, ქ. თბილისის საკრებულოს 25.03.2003წ. ¹12 დადგენილების, ქ. თბილისის პრემიერის 31.03.2003წ. ¹342 განკარგულების, ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 02.04.2003წ. ¹15 ბრძანების, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის 10.06.2003წ. ¹მი-117/15 დადგენილების, ქ. თბილისის საკრებულოს 20.06.2003 წ. ¹54 დადგენილების ბათილად ცნობის, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებისა და მოპასუხეებისათვის შპს “ც.” სასარგებლოდ მატერიალური ზიანის კომპენსაციის მიზნით 7 255 890 აშშ დოლარისა და 775 568 ლარის გადახდევინების თაობაზე, მოპასუხეების ქ. თბილისის საკრებულოს, ქ. თბილისის მერიის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს (ყოფილი კულტურის სამინისტროს), ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, ყოფილი ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო), არქმშენინსპექციის, ქ. თბილისის მთავარი არქმშენინსპექციის, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, შპს “ლ.”, საპატრიარქოს, არარეგისტრირებული კავშირი “.... ა.” მიმართ, აგრეთვე, ქ. თბილისის საკრებულოს შეგებებული სარჩელისა გამო ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს “ც.” შორის 06.10.1999წ. ხელშეკრულების, 21.09.1999წ. კონკურსის შედეგების, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 26.04.2000წ. ¹23/1128 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილობის და საჯარო რეესტრის შესაბამისი მონაცემების ამოშლის, ქ. თბილისის პრემიერის 29.02.2000წ. ¹104 განკარგულების ბათილობის და საჯარო რეესტრის შესაბამისი მონაცემების ამოშლის, ქ. თბილისის პრემიერის 08.07.2002წ. ¹371 განკარგულების, მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის და საჯარო რეესტრის შესაბამისი მონაცემების ამოშლის, აგრეთვე შპს “ც.” 100 000 000 ლარის დაკისრების თაობაზე მოპასუხეების შპს “ც.”, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, თბილისის მთავრობის (ანუ ქ.თბილისის მერიის) მიმართ.
6 _ სსკ-ის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს ხარჯები გადახდეს შპს “ც.”.
2. შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
3. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის2005წ. 7 ივლისის გადაწყვეტილება.
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.