Facebook Twitter

საქმე # 330100120004129620

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №532აპ-21 ქ. თბილისი

თ-ე ბ 532აპ-21 9 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის განაჩენით:

1.1. ბ. თ-ე, - დაბადებული .... წლის .... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2021 წლის 5 მარტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. თ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. ბ. თ-ს დაფუძნებული ჰქონდა კომპანიები: შპს „ა-ი“ (რომლის თავდაპირველი სახელწოდება იყო შპს „ბ-ი“), შპს „ს-ი“, შპს „ა-ი,“ შპს „ა-ი“ და შპს „ა-ე,“ რომელთა საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენდა თ-ი, სხვადასხვა მისამართზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და მოქალაქეებზე ბინების რეალიზაცია.

2.2. დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით მიღების მიზნით, კომპანიათა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილმა ბ. თ-მ თ-ი მდებარე ოფისებში მოქალაქეებთან გააფორმა ბინის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც, უნდა აეშენებინა საცხოვრებელი კორპუსები და მყიდველებზე ბინები საკუთრებაში დარეგისტრირებულიყო. გაფორმებულ ხელშეკრულებებში მას არ ჰქონდა მითითებული მყიდველის მიერ შეძენილი ბინის კონკრეტული მისამართი. ხელშეკრულებებში ასახული იყო, რომ მომავალმა მესაკუთრემ ბინა შეიძინა ასაშენებელ, რამდენიმე ალტერნატიული კორპუსიდან ერთ-ერთში, რაც ბ. თ-ს საშუალებას აძლევდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაერწმუნებინა მყიდველი, რომ ის ბინას მიიღებდა მომდევნო ასაშენებელ კორპუსში. ამასთან, დაზარალებულებთან შეთანხმების მიუხედავად, ბ. თ-მ საჯარო რეესტრში არ დაარეგისტრირა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით ერთი და იმავე მისამართზე ასაშენებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა ერთდროულად რამდენიმე მოქალაქეზე. მყიდველები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას იხდიდნენ როგორც საბანკო, ისე ნაღდი ანგარიშსწორებით. ასევე, მყიდველთა გარკვეული ნაწილი თ-ს საკუთრებაში უფორმებდა უძრავ ქონებას, რასაც იგი იპოთეკით ტვირთავდა ან ასხვისებდა მესამე პირის სასარგებლოდ, ხოლო მიღებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდა. აღსანიშნავია, რომ ბ. თ-ე მყიდველებისგან წინასწარ იღებდა იმ ბინების ნასყიდობის საფასურსაც, რომელთა სამშენებლო ნებართვები მას არ ჰქონდა მიღებული ქალაქ თ-ს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურიდან. ბ. თ-მ კომპანიათა სახელით, ასევე აღნაგობის ხელშეკრულებები გააფორმა მოქალაქეებთან, რომელთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზეც უნდა აშენებულიყო კორპუსები. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ხელშეკრულებათა ნაწილი გაფორმდა თ-ი, მეაღნაგეთა საცხოვრებელ მისამართებზე, ხოლო ხელშეკრულებების ნაწილი - ასევე თ-ი მდებარე კომპანიათა ოფისებში. ვითომდა სამშენებლო მიზნებისთვის, ბ. თ-მ მოახდინა გარკვეულ მოქალაქეთა კუთვნილი სახლების დემონტაჟი, თუმცა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები მათთვის არ გადაუცია. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის, ბ. თ-მ მოქალაქეებთან ხელშეკრულებები გააფორმა იმ პერიოდშიც, როდესაც მის კომპანიებს უკვე გააჩნდა დავალიანებები კონკრეტული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ და ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო მშენებლობები.

2.3. 2013 წლიდან 2020 წლამდე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით მიღების ერთიანი განზრახვით, ბ. თ-მ ხელშეკრულებები გააფორმა შემდეგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან:

2.4. ა. მ-ნ, თ. ფ-ნ, ნ. ფ-ნ, ნ. დ-ნ, მ. ნ-ნ, ხ. ნ-ნ, ე. ნ-ნ, ლ. ვ-ნ, ა. ც-ნ, მ. კ-ნ, ლ. თ-ნ, ი. მ-ნ, მ. კ-ნ, თ. გ-ნ, დ. გ-ნ, ს. გ-ნ, ე. ც-ნ, ნ. გ-ნ, მ. ყ-ნ, ს. უ-ნ, ლ. ჩ-ნ, ქ. გ-ნ, გ. დ-ნ, ი. წ-ნ, მ. გ-ნ, ზ. ბ-ნ, ხ. გ-ნ, კ. ც-ნ, შ. ც-ნ, ნ. გ-ნ, ნ. გ-ნ, ნ. მ-ნ, ზ. ლ-ნ, ა. ა-ნ, ი. მ-ნ, თ. გ-ნ, ნ. კ-ნ, ნ. ს-ნ, რ. ღ-ნ, მ. ა-ნ, ნ. გ-ნ, მ. კ-ნ, ნ. ზ-ნ, ლ. ს-ნ, ნ. ი-ნ, ო. ი-ნ, ნ. გ-ნ, ე. ო-ნ, თ. ჩ-ნ, ი. გ-ნ, მ. ბ-ნ, ზ. ჯ-ნ, მ. მ-ნ, გ. მ-ნ, ნ. კ-ნ, ლ. თ-ნ, ნ. ქ-ნ, ქ. თ-ნ, რ. გ-ნ, ა. ზ-ნ, მ. ჭ-ნ, ი. გ-ნ, მ. ჩ-ნ, ლ. ზ-ნ, ქ. ა-ნ, ლ. ჩ-ნ, უ. ჩ-ნ, გ. ჩ-ნ, ი. ბ-ნ, ო. ბ-ნ, მ. წ-ნ, მ. მ-ნ, თ. ფ-ნ, ნ. ა-ნ, ნ. ქ-ნ, ი. ზ-ნ, ლ. წ-ნ, თ. წ-ნ, ნ. ა-ნ, ლ. ჯ-ნ, ს. წ-ნ, ი. ჭ-ნ, ა. წ-ნ, ე. გ-ნ, ნ. მ-ნ, რ. ფ-ნ, მ. კ-ნ, ე. კ-ნ, თ. ი-ნ, ნ. მ-ნ, მ. ჭ-ნ, გ. თ-ნ, კ. მ-ნ, ს. ყ-ნ, ლ. ჭ-ნ, ი. ჩ-ნ, მ. გ-ნ, ქ. კ-ნ, მ. ჯ-ნ, ა. ქ-ნ, ნ. ბ-ნ, ზ. კ-ნ, ზ. ვ-ნ, მ. ჭ-ნ, ლ. ჩ-ნ, მ. ი-ნ, თ. გ-ნ, რ. მ-ნ, გ. ი-ნ, ლ. ბ-ნ, გ. ა-ნ, თ. ჩ-ნ, მ. გ-ნ, მ. ქ-ნ, თ. ბ-ნ, თ. ჯ-ნ, რ. ა-ნ, თ. კ-ნ, ა. თ-ნ, ლ. ლ-ნ, ნ. ი-ნ, თ. გ-ნ, ც. ჟ-ნ, უ. ნ-ნ, ნ. ნ-ნ, ი. ს-ნ, თ. ა-ნ, ზ. შ-ნ, ნ. ჭ-ნ, კ. დ-ნ, თ. ო-ნ, მ. ო-ნ, დ. შ-ნ, მ. ჟ-ნ, დ. დ-ნ, კ. კ-ნ, ლ. ნ-ნ, მ. წ-ნ, ნ. ლ-ნ, ვ. გ-ნ, ნ. ლ-ნ, ა. ვ-ნ, ნ. ნ-ნ, ხ. შ-ნ, ბ. ჯ-ნ, ა. ა-ნ, ვ. ჩ-ნ, ლ. მ-ნ, მ. ჯ-ნ, დ. წ-ნ, თ. პ-ნ, მ. ო-ნ, მ. ს-ნ, მ. გ-ნ, შ. ლ-ნ, მ. ლ-ნ, ნ. ო-ნ, ნ. გ-ნ, თ. ჯ-ნ, მ. შ-ნ, დ. მ-ნ, ი. მ-ნ, ი. ე-ნ, ქ. შ-ნ, მ. ნ-ნ, გ. გ-ნ, ნ. მ-ნ, ე. მ-ნ, შ. ხ-ნ, ლ. ნ-ნ, მ. გ-ნ, ლ. ნ-ნ, ნ. ს-ნ, დ. ქ-ნ, დ. ჭ-ნ, ზ. ჯ-ნ, მ. დ-ნ, ა. ო-ნ, ქ. ბ-ნ, გ. ლ-ნ, ა. ს-ნ, ს. შ-ნ, ნ. ჯ-ნ, ლ. გ-ნ, ნ. ბ-ნ, ზ. ლ-ნ, გ. გ-ნ, პ. ც-ნ, ნ. ხ-ნ, თ. შ-ნ, მ. ჭ-ნ, ი. ა-ნ, ნ. მ-ნ, დ. ბ-ნ, ნ. ბ-ნ, მ. ა-ნ, მ. გ-ნ, ლ. გ-ნ, ლ. ნ-ნ, ზ. ბ-ნ, ნ. გ-ნ, მ. ბ-ნ, ნ. ხ-ნ, მ. დ-ნ, ჯ. ჭ-ნ, ქ. მ-ნ, ნ. მ-ნ, ლ. ა-ნ, ნ. რ-ნ, პ. ნ-ნ, ვ. ქ-ნ, მ. ო-ნ, ნ. ყ-ნ, ნ. წ-ნ, ჟ. დ-ნ, ჯ. ა-ნ, შ. ჯ-ნ, თ. ხ-ნ, ე. ბ-ნ, თ. ლ-ნ, გ. ყ-ნ, რ. ჯ-ნ, ნ. ჩ-ნ, ვ. ბ-ნ, ა. ა-ნ, ლ. შ-ნ, ა. ჩ-ნ, ლ. კ-ნ, მ. ბ-ნ, ნ. ხ-ნ, მ. რ-ნ, ნ. ვ-ნ, თ. მ-ნ, ქ. ჩ-ნ, ნ. მ-ნ, ს. ხ-ნ, თ. ვ-ნ, ს. ჩ-ნ, გ. ბ-ნ, შ. ხ-ნ, გ. ქ-ნ, გ. ჩ-ნ, ლ. მ-ნ, რ. ბ-ნ, მ. მ-ნ, რ. ც-ნ, ქ. ჭ-ნ, მ. ხ-ნ, თ. ჭ-ნ, მ. მ-ნ, თ. თ-ნ, ს. თ-ნ, ზ. ხ-ნ, ი. ს-ნ, ლ. თ-ნ, ლ. ბ-ნ, ჯ. ფ-ნ, ლ. მ-ნ, გ. ს-ნ, თ. შ-ნ, შ. ც-ნ, მ. ჩ-ნ, გ. ჩ-ნ, ა. ფ-ნ, ნ. შ-ნ, მ. ბ-ნ, ნ. კ-ნ, დ. დ-ნ, ს. ხ-ნ, თ. კ-ნ, დ. კ-ნ, ნ. კ-ნ, ს. ნ-ნ, შპს „ი-ნ“, შპს „კ-ნ“, შპს „დ-ნ“, შპს „ტ-ნ“, შპს „კ-ნ“, შპს „ა-ნ“, შპს „ნ-ნ“ და შპს „ქ-ნ“.

2.5. საბოლოოდ, ნაცვლად ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისა, საქმიანობის პროცესში ბ. თ-ე მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა მიერ გადაცემულ დიდი ოდენობით თანხებს და უძრავ ქონებებს. ამავდროულად, კომპანიის სალაროში შეტანილი ფული მან არ წარმართა დანიშნულებით, მშენებლობის უზრუნველსაყოფად და გამოიყენა პირადი მიზნებისათვის.

2.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. თ-მ მოტყუებით მიიღო დიდი ოდენობით თანხა - 33 530 198,9 ლარი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო ზემოთ ხსენებულ დაზარალებულებს მიადგათ მატერიალური ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განაჩენით:

3.1. მსჯავრდებულ ბ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

3.2. ბ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2021 წლის 4 მარტიდან.

4. კასატორი - ადვოკატი ვ. მ-ი ითხოვს ბ. თ-ს მიმართ შესაბამისი, სამართლიანი და უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას.

4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, დაცვის მხარისათვის გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია მსჯავრდებულისათის 7 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა მაშინ, როდესაც შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებს აგრეთვე ჯარიმას, ხოლო თავისუფლების აღკვეთას კი, 6 წლიდან. დაცვის მხარე ბ. თ-ს დაკავებიდან აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ხელს უწყობდა მის ეფექტიანად წარმართვას. ბ. თ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად უდავოდ ცნო.

4.2. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აგრეთვე აპელირებს, რომ განაჩენში სასჯელის ვადის ათვლა არ უნდა დაწყებულიყო 2021 წლის 5 მარტიდან (ე.ი განაჩენის გამოტანის დღიდან). ამ სისხლის სამართლის საქმეზე თავდაპირველად გამოძიება დაიწყო ნორმით: ....... ამის შემდეგ, ამავე საქმეს გამოეყო ორი ეპიზოდი. გამოყოფილ საქმეზე ბ. თ-ე დააკავეს 2020 წლის 6 აპრილს; აღკვეთის ღონიძიების სახით შეეფარდა - პატიმრობა და დღემდე ფაქტობრივად საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. ამდენად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გაუგებარია, თუ სარეზოლუციო ნაწილში მოსამართლემ რატომ არ მიუთითა, რომ ბ. თ-ს სასჯელის ვადაში პატიმრობაში ყოფნის პერიოდი უნდა ჩათვლოდა.

5. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

5.1. შესაგებლის თანახმად, სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა სასჯელის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების ხერხი და სახე, დამნაშავის პიროვნება და დამოკიდებულება დაზარალებულებთან.

5.2. პროკურორი დაცვის მხარის მეორე არგუმენტზე შესაგებელში უთითებს, რომ სისხლის სამართლის N..... საქმიდან გამოყოფილ N..... საქმეზე (რომლის ფარგლებშიც დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდეს - პატიმრობა ბ. თ-ს), 2020 წლის 22 დეკემბერს ბ. თ-ს მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, რომელშიც მიეთითა, რომ სასჯელის მოხდა დაიწყო დაკავებიდან - 2020 წლის 6 აპრილიდან. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სამართალწარმოება არ იყო დასრულებული, რის გამოც იგი განსახილველ - 2021 წლის 4 მარტის განაჩენში ვერ აისახებოდა.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ ზემოჩამოთვლილ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6.3. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მისი ჩათვლის მართებულობასა და შემსუბუქებასთან. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის ორივე პოზიციას ცალ-ცალკე შეაფასებს:

6.3.1. სასჯელის სამართლიანობა (შემსუბუქების მოთხოვნა):

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის დანარჩენ ნაწილებში განმარტებულია თითოეული ტერმინის შინაარსი; სასჯელთან მიმართებით მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებანი კი მითითებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი პასუხობდეს მის მიზნებსაც: სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის დასახელებული არგუმენტების განხილვის პარალელურად, საკასაციო პალატა თანაბრად იხელმძღვანელებს ბ. თ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, დამამძიმებელი გარემოებებით და შეაფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.

დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებს სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნის კონტექსტში წარმოადგენს: მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, დანაშაულის აღიარება და მონანიება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის დასახელებული გარემოებები მართლაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, თუმცა, კვლავ მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანად მიჩნევისათვის მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებათა შეფასება არ კმარა და მხედველობაშია აგრეთვე მისაღები საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები, ამ შემთხვევაში კი: მოვალეობათა დარღვევის ზომა, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დამოკიდებულება დაზარალებულებთან, კერძოდ:

ბ. თ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან რამდენიმე წლის განმავლობაში ასეულობით ადამიანთან გააფორმა ხელშეკრულებები და ნაცვლად გათვალისწინებული პირობების შესრულებისა, საქმიანობის პროცესში მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა მიერ გადაცემულ დიდი ოდენობით თანხებსა და უძრავ ქონებებს; შესაბამისად, ბ. თ-ს ქმედებამ გავლენა მოახდინა არაერთ ინდივიდზე/დაზარალებულზე, რის გამოც მის მიერ მოვალეობათა დარღვევის ზომა არის მეტად მაღალი; რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბ. თ-მ მოტყუებით მიიღო დიდი ოდენობით თანხა - 33 530 198,9 ლარი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო ზემოთ ხსენებულ დაზარალებულებს მიადგათ მატერიალური ზიანი. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება - 10 000 ლარს ზევით. შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ მიყენებული ზიანი გაცილებით აღემატება კანონმდებლობით დადგენილ, დიდი ოდენობით ზიანის მინიმალურ ზღვარს. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს აუნაზღაურებელი ზიანის ფაქტსაც და საბოლოოდ აღნიშნავს, რომ ყველა ხსენებულ გარემოებასთან ერთად, ადვოკატის მიერ მითითებული შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინების საფუძველზე, ბ. თ-ს სასჯელი დაენიშნა - თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზომასთან მიახლოებული ვადით (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). ამდენად, დანაშაულის აღიარება, მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა უკვე ასახულია კონკრეტული სასჯელის ზომაზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ ბ. თ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და უნდა შეიცვალოს.

6.3.2. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილთან დაკავშირებული კასატორის არგუმენტები:

დაცვის მხარე საჩივარში აგრეთვე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ სარეზოლუციო ნაწილით რატომ არ ჩაეთვალა ბ. თ-ს ამ დრომდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით, 2021 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორის მიერ გაცხადებული პოზიციითა და საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარის შესაგებლით არის დადგენილი, ბ. თ-ე 2020 წლის 6 აპრილს დააკავეს არა მოცემული, ე.ი. საკასაციო სასამართლოს მიერ ამჟამად განსახილველი სისხლის სამართლის საქმის, არამედ გამოყოფილი, სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. თავად დაცვის მხარეც საკასაციო საჩივარში ერთმნიშვნელოვნად უთითებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოყოფილ საქმეზე დააკავეს - 2020 წლის 6 აპრილს, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა - პატიმრობა.

2020 წლის 26 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ დადგენილებაში (ტ. 56, ს.ფ. 363-365) მითითებულია, რომ ბ. თ-ს 2020 წლის 7 აპრილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენისათვის და იმავე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა - პატიმრობა. ამ დამოუკიდებელ ორ ეპიზოდში საქმე უკვე ამოწურული იყო და არსებითად უნდა წარმართულიყო სასამართლოში. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ბ. თ-ს ანალოგიური ხერხით, ათეულობით სხვა მოქალაქისათვის თანხები ჰქონდა გამორთმეული, რა ნაწილშიც მიმდინარეობდა გამოძიება და ჩასატარებელი იყო რიგი მოქმედებები; შესაბამისად, ზემოაღნიშნული ორი, დამოუკიდებელეპიზოდიანი საქმე წარიმართა ცალკე და იგი გამოიყო ცალკე წარმოებად.

ამდენად, ათვლის საწყისად 2020 წლის 6 აპრილი (ე.ი დაკავების დღე, რომელზეც დაცვის მხარე აპელირებს) მითითებულია იმ სხვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენში (ე.ი ორ ეპიზოდად წარდგენილი ბრალდების საქმის ფარგლებში).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბ.თ-ე დაკავებული არ ყოფილა და აღკვეთის ღონისძიება მას არ შეფარდებია (პროკურორის შუამდგომლობა შეეხებოდა მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრას, ტ. 59, ს.ფ. 139-145). შესაბამისად, თბილისის საპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ათვლის წერტილად ამ შემთხვევაში უნდა განსაზღვრულიყო განაჩენის გამოტანის დღე, მაშასადამე - 2021 წლის 4 მარტი.

რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის საკითხს, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სხვა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენთან დაკავშირებით სამართალწარმოება იმ დროისთვის დასრულებული არ იყო, შესაბამისად, სასამართლო იმ ეტაპზე განაჩენთა ერთობლიობაზე ვერ იმსჯელებდა.

საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, დაცვის მხარეს კვლავ მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად, „თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.“ ამდენად, ერთი პირის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენის არსებობის შემთხვევა კანონმდებლობით მოწესრიგებულია.

6.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

6.5. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი