საქმე # 330100119003326443
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №18აპ-21 ქ. თბილისი
ა–ი ა., 18აპ-21 14 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ფ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. ა–სათვის შეფარდებული სასჯელის არასაპატიმრო სასჯელით - ჯარიმით შეცვლას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განაჩენით ა. ა–ი, - დაბადებული 2... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 27 თებერვლიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 19 მაისიდან იმავე წლის 17 ოქტომბრამდე, ზუსტი დრო დაუდგენელია, ა. ა–მ უკანონოდ გადმოკვეთა ..........ის სახელმწიფო საზღვარი და ........დან შემოვიდა .........ში.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა ა. ა–სათვის არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის დაკისრებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული მომართვის თანახმად, მსჯავრდებული ა. ა–ი გასამართლებულია ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განაჩენით და მას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეეფარდა ჯარიმა - 800 ლარი. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. კასატორი ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, მისი ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, და მსჯავრდებულ ა. ა–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. შესაბამისად, არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე