საქმე # 010141221004273396
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№3571-21 27 მაისი, 2021 წელი
კ–ე რ., 3571-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით რ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. კ–ს სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 17 ივლისიდან.
რ. კ–ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
რ. კ–ე საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
რ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ” ქვეპუნქტებით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ. კ–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით რ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით რ. კ–ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადა აეთვალა 2018 წლის 17 ივლისიდან.
4. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. კ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
7. მსჯავრდებულმა რ. კ–მ საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, მე-11 ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე 2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. განსახილველ საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულ რ. კ–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის - კ. კ–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც, დაზარალებული შერიგებულია რ. კ–სთან და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
4. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული რ. კ–ე სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელის (1 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოხდისაგან გათავისუფლდება.
5. რაც შეეხება იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მსჯავრდებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ მუხლებზე რაიმე შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. კ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული რ. კ–ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელის (1 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოხდისაგან;
4. განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე