Facebook Twitter

საქმე # 330141221004286858

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№4101-21 30 სექტემბერი, 2021 წელი

კ-ი ლ, 4101-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-ს საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება.

1.1. ლ. კ-ი, - დაბადებული .... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ი-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ე-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „4-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ლ-ოს“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „მ-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ახალი ფ-ს“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ქ-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ-ოს“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს „მისო კ-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს „მ-ის“ ეპიზოდი) და მიესაჯა:

· სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-ის“ ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით;

· 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ი-ის“ ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით;

· 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ე-ის“ ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით;

· 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „4 -ს“ ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით;

· 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ლ-ოს“ ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით;

· 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „მ-ის“ ეპიზოდი) - - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით;

· 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ახალი ფ-ს“ ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით;

· 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ქ-იას“ ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით;

· 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ-ს“ ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით;

· 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს „მისო კ-ის“ ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით;

· 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს „მ-ის“ ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი, ხოლო მკაცრმა სასჯელმა - ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მხულების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 9 თვე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 28 მარტიდან.

2. 2021 წლის 13 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - კ-ს პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ლ. კ-ს პირადი საქმე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. კ-ის მიმართ გავრცელდა,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

3.1. მსჯავრდებულ ლ. კ-ს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ი-ის“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 თვე და 15 დღე განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო 1 წელი, 10 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით.

3.2. მსჯავრდებულ ლ. კ-ს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ე-ს კრედიტის“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 თვე და 15 დღე განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო 1 წელი, 10 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით.

3.3. მსჯავრდებულ ლ. კ-ს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „4-ს“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 თვე და 15 დღე განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო 1 წელი, 10 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით.

3.4. მსჯავრდებულ ლ. კ-ს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ლ-ს“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 თვე და 15 დღე განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო 1 წელი, 10 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით.

3.5. მსჯავრდებულ ლ. კ-ს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „მ-ის“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 თვე და 15 დღე განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო 1 წელი, 10 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით.

3.6. მსჯავრდებულ ლ. კ-ს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ა-ს“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 თვე და 15 დღე განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო 1 წელი, 10 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით.

3.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ქ-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ-ს“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს „კ-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს „მ-ის“ ეპიზოდი) ლ. კ-ის დანიშნული სასჯელები დარჩა უცვლელად.

3.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ლ. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 9 თვე განესაზღვრა რეალურად მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად იმავე გამოსაცდელი ვადით. სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. კ-ა საჩივრებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

5. მსჯავრდებულმა ლ. კ-ა საჩივრებით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-ს“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ქ-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ-ს“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს „კ-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს „მ-ის“ ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელებზე ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“; ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.

3. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას და აღნიშნავს, რომ არც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა და არც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს სასამართლოს უფლებას ან/და ვალდებულებას საკუთარი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულება (მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული მხარის პოზიციის დამადასტურებელი და, ასევე, მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ დოკუმენტაცია).

4. მსჯავრდებულ ლ. კ-ს ინტერესების დამცველს, ადვოკატ ვ. დ-ს ეცნობა, რომ მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებისთვის კასატორს შემჭიდროვებულ ვადებში ჰქონდა შესაძლებლობა, წარმოედგინა დაზარალებული იურიდიული პირის თანხმობა და მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული რაიმე მასალა (იხ. სატელეფონო გასაუბრების ოქმი).

5. ვინაიდან არ არის წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე - დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რაც წარმოადგენს ლ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს „კ-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს „მ-ს“ ეპიზოდი) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ქ-ის“ ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ-ოს“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების განახევრების საფუძველს (მაგ.იხ.სუსგ №626აპ-20; 341-21; 3621-21). საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულ ლ. კ-ის მიმართ გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 და მე-6 მუხლები.

6. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დაზარალებული იურიდიული პირი რეორგანიზებული ან ლიკვიდირებულია და, შესაბამისად, არ არსებობს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენების საფუძველი, რომლის თანახმად, თუ დაზარალებული იურიდიული პირი ლიკვიდირებულია, ამავე კანონის მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. კ-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი