საქმე # 330141221004284942
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №413I-21 თბილისი
ი-ი ლ-ი, 413I-21 30 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ-ი ი-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 20 იანვარს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ლ-ი ი-ის პირადი საქმე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 მაისის განაჩენით ლ-ი, - დაბადებული .... წლის .... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სს ,,თ-ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სს ,,ს-ის’’ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ქ-ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,მ-ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით; საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 2 000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2 000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სს ,,ს-ს’’ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-ი ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის 2020 წლის 2 ივლისის განაჩენით:
ლ-ი ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ლ-ი ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 7 (შვიდი) წლით შთანთქა ახალი განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით და საბოლოოდ ლ-ი ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის განჩინების თანახმად:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 2 ივლისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
8. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ-ი ი-ა, რომელმაც ითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება;
9. საჩივრის თანახმად, სასამართლო უნდა ყოფილიყო უფრო ლოიალური; ბანკის წერილიდან გამომდინარე, ზიანი მას ანაზღაურებული აქვს, თუმცა, პოზიცია ამნისტიის კანონის გავრცელებაზე არ დაუფიქსირებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისის განაჩენით ლ-ი ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), სსკ-ის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით; ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განაჩენით ლ-ი ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
4. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 157-ე და სსკ-ის 284-ე მუხლებს, მათზე ზემოაღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
5. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით:
2021 წლის 5 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში შესული განცხადების თანახმად, ლ-ი ი-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისის განაჩენი) დაზარალებულ შპს ,,მ-ას“ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ აქვს;
2021 წლის 17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში შესული განცხადების თანახმად, ლ-ი ი-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისის განაჩენი) დაზარალებულ სს ,,თ-ს“ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ აქვს და მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი;
2021 წლის 9 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში შესული განცხადების თანახმად, ლ-ი ი-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისის განაჩენი) დაზარალებულ სს ,,ს-ს“ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურებული აქვს, თუმცა მსჯავრდებულის მიმართ
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით, პოზიცია არ დააფიქსირა (სასამართლოს მიმართვაში არსებული შეკითხვის მიუხედავად);
ამასთან, ლ-ი ი-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისის განაჩენი) დაზარალებულ შპს „მ-ს,“ მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით, პოზიცია ამ დრომდე წარმოდგენილი არ აქვს.
2021 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში შესული განცხადების თანახმად, ლ-ი ი-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განაჩენი) დაზარალებულ მ. მ-ს ზიანი ანაზღაურებული არ აქვს და იგი თანხმობას აცხადებს მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ მ. მ-ს განცხადება არც ნოტარიულად არის დამოწმებული და არც პირადი მონაცემების დოკუმენტის ასლი ახლავს თან.
6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ-ი ი-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ-ი ი-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი