Facebook Twitter

საქმე # 010100119002970969

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №159აპ-21 ქ. თბილისი

ბ–ე რ., 159აპ-21 13 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), რ. ბ–ს - საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ნ. ო–ს - სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და მათ მიმართ მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან; მსჯავრდებულების მიმართ ბრალდებით წარდგენილი კვალიფიკაციები იყო სწორი და შეესაბამებოდა მსჯავრდებულების მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს, შესაბამისად, სასამართლომ მათი ქმედებები არასწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლზე.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ბ–ს, რ. ბ–ს და ნ. ო–ს ბრალი დაედოთ გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში ჯგუფურად, რასაც ერთვოდა დაზარალებულების მიმართ ძალადობის გამოყენება და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა; რ. ბ–სა და ნ. ო–ს ასევე გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც ერთვოდა დაზარალებულების მიმართ ძალადობის გამოყენება და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა.

რ. ბ–ს, რ. ბ–სა და ნ. ო–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 29 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. ბ.....ში, ..........ის ქუჩის N...-ში მდებარე რესტორან ,,.......ში“, იქვე მომუშავე რ. ბ–მ და რ. ბ–მ ჯგუფურად თ..........ის რესპუბლიკის მოქალაქეების - ს. ჰ–ს და ნ. ბ–ს მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით ჩაიდინეს ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ: აღნიშნული პირები სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს - 3700 ლარის გადახდას. მუქარისა და ძალადობის შედეგად მათ დაზარალებულს გადაახდევინეს 6500 ლარი.

- 2019 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბ............ში, ..........ის ქუჩის N..-ში მდებარე რესტორან ,,..........ში“, იქვე მომუშავე რ. ბ–მ და ნ. ო–მ, ჯგუფურად .........ის რესპუბლიკის მოქალაქეების - ჰ. მ–ს და მ. უ. ა–ის მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით ჩაიდინეს ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ: აღნიშნული პირები სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს - 2100 ლარის გადახდას. მუქარისა და ძალადობის შედეგად ჰ. მ–სა და მ. უ. ა–ს რ. ბ–მ და ნ. ო–მ გადაახდევინეს 4994 ლარი.

- 2019 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბ............ში, ...........ის ქუჩის N...-ში მდებარე რესტორან ,,............ში“, იქვე მომუშავე რ. ბ–მ და ნ. ო–მ, ჯგუფურად ...........ის რესპუბლიკის მოქალაქის ე. ა–ს მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით ჩაიდინეს ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ: აღნიშნული პირები სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს - 2330 ლარის გადახდას. მუქარისა და ძალადობის შედეგად, დაზარალებულ ე. ა–ს რ. ბ–მ და ნ. ო–მ გადაახდევინეს 100 ლარი, რის შედეგადაც მათი დანაშაულებრივი ქმედება პოლიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს.

- 2019 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბ.............ში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე რესტორან ,,........ში“, იქვე მომუშავე რ. ბ–მ და ნ. ო–მ, ჯგუფურად ...........ის რესპუბლიკის მოქალაქეების - ი. მ–ს და ფ. მ–ს მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით ჩაიდინეს ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ: აღნიშნული პირები სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს - 2700 ლარის გადახდას, ხოლო მუქარისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულს გადაახდევინეს 2393 ლარი.

- 2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, ქ. ბ.....ში, ...........ის გზატკეცილი N...-ში მდებარე დისკოკლუბ ,,......ში“ იქვე მომუშავე რ. ბ–მ ............ის რესპუბლიკის მოქალაქეების - ო. დ–ის, მ. ს–სა და ი. თ–ს მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით ჩაიდინა ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ: რ. ბ–ე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდა თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს - 2660 ლარის გადახდას. მუქარისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულებს - ო. დ–ის, მ. ს–ისა და ი. თ–ის რ. ბ–მ გადაახდევინა - 1635 ლარი.

- 2018 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ბ............ში, .........ის ქუჩის N...-ში მდებარე რესტორან „...................“, იქვე მომუშავე რ. ბ–მ ................№ ის მოქალაქეების - მ. მ–ს და ე. ქ–ს მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით ჩაიდინეს ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ: რ. ბ–ე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდა თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს - 2200 ლარის გადახდას. მუქარისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულებს - მაჰირ მუსაევსა და ელვინ ქაზიმოვს რ. ბ–მ გადაახდევინა დაახლოებით - 1718 ლარი.

- 2019 წლის 5 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბ.........ში, ............ის ქუჩა N...-ში მდებარე ღამის კლუბ ,,.....ში“ მომუშავე ნ. ო–მ ...........ის რესპუბლიკის მოქალაქის - ს. ო–ს მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით, ჩაიდინა ძალადობის გამოყენების მუქარა, კერძოდ: ნ. ო–ი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდა თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს - 2150 ლარის გადახდას. მუქარისა და ძალადობის შედეგად დაზარალებულს ნ. ო–მ გადაახდევინა - 669 ლარი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:

3.1. რ. ბ–ს, - დაბადებულის 19.. წელს, - მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2018 წლის 29 ნოემბრის - ს. ჰ–სა და ნ. ბ–ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

რ. ბ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

რ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 21 თებერვლის - ჰ. მ–ს და მ. უ. ა–ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

რ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით.

რ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 21 თებერვლის - ე. ა–ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

რ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით.

რ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 23 თებერვლის - ი. მ–სა და ფ. მ–ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’ ’ქვეპუნქტზე.

რ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით.

რ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2018 წლის 12 მაისის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

რ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

რ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2018 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

რ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ბ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით.

გაუქმდა მსჯავრდებულ რ. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

მსჯავრდებულ რ. ბ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2019 წლის 13 მარტიდან.

3.2. რ. ბ–ს, - დაბადებულის 1983 წელს, - მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2018 წლის 29 ნოემბრის - ს. ჰ–სა და ნ. ბ–ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

რ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

გაუქმდა მსჯავრდებულ რ. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

მსჯავრდებულ რ. ბ–ეს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2019 წლის 13 მარტიდან.

3.3. ნ. ო–ს, - დაბადებულის 19.. წელს, - მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 21 თებერვლის - ჰ. მ–ს და მ. უ. ა–ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

ნ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

ნ. ო–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 21 თებერვლის - ე. ა–ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

ნ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

ნ. ო–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 23 თებერვლის - ი. მ–სა და ფ. მ–ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

ნ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

ნ. ო–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2019 წლის 5 მარტის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ნ. ო–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

გაუქმდა ნ. ო–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

მსჯავრდებულ ნ. ო–ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2019 წლის 13 მარტიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), რ. ბ–ს - საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ. ო–ს - სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და მათ მიმართ მკაცრი სასჯელების განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც რ. ბ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), რ. ბ–ს - საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ. ო–ს - სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა, შესაბამისად: რ. ბ–ს ქმედებები საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილსა (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე (სამი ეპიზოდი), რ. ბ–ს - საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო ნ. ო–ს - საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ერთი ეპიზოდი) და სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე (სამი ეპიზოდი), რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა ქმედებები პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად შეაფასეს და, შესაბამისად, მათი მსჯავრდება არის კანონიერი, კერძოდ: საქმეზე წარმოდგენილი და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულთა და დაზარალებულთა შორის დავის საფუძველს წარმოადგენდა კვების ობიექტების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების რაოდენობა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მხარეთა პრეტენზიები. მსჯავრდებულები კატეგორიულად მოითხოვდნენ დაზარალებულებისგან გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, ხოლო ანაზღაურების ოდენობას ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ, რა დროსაც მსჯავრდებულების - რ. ბ–ს, რ. ბ–სა და ნ. ო–ს ქმედებები, მიმართული დაზარალებულთა მიმართ კლუბის მიერ გაწეული დანახარჯის ამოღებისკენ, გადაიზარდა ძალადობის გამოყენების მუქარაში იმ მიზნით, რომ დაზარალებულები ეიძულებინათ, გადაეხადათ მომსახურების ღირებულება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია არა გამოძალვის, არამედ - იძულების დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი