Facebook Twitter

საქმე # 330141221004276246

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №388I-21 თბილისი

ჩ. გ., 388I -21 8 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით გ. ჩ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა - 300 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელების შეჯამებისას განესაზღვრა - 300 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და ჯარიმა - 700 ლარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით გ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელების შეჯამებისას განესაზღვრა ჯარიმა - 700 ლარი. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით გ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და დამატებით სასჯელებად შეეფარდა - 1000 ლარი ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 80 საათით; დანაშაულთა ერთობლიობისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელებად შეეფარდა - 1000 ლარი ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 80 საათით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით:

ü გ. ჩ. გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და დამატებითი სასჯელის - 300 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან.

ü გ. ჩ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად. მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ჩ-მ, რომელიც ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დადგენილ პირობით მსჯავრზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ. ჩ-ს მიმართ მართებულად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და, ერთი მხრივ, ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, იგი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ასევე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელისაგან და აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).

3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის შეფარდებულ სასჯელებზე, ვინაიდან არცერთი ზემოაღნიშნული დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით არ არის გათვალისწინებული.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის განჩინება დარჩეს უცლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი