Facebook Twitter

საქმე # 180100119003111950

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1014აპ-19 ქ. თბილისი

წ. თ., 1014აპ-19 14 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. წ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ი. ხ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით ყაზარაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

დამტკიცდა პროკურორსა და თ. წ–ს შორის 2018 წლის 16 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება;

თ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ფ–ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად 3 წლით ჩამოერთვა საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება;

თ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თ–ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, თ. წ–ს დამატებით სასჯელად 3 წლით ჩამოერთვა საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, თ. წ–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი და დამატებით სასჯელად 3 წლით ჩამოერთვა საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება;

თ. წ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტის ჩამორთმევის შესახებ გაუქმდა;

გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ქონებაზე და ანგარიშებზე დადებული ყადაღა:

1. უძრავ ქონებებზე:

1.1) ქ. თ–ი, ....... ქუჩა N.., ავტოსადგომი; ფართობი - 15 კვ.მ; საკადასტრო კოდით: .......... თ. წ–ს (პ/ნ .;.....) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე;

1.2) ქ. თ–ი, ........ის ქუჩა N..; ფართობი - 48 კვ.მ; საკ. კოდი: ...... თ. წ–ს (პ/ნ ...........) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებზე;

1.3) ქ. თ–ი, ..........ის ქუჩა N..; ფართობი - .. კვ.მ; საკ. კოდი: .......... თ. წ–ს (პ/ნ ....) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე;

1.4) ქ.თ–ი, ინტენსიფიკაციის ქუჩაზე, ......ის დასახლების მე-.. მ/რ-ის ჩრდილოეთით/ქ.თ–ი, ქუჩა ინტენსიფიკაცია, ......ის დასახლების მე-.. მ/რ-ის ჩრდილოეთით. ...., არასასოფლო-სამეურნეო ფართი (მშენებარე) - .... კვ.მ. საკადასტრო კოდი: ........ თ. წ–ს (პ/ნ ..........) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე;

1.5) ქ. თ–ი, ....., .....ს მეურნეობა, სასაოფლო-სამეურნეო ფართი 359 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ....... თ. წ–ს (პ/ნ .......) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე;

1.6) თ. წ–ს (პ/ნ .......) სახელზე რეგისტრირებულ „.....“ მარკისა და მოდელის ავტომანქანას, სახ. ნომრით ......;

2) შპს „ს-ს“ სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ მოძრავ ქონებებზე:

2.1) „........“ მარკისა და მოდელის მისაბმელი, სახ. ნომრით .....;

2.2) „.....“ მარკისა და მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით .......) „.....“ მარკისა და მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით ........; 2.4) „.......“ მარკისა და მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით .........; 2.5) „......“ მარკისა და მოდელის მისაბმელი, სახ. ნომრით .......;

2.6) „..........“ მარკისა და მოდელის თვითმცლელი ავტომანქანა, სახ. ნომრით ........;

2.7) „.......“ მარკისა და მოდელის ექსკავატორი, სახ. ნომრით ......;

2.8) „MAZ9397“ მარკისა და მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით .....; 2.9) „.......“ მარკისა და მოდელის ამწეკრანი, სახ. ნომრით ...... (მისი ღირებულება შეადგენს დაახლოებით 40 000 აშშ დოლარს);

2.10) „...........“ მარკისა და მოდელის ამწეკრანი, სახ. ნომრით ......;

2.11) „..........“ მარკისა და მოდელის რამა, სახ. ნომრით ..........;

2.12) „...........“ მარკისა და მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით: .........;

2.13) „............“ მარკისა და მოდელის ოთხ ხიდიანი სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით ..........;

2.14) „.............“ მარკისა და მოდელის მსუბუქი ავტომანქანა, სახ. ნომრით .......;

2.15) „.............“ მარკისა და მოდელის კომპრესორი, სახ. ნომრით .......;

2.16) „..........“ მარკისა და მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით .........;

2.17) „..........“ მარკისა და მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით ........ (მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 30 000 აშშ დოლარს);

2.18) „...........“ მარკისა და მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით ........;

2.19) „..........“ მარკისა და მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: ........, (ეს უკანასკნელი 2013 წლის 03 აპრილიდან სს „............. ბანკის“ სასარგებლოდ დატვირთულია 300 000 ლარის ოდენობით გირავნობით);

2.20) „............“ მარკისა და მოდელის მისაბმელი, სახ. ნომრით ..........;

2.21) „.............“ მარკისა და მოდელის ავტომანქანა, სახ. ნომრით ...........;

2.22) „............“ მარკისა და მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით ...........;

2.23) „..........“ მარკისა და მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით ..........) „..........“ მარკისა და მოდელის სატვირთო ავტომანქანა, სახ. ნომრით .........;

2.25) „.......“ მარკისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით ........;

3) თ. წ–ს (პ/ნ ...........) სს „..... ბანკში“ გახსნილ შემდეგ ანგარიშებზე :

3.1) ............ (GEL);

3.2) ............ (EUR);

3.3) ............ (USD);

3.4) ........... (GEL);

3.5) ............ (GEL);

4) თ. წ–ს (პ/ნ ............) სს „........ ბანკში“ გახსნილ შემდეგ ანგარიშებზე:

4.1) ............ (GEL);

4.2) ...............(EUR);

4.3) .............. (USD);

5) მ. წ-ს (პ/ნ .........) სს „......... ბანკში“ გახსნილ შემდეგ ანგარიშებზე:

5.1) ......... (GEL);

5.2) ......... (EUR);

5.3) ......... (USD);

6) შპს ,,ს- ს“ (ს/ნ ........) სს „...... ბანკში“ გახსნილ ანგარიშებზე:

6.1) ........... (GEL);

6.2)........... (GEL);

6.3) .......... (USD);

6.4) ......... (EUR);

6.5) .......... (RUB);

6.6) .......... (GEL);

7) შპს "ს-ს“ (ს/ნ ........) სს „..........ოს ბანკში გახსნილ ანგარიშებზე:

7.1) ........... (GEL);

7.2) ............ (GEL);

გაუქმდა გირაოს უზრუნველსაყოფად ვ. ე–ს (პირადი №........) კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მდებარე თ–ი, ........ის ქ. №..., 65,08 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდი ..........) 200 000 (ორასი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა;

გაუქმდა გირაოს უზრუნველსაყოფად გ. ფ–ს (პირადი №.......) კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მდებარე, ........ს რაიონი, დაბა ...........ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით, საკადასტრო კოდი ...........) 100 000 (ასი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა;

თ. წ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 17 ნოემბრიდან 2015 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით და 2016 წლის 3 თებერვლიდან 2016 წლის 17 ივნისის ჩათვლით;

თ. წ–ს საპროცესო შეთანხმების პირობად განესაზღვრა სახელმწიფოსათვის, ქალაქ თ–ს მუნიციპალიტეტის მერიის სახით მიყენებული - 1 526 437 ლარის ოდენობის ზიანის 4 წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურება, შემდეგი გრაფიკით: განაჩენის გამოტანის დღიდან ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აანაზღაუროს 381 609,25 – 381 609,25 ლარი და სახელმწიფოსათვის, ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის სახით მიყენებული - 500 112,99 ლარის ოდენობის ზიანის 4 წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურება, შემდეგი გრაფიკით: განაჩენის გამოტანის ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აანაზღაუროს 125 028,25 - 125 028,25 ლარი;

2. სასამართლომ დაადგინა, რომ თ. წ–ს მსჯავრი დაედო მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 31 დეკემბერს, ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „..........“ (ს/ნ ............) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ,,ქ. თ–ში, ......ის დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარის და ...........ის სარეკონსტრუქციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა“, ღირებულებით - 4 462 000 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოთა მიწოდების ვადა მოიცავდა ხელშეკრულების დადებიდან 400 კალენდარულ დღეს (2016 წლის 04 თებერვლამდე პერიოდს). ხელშეკრულების შესაბამისად შპს „............“ ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის მერიისაგან ჩაერიცხა საერთო ჯამში - 1 911 325 ლარი. ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის მერიისათვის შპს „............“ 2015 წლის 9 მარტიდან 2015 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საერთო ჯამში წარდგენილი აქვს შესრულებულ სამუშაოთა 7 აქტი - ფორმა N..-ები, რომელთა თანახმად ხსენებულ იურიდიულ პირს შესრულებულად ნაჩვენები აქვს ჯამში - 384 888 ლარის სამუშაო.

თ. წ.მ იყო რა შპს „............“ დამფუძნებელი, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „...........“ შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ნაწილი - 1 526 437 ლარი და აღნიშნული თანხით არ განახორციელა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რის გამოც (მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო), 2014 წლის 31 დეკემბერის ხელშეკრულება დამკვეთის მიერ შეწყდა 2015 წლის 10 სექტემბრიდან.

ასევე, 2014 წლის 3 დეკემბერს, ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ქ. ......ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „.............“ (ს/ნ ..........) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა „ქ. ........ში, სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა“, ღირებულებით - 1 687 399 ლარი (2015 წლის 26 მაისს შეტანილი ცვლილებით სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა - 1 848 695,61 ლარის ოდენობით). აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოთა მიწოდების ვადა მოიცავდა ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 1 ივნისის ჩათვლით პერიოდს (2014 წლის 29 მაისის შეთანხმების საფუძველზე ობიექტის მიწოდების ვადა გაგრძელებული იქნა 2015 წლის 1 სექტემბრამდე). 2014 წლის 26 დეკემბერს სს „.......... ბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე შპს „............“ ქალაქ ......ს მუნიციპალიტეტის მერიისგან, ზემოთ მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, ავანსის სახით, ჩაერიცხა თანხა - 700 000 ლარის ოდენობით. 2015 წლის 20 აპრილის, ამავე წლის 1 ივნისისა და 7 ივლისის შპს „.............“ მიერ ქ. ფ–ს მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენილი იქნა შესრულებული სამუშაოების აქტები - ფორმა N..-ები, რომელთა თანახმად ფირმას შესრულებული აქვს ჯამში სულ 472 840,64 ლარის სამუშაო (რეალურად შესრულებულ სამუშაოთა და სამშენებლო მასალათა ღირებულება შეადგენდა 483 573,39 ლარს). ზემოხსენებული შესრულებული სამუშაოს თანხა, სათანადო დაკავებების შემდეგ (ავანსის, სამუშაოთა ხარისხის დაცვის), 283 686,38 ლარის ოდენობით ქალაქ .....ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩაირიცხა აღნიშნული იურიდიული პირის სს „.... ბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე. შესაბამისად, ქ. ....ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „...........“ შესაბამის ანგარიშზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად სულ ჩარიცხული აქვს ჯამში - 983 686,38 ლარი.

თ. წ. იყო შპს „..............“ დამფუძნებელი, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა ქ. .....ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „...........“ შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ნაწილი - 500 112,99 ლარი და აღნიშნული თანხით არ განახორციელა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რის გამოც (მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო), 2014 წლის 3 დეკემბრის ხელშეკრულება, დამკვეთის მიერ შეწყდა 2015 წლის 27 აგვისტოდან.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი 2019 წლის 13 ივნისს სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით ყაზარაშვილმა და მოითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენის გაუქმება, რადგან მსჯავრდებულმა თ. წ.მ დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა. კერძოდ, გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად ვადაში არ უზრუნველყო: სახელმწიფოსათვის, ქალაქ ........ს მუნიციპალიტეტის მერიის სახით მიყენებული ზიანის - 1 526 437 ლარის, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დღიდან ერთ წელში ასანაზღაურებელი ნაწილის - 381 609.25 ლარის და სახელმწიფოსათვის, ქალაქ ......ს მუნიციპალიტეტის მერიის სახით მიყენებული ზიანის - 500 112,99 ლარის, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დღიდან ერთ წელში ასანაზღაურებელი ნაწილის - 125 028.25 ლარის ანაზღაურება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით ყაზარაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ თ. წ–ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ თ. წ–ს მიმართ დაუბრუნდა პროკურორს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. წ–ს ადვოკატმა ი. ხ–მა, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების ძალაში დატოვება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით, სადაც მითითებულია, რომ მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების პირობის დარღვევის შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია და არა ვალდებულია მოითხოვოს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, ამასთან არ არის მითითება, რომ სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს პროკურორის მითითებული საჩივარი.

კასატორი ასევე უთითებს, რომ თ. წ.მ 100 000 ლარი შეიტანა სახელმწიფოს ანგარიშზე, თუმცა ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულს არ განემარტა თუ სად უნდა შეეტანა თანხა და რა პროცედურის დაცვით, მითითებული თანხა აითვისა საგადასახადო სამსახურმა, რის გამოც არ აისახა თ. წ–ს ვალდებულების შესრულების გრაფიკში; ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ თ. წ. დასაქმდა ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში, მისი ხელფასი კი სრულად მიმართული იქნებოდა მასზე დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა.

7. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით დადგენილია, რომ დამტკიცდა პროკურორსა და თ. წ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება; ამასთან, საპროცესო შეთანხმების დადებისას განისაზღვრა კონკრეტული პირობა კონკრეტული ვადით. კერძოდ, თ. წ–ს საპროცესო შეთანხმების პირობად დაეკისრა ვალდებულება - სახელმწიფოსათვის, ქალაქ ........ს მუნიციპალიტეტის მერიის სახით მიყენებული - 1 526 437 ლარის ოდენობის ზიანის 4 წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურება, შემდეგი გრაფიკით: განაჩენის გამოტანის დღიდან ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აანაზღაუროს 381 609,25 – 381 609,25 ლარი და სახელმწიფოსათვის, ქალაქ ....ს მუნიციპალიტეტის მერიის სახით მიყენებული - 500 112,99 ლარის ოდენობის ზიანის 4 წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურება, შემდეგი გრაფიკით: განაჩენის გამოტანის ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აანაზღაუროს 125 028,25 - 125 028,25 ლარი.

8. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თ. წ.მ არ აანაზღაურა დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი, კერძოდ, საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში - პირველ წელში ასანაზღაურებელი წილი - ქალაქ ....ს მუნიციპალიტეტის მერიის შემთხვევაში - 381 609.25 ლარი, ხოლო ქალაქ ......ს მუნიციპალიტეტის მერიის შემთხვევაში - 125 028.25 ლარი.

9. საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

10. მოცემულ შემთხვევაში მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თ. წ–ს საპროცესო შეთანხმების პირობად განესაზღვრა - სახელმწიფოსათვის, ქალაქ ......ს მუნიციპალიტეტის მერიის სახით მიყენებული - 1 526 437 ლარის ოდენობის ზიანის 4 წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურება, შემდეგი გრაფიკით: განაჩენის გამოტანის დღიდან ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აანაზღაუროს 381 609,25 - 381 609,25 ლარი და სახელმწიფოსათვის, ქალაქ ......ს მუნიციპალიტეტის მერიის სახით მიყენებული - 500 112,99 ლარის ოდენობის ზიანის 4 წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურება, შემდეგი გრაფიკით: განაჩენის გამოტანის ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აანაზღაუროს 125 028,25 - 125 028,25 ლარი. შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების პირობა დაირღვეოდა თუ 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით არ მოხდებოდა დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის იმ წილის ანაზღაურება, რაც გათვალისწინებული იყო საპროცესო შეთანხმებით.

11. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება (საპროცესო შეთანხმების დადების ოქმი, შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ და ბრალდებულის წერილობითი განცხადება საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, 2018 წლის 16 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი), რომ თ. წ–სათვის ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმების პირობები, სურდა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მიღწეული პირობებით და აცნობიერებდა - საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგს.

12. აღნიშნულის მიუხედავად, მსჯავრდებულმა თ. წ–მ დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა და არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება - განაჩენის გამოტანის დღიდან 4 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აენაზღაურებინა - 381 609,25 ლარი (საერთო ჯამში 1 526 437 ლარი) სახელმწიფოსთვის, ქალაქ .........ს მუნიციპალიტეტის მერიის სახით, ხოლო განაჩენის გამოტანის დღიდან 4 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში - 125 028,25 ლარი (საერთო ჯამში 500 112,99 ლარი) სახელმწიფოსთვის, ქალაქ ......ს მუნიციპალიტეტის მერიის სახით.

13. საქმეში წარმოდგენილი ქ. ........ს მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 28 მაისის წერილის თანახმად, თ. წ–ს 2019 წლის 28 მაისის მდგომარეობით ქ. .......ს მუნიციპალიტეტის ანგარიშზე არ შეუტანია თანხა. ასევე არ დასტურდება თ. წ–ს მიერ 2018 წლის 16 მაისის განაჩენის გამოტანის დღიდან 1 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის - 381 609,25 ლარის ჩარიცხვა ქ. ......ს მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში.

14.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ მსჯავრდებულის მხრიდან ვალდებულება ვერ შესრულდა, შეცდომის გამო, რადგან, თ. წ–ს მხრიდან თანხა - 100 000 ლარი გადაირიცხა არასწორ ანგარიშზე.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა საპროცესო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ შესრულების მცდელობას. კერძოდ, 100 000 ლარის ფარგლებში, მაშინ, როდესაც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების თანახმად, თ. წ–ს პირველ ეტაპზე (2019 წლის 16 მაისის ჩათვლით პერიოდში) უნდა აენაზღაურებინა ქალაქ .......ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის - 381 609,25 ლარი, ხოლო ქალაქ ........ს მუნიციპალიტეტის მერიისათვის - 125 028,25 ლარი.

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ პროკურორის მიერ დაცულია საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა.

17. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების პირობის დარღვევა წარმოადგენს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების საფუძველს (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N184აპ-21, განჩინება საქმეზე N131-20).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით დასტურდება თ. წ–ს მიერ საპროცესო შეთანხმების დარღვევა და არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. წ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ი. ხ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე