Facebook Twitter

საქმე # 330100119003168692

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №288აპ-21 ქ. თბილისი

ი. ე., 288აპ-21 5 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ე. ი–თვის ისეთი სახის სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენით ე. ი., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 8 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 8 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 15 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 15 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2014 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ხუთი ეპიზოდი) და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ექვსი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ე. ი–მ გადაწყვიტა, მის სახელზე დამზადებული, ყალბი მონაცემების მქონე .......ის მოქალაქის პასპორტით უკანონოდ გადაეკვეთა ......ოს სახელმწიფო საზღვარი. ე. ი–მ, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 2013 წლის 1 აგვისტოს, მისი პირადი მონაცემებით დამზადებული, .....ის ფედერაციის მოქალაქის გაყალბებული პასპორტის გამოყენებით, სადაც მისი ნამდვილი სახელის - ე–ს ნაცვლად მითითებული იყო „ე–ნ“, ხოლო დაბადების თარიღად 1... წლის .... ნაცვლად - 1... წლის ...., უკანონოდ გადაკვეთა ........ო - ............ის სახელმწიფო საზღვარი, საკონტროლო-გამშვები პუნქტის „...........ს“ გავლით და გადავიდა .....ის ფედერაციაში.

ე. ი–მ გადაწყვიტა, მის სახელზე დამზადებული, ყალბი მონაცემების მქონე .........ს მოქალაქის პასპორტით უკანონოდ გადაეკვეთა .......ოს სახელმწიფო საზღვარი. ე. ი–მ, რომელიც იმყოფებოდა ..........ს ფედერაციაში, 2013 წლის 18 აგვისტოს, მისი პირადი მონაცემებით დამზადებული, ..........ს ფედერაციის მოქალაქის გაყალბებული პასპორტის გამოყენებით, სადაც მისი ნამდვილი სახელის - ე–ს ნაცვლად მითითებული იყო „.....“, ხოლო დაბადების თარიღად 1... წლის .... ნაცვლად - 1.... წლის ...., უკანონოდ გადაკვეთა ............ის სახელმწიფო საზღვარი, საკონტროლო-გამშვები პუნქტის „........ს“ გავლით და შემოვიდა ..........ში.

ე. ი–მ გადაწყვიტა, მის სახელზე დამზადებული, ყალბი მონაცემების მქონე ...........ს მოქალაქის პასპორტით უკანონოდ გადაეკვეთა ..........ოს სახელმწიფო საზღვარი. ე. ი–მ, რომელიც იმყოფებოდა .........ში, 2013 წლის 8 ოქტომბერს, მისი პირადი მონაცემებით დამზადებული, .........ის ფედერაციის მოქალაქის გაყალბებული პასპორტის გამოყენებით, სადაც მისი ნამდვილი სახელის - ე–ს ნაცვლად მითითებული იყო „ე–ნ“, ხოლო დაბადების თარიღად 19.. წლის ... ნაცვლად - 1... წლის ..., უკანონოდ გადაკვეთა ............ის სახელმწიფო საზღვარი, საკონტროლო-გამშვები პუნქტის „........ის“ გავლით და გადავიდა ......ის ფედერაციაში.

ე. ი–მ გადაწყვიტა, მის სახელზე დამზადებული, ყალბი მონაცემების მქონე რ-ს მოქალაქის პასპორტით უკანონოდ გადაეკვეთა .......ოს სახელმწიფო საზღვარი. ე. ი–მ, რომელიც იმყოფებოდა ........ის ფედერაციაში, 2013 წლის 14 ოქტომბერს, მისი პირადი მონაცემებით დამზადებული, .......ის ფედერაციის მოქალაქის გაყალბებული პასპორტის გამოყენებით, სადაც მისი ნამდვილი სახელის - ე–ს ნაცვლად მითითებული იყო „ე–ნ“, ხოლო დაბადების თარიღად 19.. წლის .... ნაცვლად - 19.. წლის ...., უკანონოდ გადაკვეთა .............ის სახელმწიფო საზღვარი, საკონტროლო-გამშვები პუნქტის „..........ის“ გავლით და შემოვიდა ......ოში.

ე. ი–მ გადაწყვიტა, მის სახელზე დამზადებული, ყალბი მონაცემების მქონე ..........ის მოქალაქის პასპორტით უკანონოდ გადაეკვეთა ........ოს სახელმწიფო საზღვარი. ე. ი–მ, რომელიც იმყოფებოდა .......ში, 2014 წლის 15 მარტს, მისი პირადი მონაცემებით დამზადებული, .........ის ფედერაციის მოქალაქის გაყალბებული პასპორტის გამოყენებით, სადაც მისი ნამდვილი სახელის - ე–ს ნაცვლად მითითებული იყო „ე–ნ“, ხოლო დაბადების თარიღად 19.. წლის .... ნაცვლად - 19.. წლის ..., უკანონოდ გადაკვეთა ...........ის სახელმწიფო საზღვარი, საკონტროლო-გამშვები პუნქტის „......ის“ გავლით და გადავიდა ........ის ფედერაციაში.

ე. ი–მ გადაწყვიტა, მის სახელზე დამზადებული, ყალბი მონაცემების მქონე რ-ს მოქალაქის პასპორტით უკანონოდ გადაეკვეთა .......ოს სახელმწიფო საზღვარი. ე. ი–მ, რომელიც იმყოფებოდა ......ის ფედერაციაში, 2014 წლის 21 აპრილს, მისი პირადი მონაცემებით დამზადებული, ......ის ფედერაციის მოქალაქის გაყალბებული პასპორტის გამოყენებით, სადაც მისი ნამდვილი სახელის - ე–ს ნაცვლად მითითებული იყო „ე–ნ“, ხოლო დაბადების თარიღად 19.. წლის ... ნაცვლად - 19.. წლის ... უკანონოდ გადაკვეთა ..........ის სახელმწიფო საზღვარი, საკონტროლო-გამშვები პუნქტის „........ის“ გავლით და შემოვიდა .........ში.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის გამკაცრებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ე. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარი, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარი, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 8 ოქტომბრის ეპიზოდი)- ჯარიმა 5000 ლარი, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 8 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარი, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 15 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარი, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 15 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2014 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარი, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ე. ი–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა ე. ი–მ გამოძიების მიმდინარეობისას ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოსთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი გახადა უდავოდ), აღიარა ჩადენილი დანაშაულები, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე, არაძალადობრივი კატეგორიის დანაშაული.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე