საქმე # 330100120003724770
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №294აპ-21 ქ. თბილისი
ფ–ე დ., 294აპ-21 20 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ლ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ დ. ფ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ხ. ლ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. ფ–სთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას (მის მიერ პატიმრობაში გატარებული ვადის გათვალისწინებით, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებას ან პირობითი მსჯავრით შეცვლას).
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ფ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის დეკემბრის, 2019 წლის სექტემბრისა და 2020 წლის 30 მარტის ეპიზოდები); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2019 წლის მარტის, 2019 წლის აგვისტოსა და 2019 წლის დეკემბრის ეპიზოდები); სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის დეკემბერში, თ–ში, ..........ს „..“ მიკრორაიონის კორპუსი №.., ბინა №..-ში, დ. ფ–მ ოჯახში იძალადა მეუღლეზე - თ. ა–ზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ხელი არაერთგზის დაარტყა სახეში და ტანზე, ასევე, ტელეფონის დასამუხტი სადენი არაერთგზის დაარტყა ზურგზე, რა დროსაც თ. ა–მ თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ფ–ს ქმედებით თ. ა–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
2019 წლის მარტში, თ–ში, ..........ის „..“ მიკრორაიონის კორპუსი №.., ბინა №..-ში, დ. ფ–მ ოჯახში იძალადა მეუღლეზე - თ. ა–ზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ხელები დაუბა ლითონის ხელბორკილით და გაშლილი ხელი დაარტყა სახეში და ტანზე, რა დროსაც თ. ა–მ თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ზ. ფ–ე. დ. ფ–ს ქმედებით თ. ა–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
2019 წლის აგვისტოში, ქ–დან თ–ში მიმავალ გზატკეცილზე (ზუსტი ადგილი უცნობია) დ. ფ–მ ოჯახში იძალადა მეუღლეზე - თ. ა–ზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, პლასტმასის ბოთლი ჩაარტყა თვალში, რა დროსაც თ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ზ. ფ–ე. დ. ფ–ს ქმედებით თ. ა–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
2019 წლის სექტემბერში თ–ში, ........ის „..“ მიკრორაიონის კორპუსი №.., ბინა №..-ში, დ. ფ–მ ოჯახში იძალადა მეუღლეზე - თ. ა–ზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ხელი და ფეხი არაერთგზის დაარტყა სახეზე და ტანზე, რა დროსაც თ. ა–მ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ფ–ს ქმედებით თ. ა–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
2019 წლის დეკემბერში, თ–ში, .......ის „ა“ მიკრორაიონის კორპუსი №.., ბინა №..-ში, დ. ფ–მ ოჯახში იძალადა მეუღლეზე - თ. ა–ზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, სამზარეულოს პლასტმასის კოვზი დაარტყა ტანზე, რა დროსაც თ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ზ. ფ–ე. დ. ფ–ს ქმედებით თ. ა–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
2020 წლის 30 მარტს თ–ში, ......ის „..“ მიკრორაიონის კორპუსი №.., ბინა №..-ში, დ. ფ–მ ოჯახში იძალადა მეუღლეზე - თ. ა–ზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, მუშტი დაარტყა მარჯვენა ფერდზე, რა დროსაც თ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ფ–ს ქმედებით თ. ა–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
2020 წლის 31 მარტს თ–ში, ......ის „ა“ მიკრორაიონის კორპუსი №.., ბინა №..-ში, ხოლო 2020 წლის 1 აპრილს თ–ში, ...........ოს რაიონში, ........ის ქუჩაზე მყოფ თ. ა–ს მეუღლე - დ. ფ–ე მობილური ტელეფონის მეშვეობით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც თ. ა–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარების განხორციელების საფუძვლიანი შიში. დ. ფ–ს ქმედებით თ. ა–ს მიადგა მორალური ზიანი.
დ. ფ–ე თ–ში, ..........ის „ა“ მიკრორაიონის კორპუსი №.., ბინა №..-ში, 2018 წლის დეკემბრის თვიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით დროის პერიოდში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ამცირებდა მეუღლეს - თ. ა–ს, რომელიც, შეურაცხყოფის მიყენებისა და დამცირების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, განიცდიდა ტანჯვას. დ. ფ–ს ქმედებებით თ. ა–ს მიადგა მორალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:
დ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის დეკემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის მარტის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის აგვისტოს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის სექტემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2020 წლის 30 მარტის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
დ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 30 აპრილიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. ფ–ს დამნაშავედ ცნობას მის მიმართ ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და დ. ფ–ს გამართლებას.
2021 წლის 3 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ფ–მ, რომლითაც დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, მის მიერ პატიმრობაში გატარებული ვადის გათვალისწინებით, პატიმრობიდან გათავისუფლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. კასატორი ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ დ. ფ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. შესაბამისად, არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ლ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე