Facebook Twitter

საქმე # 330100119003004652

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №360აპ-21 ქ. თბილისი

ც–ე ნ., 360აპ-21 16 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენზე ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დავით კაპანაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულების - ნ. ც–ს, ბ. ფ–ს, ი. მ–ს, კ. ჯ–ს, ნ. პ–ს, მ. გ–ს, ო. გ–ს, ა. გ–ს, დ. გ–ს, გ. ს–სა და თ. ღ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით.

მსჯავრდებულების - დ. გ–სა და მ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ქ–ა შესაგებლით ითხოვს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კაპანაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენის ძალაში დატოვებას.

მსჯავრდებული ნ. პ–ი შესაგებლით ითხოვს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კაპანაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენის ძალაში დატოვებას.

მსჯავრდებულ ნ. ც–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ჩ–ი შესაგებლით ითხოვს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კაპანაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით:

ნ. ც., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ც–ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 5000 ლარი შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. საბოლოოდ ნ. ც–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 16 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2017 წლის 30 ივლისიდან 2019 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

ნ. ფ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 5000 ლარი, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 5000 ლარის ოდენობით შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა - 3000 ლარი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ფ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

ი. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი.

კ. ჯ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი.

გ. ს–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

ნ. პ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი.

მ. გ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი.

თ. ღ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

ო. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი.

ა. გ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი.

დ. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის მარტში, ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ განიზრახეს სს „........ ბანკის“ კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ. ც. დაუკავშირდა თავის ნაცნობებს - კ. ჯ–ს, ნ. პ–ს, ი. მ–ს, ლ. ლ–ს, ა. გ–ს, დ. გ–ს, ო. გ–ს, მ. გ–ს, ვ. შ–ს, რომლებსაც გაანდო დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ და სთხოვა დახმარება სხვადასხვა პირის მოძიებაში, რომელთა სახელზეც ბანკი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ, გასცემდა ავტოსესხის თანხას. მითითებულმა პირებმა ნ. ც-ს მიუყვანეს სხვადასხვა ფიზიკური პირი, რომლებმაც ბანკს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია დასაქმების, მიღებული ხელფასის და შემოსავლების შესახებ. თავის მხრივ, ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, სს „........ ბანკის“ წარმომადგენელს მიაწოდეს ყალბი ინვოისები, სადაც ხელოვნურად გაზარდეს ავტომანქანების ღირებულებები, ხოლო ექსპლუატაციაში ნამყოფ ორ ავტომანქანაზე დააფიქსირეს როგორც ექსპლუატაციაში არმყოფი, ნულოვანი გარბენის მქონე ავტომანქანა. ნ. ფ–ამ დაამზადა ყალბი სალაროს შემოსავლის ორდერები, სადაც დააფიქსირა მოქალაქეთა მიერ ავტომანქანების ღირებულების 20% გადახდის ფაქტი და ყალბად შედგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები წარუდგინეს ბანკის წარმომადგენელს. მითითებული ყალბი დოკუმენტების წარდგენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემდგომ სს „........... ბანკმა“ 31 პირზე გასცა ავტო სესხის თანხა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ ხელოვნურად გაზარდეს ავტომობილების ღირებულება და თაღლითურად დაეუფლნენ სს „........ ბანკის“ კუთვნილ თანხას - 112 940 აშშ დოლარს.

ასევე, ნ. ფ–ამ 2016 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით შემდგომში, გამოყენების მიზნით, დაამზადა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათები N........; N.........; N.........; N.........; N........; N.........; N.........; N..........; N.........; N.........; N..........; N..........; N..........; N.........; N........; N..........; N........; N.........; N..........; N.........., სალაროს შემოსავლის ორდერები, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოს, სხვადასხვა მოქალაქეს, შპს „............სათვის“ გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა. აღნიშნული ყალბი სალაროს შემოსავლის ორდერები წარადგინეს სს „ს-ს შემდგომაც ბანკმა ავტოსესხი გასცა სხვადასხვა ფიზიკურ პირზე.

2016 წლის მარტში ნ. ც-მ და ნ. ფ–ამ განიზრახეს სს „........ ბანკის“ კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივ განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ნ. ც. დაუკავშირდა თავის ნაცნობებს - კ. ჯ–ს, ნ. პ–ს, ი. მ–ს, ლ. ლ–ს, ა. გ–ს, დ. გ–ს, ო. გ–ს, მ. გ–ეს, ვ. შ–ს, რომლებსაც გაანდო დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ და სთხოვა დახმარება სხვადასხვა პირების მოძიებაში, რომელთა სახელზეც ბანკი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ გასცემდა ავტო სესხის თანხას. ი. მ–ი დათანხმდა შეთავაზებას და ნ. ც–სთან მიიყვანა ო. გ–ა და უ. ტ–ი, რომლებმაც ბანკს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია დასაქმების, მიღებული ხელფასის და შემოსავლების შესახებ. თავის მხრივ, ნ. ც-მ და ნ. ფ–ამ წინასწარი შეთანხმებისამებრ სს „........ ბანკის“ წარმომადგენელს მიაწოდეს ყალბი ინვოისები, სადაც ხელოვნურად გაზარდეს ავტომანქანების ღირებულება, ხოლო ექსპულატაციაში ნამყოფ ორ ავტომანქანაზე დააფიქსირეს როგორც ექსპლუატაციაში არმყოფი, ნულოვანი გარბენის მქონე ავტომანქანა. ნ. ფ–მ დაამზადა ყალბი სალაროს შემოსავლის ორდერები, სადაც დააფიქსირა მოქალაქეთა მიერ ავტომანქანების ღირებულების 20% გადახდის ფაქტი და ყალბად შედგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები წარუდგინეს ბანკის წარმომადგენელს. მითითებული ყალბი დოკუმენტების წარდგენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემდგომ სს „............ ბანკმა“ 30 პირზე გასცა ავტოსესხის თანხა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ ხელოვნურად გაზარდეს ავტომობილების ღირებულება და თაღლითურად დაეუფლნენ სს „........ ბანკის“ კუთვნილ თანხას - 112 940 აშშ დოლარს.

2016 წლის მარტში ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ განიზრახეს სს „........ ბანკის“ კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ. ც. დაუკავშირდა თავის ნაცნობებს - კ. ჯ–ს, ნ. პ–ს, ი. მ–ს, ლ. ლ–ს, ა. გ–ს, დ. გ–ს, ო. გ–ს, მ. გ–ეს, ვ. შ–ს, რომლებსაც გაანდო დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ და სთხოვა დახმარება სხვადასხვა პირის მოძიებაში, რომელთა სახელზეც ბანკი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ გასცემდა ავტოსესხის თანხას. კ. ჯ–ე დასთანხმდა შეთავაზებას და ნ. ც.ს მიუყვანა ლ. კ–ე, თ. ჯ–ე, კ. ი–ე და მ. ე–ი, რომლებმაც ბანკს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია დასაქმების, მიღებული ხელფასის და შემოსავლების შესახებ. თავის მხრივ, ნ. ც–მ და ნ. ფ–ამ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, სს „........ ბანკის“ წარმომადგენელს მიაწოდეს ყალბი ინვოისები, სადაც ხელოვნურად გაზარდეს ავტომანქანების ღირებულება, ხოლო ექსპლუატაციაში ნამყოფ ორ ავტომანქანაზე დააფიქსირეს როგორც ექსპლუატაციაში არმყოფი, ნულოვანი გარბენის მქონე ავტომანქანა. ნ. ფ–ამ დაამზადა ყალბი სალაროს შემოსავლის ორდერები, სადაც დააფიქსირა მოქალაქეთა მიერ ავტომანქანების ღირებულების 20% გადახდის ფაქტი და ყალბად შედგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები წარუდგინეს ბანკის წარმომადგენელს. მითითებული ყალბი დოკუმენტების წარდგენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემდგომ სს „.......... ბანკმა“ 30 პირზე გასცა ავტოსესხის თანხა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ ხელოვნურად გაზარდეს ავტომობილების ღირებულება და თაღლითურად დაეუფლნენ სს „........ ბანკის“ კუთვნილ თანხას - 112 940 აშშ დოლარს.

2016 წლის მარტში ნ. ც–მ და ნ. ფ–ამ განიზრახეს სს „........ ბანკის“ კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ნ. ც. დაუკავშირდა თავის ნაცნობებს - კ. ჯ–ს, ნ. პ–ს, ი. მ–ს, ლ. ლ–ს, ა. გ–ს, დ. გ–ს, ო. გ–ს, მ. გ–ეს, ვ. შ–ს, რომლებსაც გაანდო დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ და სთხოვა დახმარება სხვადასხვა პირის მოძიებაში, რომელთა სახელზეც ბანკი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ გასცემდა ავტო სესხის თანხას. ნ. პ–ი დასთანხმდა შეთავაზებას და ნ. ც–სთან მიიყვანა გ. წ–ი, ფ. მ–ი და გ. ს–ე, რომლებმაც ბანკს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია დასაქმების, მიღებული ხელფასის და შემოსავლების შესახებ. თავის მხრივ, ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ წინასწარი შეთანხმებისამებრ, სს „........ ბანკის“ წარმომადგენელს მიაწოდეს ყალბი ინვოისები, სადაც ხელოვნურად გაზარდეს ავტომანქანების ღირებულება, ხოლო ექსპულატაციაში ნამყოფ ორ ავტომანქანაზე დააფიქსირეს როგორც ექსპლუატაციაში არმყოფი, ნულოვანი გარბენის მქონე ავტომანქანა. ნ. ფ–ამ დაამზადა ყალბი სალაროს შემოსავლის ორდერები, სადაც დააფიქსირა მოქალაქეთა მიერ ავტომანქანების ღირებულების 20% გადახდის ფაქტი და ყალბად შედგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები წარუდგინეს ბანკის წარმომადგენელს. მითითებული ყალბი დოკუმენტების წარდგენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემდგომ სს „........ოს“ ბანკმა“ 30 პირზე გასცა ავტოსესხის თანხა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ ხელოვნურად გაზარდეს ავტომობილების ღირებულება და თაღლითურად დაეუფლნენ სს „........ ბანკის“ კუთვნილ თანხას - 113 000 აშშ დოლარს.

2016 წლის მარტში ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ განიზრახეს სს „........ ბანკის“ კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ. ც. დაუკავშირდა თავის ნაცნობებს - კ. ჯ–ს, ნ. პ–ს, ი. მ–ს, ლ. ლ–ს, ა. გ–ს, დ. გ–ს, ო. გ–ს, მ. გ–ეს, ვ. შ–ს, რომლებსაც გაანდო დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ და სთხოვა დახმარება სხვადასხვა პირის მოძიებაში, რომელთა სახელზეც ბანკი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ გასცემდა ავტოსესხის თანხას. ა. გ–ე დასთანხმდა შეთავაზებას და ნ. ც.სთან, ი. მ–ის და ლ. ლ–ს მეშვეობით, მიიყვანა უ. ტ–ი, ო. გ–ა, ნ. შ–ი და ს. მ–ე, რომლებმაც ბანკს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია დასაქმების, მიღებული ხელფასის და შემოსავლების შესახებ. თავის მხრივ, ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, სს „........ ბანკის“ წარმომადგენელს მიაწოდეს ყალბი ინვოისები, სადაც ხელოვნურად გაზარდეს ავტომანქანების ღირებულება, ხოლო ექსპლუატაციაში ნამყოფ ორ ავტომანქანზე დააფიქსირეს როგორც ექსპულატაციაში არმყოფი, ნულოვანი გარბენის მქონე ავტომანქანა. ნ. ფ–მ დაამზადა ყალბი სალაროს შემოსავლის ორდერები, სადაც დააფიქსირა მოქალაქეთა მიერ ავტომანქანების ღირებულების 20% გადახდის ფაქტი და ყალბად შედგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები წარუდგინეს ბანკის წარმომადგენელს. მითითებული ყალბი დოკუმენტების წარდგენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემდგომ სს „...........ოს“ ბანკმა“ 30 პირზე გასცა ავტოსესხის თანხა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ ხელოვნურად გაზარდეს ავტომობილების ღირებულება და თაღლითურად დაეუფლნენ სს „........ ბანკის“ კუთვნილ თანხას - 113 000 აშშ დოლარს.

2016 წლის მარტში ნ. ც–მ და ნ. ფ–მ განიზრახეს სს „........ ბანკის“ კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ნ. ც. დაუკავშირდა თავის ნაცნობებს - კ. ჯ–ს, ნ. პ–ს, ი. მ–ს, ლ. ლ–ს, ა. გ–ს, დ. გ–ს, ო. გ–ს, მ. გ–ეს, ვ. შ–ს, რომლებსაც გაანდო დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ და სთხოვა დახმარება სხვადასხვა პირის მოძიებაში, რომელთა სახელზეც ბანკი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ გასცემდა ავტო სესხის თანხას. ო. გ–ი დასთანხმდა შეთავაზებას და ნ. ც.სთან მიიყვანა თ. ღ–ე, ნ. ბ. და თ. გ., რომლებმაც ბანკს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია დასაქმების, მიღებული ხელფასის და შემოსავლების შესახებ. თავის მხრივ, ნ. ც–მ და ნ. ფ–მ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, სს „........ ბანკის“ წარმომადგენელს მიაწოდეს ყალბი ინვოისები, სადაც ხელოვნურად გაზარდეს ავტომანქანების ღირებულება, ხოლო ექსპლუატაციაში ნამყოფ ორ ავტომანქანაზე დააფიქსირეს როგორც ექსპლუატაციაში არმყოფი, ნულოვანი გარბენის მქონე ავტომანქანა. ნ. ფ–მ დაამზადა ყალბი სალაროს შემოსავლის ორდერები, სადაც დააფიქსირა მოქალაქეთა მიერ ავტომანქანების ღირებულების 20% გადახდის ფაქტი და ყალბად შედგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები წარუდგინეს ბანკის წარმომადგენელს. მითითებული ყალბი დოკუმენტების წარდგენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემდგომ სს „..............ოს“ ბანკმა“ 30 პირზე გასცა ავტოსესხის თანხა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ ხელოვნურად გაზარდეს ავტომობილების ღირებულება და თაღლითურად დაეუფლნენ სს „........ ბანკის“ კუთვნილ თანხას - 113 000 აშშ დოლარს.

2016 წლის მარტში, ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ განიზრახეს სს „........ ბანკის“ კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ. ც. დაუკავშირდა თავის ნაცნობებს - კ. ჯ–ს, ნ. პ–ს, ი. მ–ს, ლ. ლ–ს, ა. გ–ს, დ. გ–ს, ო. გ–ს, მ. გ–ეს, ვ. შ–ს, რომლებსაც გაანდო დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ და სთხოვა დახმარება სხვადასხვა პირის მოძიებაში, რომელთა სახელზეც ბანკი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ გასცემდა ავტოსესხის თანხას. მ. გ–ე დასთანხმდა შეთავაზებას და ნ. ც–სთან მიიყვანა მ. კ., დ. ც., და რ. კ., რომლებმაც ბანკს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია დასაქმების, მიღებული ხელფასის და შემოსავლების შესახებ. თავის მხრივ, ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, სს „........ ბანკის“ წარმომადგენელს მიაწოდეს ყალბი ინვოისები, სადაც ხელოვნურად გაზარდეს ავტომანქანების ღირებულება, ხოლო ექსპლუატაციაში ნამყოფ ორ ავტომანქანაზე დააფიქსირეს როგორც ექსპლუატაციაში არმყოფი, ნულოვანი გარბენის მქონე ავტომანქანა. ნ. ფ–ამ დაამზადა ყალბი სალაროს შემოსავლის ორდერები, სადაც დააფიქსირა მოქალაქეთა მიერ ავტომანქანების ღირებულების 20% გადახდის ფაქტი და ყალბად შედგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები წარუდგინეს ბანკის წარმომადგენელს. მითითებული ყალბი დოკუმენტების წარდგენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემდგომ სს „............ოს“ ბანკმა“ 30 პირზე გასცა ავტოსესხის თანხა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ ხელოვნურად გაზარდეს ავტომობილების ღირებულება და თაღლითურად დაეუფლნენ სს „........ ბანკის“ კუთვნილ თანხას - 113 000 აშშ დოლარს.

2016 წლის 8 ივნისს თ. ღ–მ სს „..........ოს ბანკში“ შეავსო ავტოსესხის განაცხადი, სადაც შემოსავლად მიუთითა 3200 ლარი და წარადგინა შპს „ი–ს“ მიერ გაცემული ყალბი №........ სალაროს შემოსავლის ორდერი, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოს, გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა - 8725,68 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე 2016 წლის 8 ივნისს თ. ღ–მ სს „.........ოს ბანკიდან“ მიიღო კრედიტი - 16750 აშშ დოლარის ოდენობით.

2016 წლის 30 ივნისს გ. ს–მ სს „.........ოს ბანკში“ შეავსო ავტო სესხის განაცხადი, სადაც სახელფასო შემოსავლად მიუთითა 5000 ლარი და წარადგინა შპს „ი–ს“ მიერ გაცემული ყალბი №....... სალაროს შემოსავლის ორდერი, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოს, გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა - 11546,50 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე 2016 წლის 1 ივლისს გ. ს–მ სს „............ოს ბანკიდან“ მიიღო კრედიტი - 20420 აშშ დოლარის ოდენობით.

2016 წლის მარტში ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ განიზრახეს სს „........ ბანკის“ კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ. ც. დაუკავშირდა თავის ნაცნობებს - კ. ჯ–ს, ნ. პ–ს, ი. მ–ს, ლ. ლ–ს, ა. გ–ს, დ. გ–ს, ო. გ–ს, მ. გ–ეს, ვ. შ–ს, რომლებსაც გაანდო დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ და სთხოვა დახმარება სხვადასხვა პირის მოძიებაში, რომელთა სახელზეც ბანკი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ გასცემდა ავტო სესხის თანხას. დ. გ. დასთანხმდა შეთავაზებას და ნ. ც–სთან მიიყვანა ბ. ქ., ე. ჩ. და ლ. გ., რომლებმაც ბანკს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია დასაქმების, მიღებული ხელფასის და შემოსავლების შესახებ. თავის მხრივ, ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, სს „........ ბანკის“ წარმომადგენელს მიაწოდეს ყალბი ინვოისები სადაც ხელოვნურად გაზარდეს ავტომანქანების ღირებულება, ხოლო ექსპლუატაციაში ნამყოფ ორ ავტომანქანაზე დააფიქსირეს როგორც ექსპლუატაციაში არმყოფი, ნულოვანი გარბენის მქონე ავტომანქანა. ნ. ფ–მ დაამზადა ყალბი სალაროს შემოსავლის ორდერები, სადაც დააფიქსირა მოქალაქეთა მიერ ავტომანქანების ღირებულების 20% გადახდის ფაქტი და ყალბად შედგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები წარუდგინეს ბანკის წარმომადგენელს. მითითებული ყალბი დოკუმენტების წარდგენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემდგომ სს „.........ოს“ ბანკმა“ 30 პირზე გასცა ავტოსესხის თანხა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ნ. ც.მ და ნ. ფ–ამ ხელოვნურად გაზარდეს ავტომობილების ღირებულება და თაღლითურად დაეუფლნენ სს „........ ბანკის“ კუთვნილ თანხას - 113 000 აშშ დოლარს.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ. ც–ს, ნ. ფ–ას, ი. მ–ის, კ. ჯ–ს, ნ. პ–ის, დ. გ–ს, ა. გ-ს, ო. გ–ის, მ. გ–ს, თ. ღ–სა და გ. ს–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ნ. ც–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მსჯავრდებულებს - ი. მ–ს, კ. ჯ–ს, ნ. პ–ს, მ. გ–ს, ო. გ–ს, ა. გ–ს, დ. გ–ს - სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მსჯავრდებულ ნ. ფ–ს - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულებს - გ. ს–სა და თ. ღ–ს - სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულებმა - ნ. ც.მ, ნ. ფ–ამ, ი. მ–მ, კ. ჯ–მ, ნ. პ–მ, დ. გ–მ, ა. გ–მ, ო. გ–მ, მ. გ–მ, თ. ღ–მ და გ. ს–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი ქმედებები; უდავოდ ცნეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა; ამასთან, მათ ჩაიდინეს არაძალადობრივი ხასიათის დანაშაულები; მსჯავრდებულ გ. ს–ს დაწყებული აქვს ზიანის ანაზღაურება, მან ბანკთან შეთანხმებით მოახდინა ფინანსური ვალდებულების რესტრუქტურიზაცია და გადაიხადა სესხის ნაწილი - 6000 აშშ დოლარი, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საბანკო გადახდის ქვითარი (ტ.29; ს.ფ.100); მსჯავრდებულები - ნ. ც. და თ. ღ–ე არიან საპენსიო ასაკს მიღწეული პირები

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კაპანაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმძე