საქმე # 080100119003313156
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №356აპ-21 ქ. თბილისი
ლ. ა. 356აპ-21 31 აგვისტო, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გვანცა ტაბატაძისა და მსჯავრდებულ ა. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გვანცა ტაბატაძისა და მსჯავრდებულ ა. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე