Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №321აპ-21 ქ. თბილისი

კ-ე კ-რ, 321აპ-21 27 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენით კ. კ-ე, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით და 2020 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდები) – 1-1 წლითა და 6-6 თვით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ. კ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ასევე შთანთქა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 5 ოქტომბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განაჩენით შეიცვალა: კ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით და 2020 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდები) – 1-1 წლითა და 6-6 თვით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ. კ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ კ. კ-ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის ნასამართლევი კ. კ-ე 2020 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით დროს განმავლობაში ო-ში, ფ. მ-ს ქუჩის მე-- შესახვევის №--ში, მეუღლეს – ხ. ი-ს, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, თავიანთი არასრულწლოვანის შვილების – ლ., გ., ნ. და ა. კ-ების თანდასწრებით, გინებითა და უწმაწური სიტყვებით მიმართვით სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, რითიც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

· 2020 წლის 5 ოქტომბერს შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც კ. კ-ეს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლის – მეუღლის, ხ. ი-ის საცხოვრებელ სახლთან, მასა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც ის იმყოფებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კ. კ-ემ 2020 წლის 5 ოქტომბერს, ღამის საათებში, ო-ში, ფ. მ-ს ქუჩის მე-- შესახვევის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიაკითხა ხ. ი-ს, რითიც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

· ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის ნასამართლევმა კ. კ-ემ 2020 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 05:30 საათზე, მიუხედავად იმისა, რომ ეკრძალებოდა მეუღლესთან მიახლოება, მას მიაკითხა ო-ში, ფ. მ-ს ქუჩის მე-- შესახვევის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც, მისაღებ ოთახში, ხ. ი-ს, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების – ნ. და ა. კ-ების თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე და განაწყენებულმა, რადგან მის მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი, გინება დაუწყო და ფიზიკური ტკივილი მიაყენა სახის არეში ხელის დარტყმით.

· 2020 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 05:30 საათზე, კ. კ-ემ, მიუხედავად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერით ეკრძალებოდა მეუღლესთან – ხ. ი-თან მიახლოება, მას მიაკითხა ო-ში, ფ. მ-ს ქუჩის მე-- შესახვევის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც, მისაღებ ოთახში, ხ. ი-ს, ეჭვიანობის ნიადაგზე და განაწყენებულმა, რადგან მის მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი, დაუწყო გინება, ხელი დაარტყა სახის არეში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. მსჯავრდებულ კ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ზ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ კ. კ-ისათვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რაც ჩაეთვლება პირობით, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და სასჯელის სამართლიანობის შესახებ აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ კ. კ-ეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა კანონიერი სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება.

8. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მოვალეობათა დარღვევის ზომის, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულების ჩადენის, ასევე, მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ კ. კ-ისათვის სასჯელის შემსუბუქება და პირობითად ჩათვლა არ არის მიზანშეწონილი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე