საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №286აპ-21 ქ. თბილისი
მ-ი ა-ნ, 286აპ-21 22 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. მ-ს ბრალი დაედო: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში, ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ა. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1,0861 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, საიდანაც:
2019 წლის 27 ნოემბერს თ-ში, სოფელ ფ-ში, ბ-ის ქ., - ჩიხი, №--ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 0,108 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 200 ლარად უკანონოდ გაასაღა ნ. მ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნ. მ-თან ჩატარებული ჩხრეკის შედეგად;
2019 წლის 28 ნოემბერს თ-ში, სოფელ ფ-ში, ბ-ის ქ., მე- ჩიხი, №--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, 0,3064 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 200 ლარად უკანონოდ გაასაღა ნ. მ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნ. მ-თან ჩატარებული ამოღების შედეგად;
2019 წლის 30 ნოემბერს თ-ში, სოფელ ფ-ში, ბ-ის ქ., მე- ჩიხი, №--ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 0,3411 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 200 ლარად უკანონოდ გაასაღა ნ. მ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნ. მ-თან ჩატარებული ამოღების შედეგად;
2019 წლის 2 დეკემბერს თ-ში, სოფელ ფ-ში, ბ-ის ქ., მე- ჩიხი, №--ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 0,3306 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 200 ლარად უკანონოდ გაასაღა ნ. მ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნ. მ-თან ჩატარებული ამოღების შედეგად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 3 აგვისტოს განაჩენით ა. მ-ის, – დაბადებულის 19-- წელს, ნასამართლობის არმქონის, – მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) – 3 წლით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) – 8 წლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 28 ნოემბრის, 30 ნოემბრისა და 2 დეკემბრის ეპიზოდები) – 6-6 წლით, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 28 ნოემბრისა და 30 ნოემბრის ეპიზოდები) – 9 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 დეკემბრის ეპიზოდი) – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 28 დეკემბრიდან; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად, ა. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) – 6 წლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) – 7 წლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 ნოემბრისა და 2 დეკემბრის ეპიზოდები) – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 28 დეკემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. მ-მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა (3 ეპიზოდი); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (3 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ა. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა, შეინახა და 2019 წლის 27 ნოემბერს თ-ში, სოფელ ფ-ში, ბ-ის ქ., მე- ჩიხი, №--ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. მ-ზე 200 ლარად უკანონოდ გაასაღა 0,108 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ. მ-ის ჩხრეკის შედეგად.
· ა. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა, შეინახა და 2019 წლის 28 ნოემბერს თ-ში, სოფელ ფ-ში, ბ-ის ქ., მე- ჩიხი, №--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ნ. მ-ზე 200 ლარად უკანონოდ გაასაღა 0,3064 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ. მ-თან ჩატარებული ამოღების შედეგად.
· ა. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა, შეინახა და 2019 წლის 30 ნოემბერს თ-ში, სოფელ ფ-ში, ბ-ის ქ., მე- ჩიხი, №--ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. მ-ზე 200 ლარად უკანონოდ გაასაღა 0,3411 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ. მ-თან ჩატარებული ამოღების შედეგად.
· ა. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა, შეინახა და 2019 წლის 2 დეკემბერს თ-ში, სოფელ ფ-ში, ბ-ის ქ., მე- ჩიხი, №--ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. მ-ზე 200 ლარად უკანონოდ გაასაღა 0,3306 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ. მ-თან ჩატარებული ამოღების შედეგად.
6. მსჯავრდებული ა. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მისთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრას, ასევე – პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით (სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 28 ნოემბრის №6220/სქ–5750/ქრ, 2019 წლის 1 დეკემბრის №6323/სქ–5862/ქრ, 2019 წლის 4 დეკემბრის №6361/სქ–5898/ქრ და №6385/სქ–5926/ქრ, ასევე – ჰაბიტოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმები, ნ. მ-ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ფულადი თანხის გადაცემის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო- აუდიოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და სხვ.) უტყუარადაა დადასტურებული ა. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (3-3 ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.
10. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მათი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე