საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №242აპ-21 თბილისი
ბ. თ., 242აპ-21 23 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენით თ. ბ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით თ. ბ-სათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ბ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 7 ივნისიდან.
2. განაჩენის მიხედვით, თ. ბ-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ლ-ში, კ-ს ქუჩის №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ი-ისა და ს. ფ-ის ცემის გამო განაწყენებულმა თ. ბ.მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ლ. ფ-ს დანით მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა მსხვილი ნაწლავის ჯორჯალის, თორმეტგოჯა ნაწლავის, ღვიძლის, პანკრეასისა და რეტროპერინიალურ სივრცეში არსებული კუნთების დაზიანებით, რის შემდეგაც მიიჩნია, რომ განზრახვა სისრულეში ჰქონდა მოყვანილი და დატოვა შემთხვევის ადგილი. ლ. ფ-სათვის დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: თ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით თ. ბ-სათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული თ. ბ. გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ბ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 7 ივნისიდან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და თ. ბ-სთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. მსჯავრდებული თ. ბ. და მისი ადვოკატები - რ. ჭ-ი და ც. ბ-ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას სასჯელის ნაწილში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა 2021 წლის 23 სექტემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ თ. ბ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული თ. ბ. უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) შეფარდებული სასჯელის - 120 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან. მასვე „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
4. ამავე დროს, მსჯავრდებულ თ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ასევე უნდა აღუდგეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) მსჯავრდებისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე, 307-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
2.1. მსჯავრდებული თ. ბ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 120 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან;
2.2. მსჯავრდებულ თ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა);
2.3. მსჯავრდებულ თ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აღუდგეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა);
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით თ. ბ-სათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე