საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №404I -21 თბილისი
გ-ე გ-ი, 404I -21 30 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატ ნ. ჩ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - ი-ის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. გ-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განაჩენით გ. გ-ე, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
2.2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად - გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2016 წლის 17 მარტიდან.
2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის პირველი მარტის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე.
2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული გ. გ-ე 2020 წლის 28 აპრილს პატიმრობიდან გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 1 წლით, 10 თვითა და 17 დღით ადრე.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატმა ნ. ჩ-მა, რომელიც საჩივარზე დართული დაზარალებულის თანხმობის საფუძველზე ითხოვს მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის ნასამართლობის არქონა), სასჯელი უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, თუ მან დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა და დაზარალებულმა თანხმობა განაცხადა ამ პირის მიმართ აღნიშნული ამნისტიის გავრცელების შესახებ.
3. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატმა ნ. ჩ-მა წარმოადგინა დაზარალებულ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის თანხმობა მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს და მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, კერძოდ: ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მას უნდა გაუნახერდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს 2016 წლის 17 მარტიდან.
4. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ეს აღნიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრისგან.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატ ნ. ჩ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატ ნ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
2.1. მსჯავრდებულ გ. გ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 17 მარტიდან;
2.2. მსჯავრდებული გ. გ-ე გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრისაგან (ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს);
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე