საქმე # 330100120003763676
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №361აპ-21 ქ. თბილისი
დ. მ. 361აპ-21 7 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. შ-ს განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 თებერვლის განაჩენით მ. დ. - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. დ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 23 მაისის 10:30 საათიდან.
2. მ. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს .........ის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა - მ. დ-მ, განიზრახა მოქალაქე თ. დ-სთვის გამოეძალა ფულადი თანხა 1800 აშშ დოლარის ოდენობით. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სოციალურ ქსელ „ფ-ში,“ შექმნა ყალბი პროფილი „.....“-ს სახელზე, საიდანაც 2020 წლის 20 მაისს, სხვადასხვა დროს, „მესინჯერის“ მეშვეობით დაუკავშირდა თ. დ-ს სოციალურ ქსელ „ფ-ში“ და მოსთხოვა 1800 აშშ დოლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, ასევე ავტომანქანა „კ-ს“ განადგურებით და საცხოვრებელი სახლისთვის ცეცხლის წაკიდებით; მეტი დამაჯერებლობისთვის, თ. დ-ს „მესინჯერში“ გაუგზავნა მისი საცხოვრებელი სახლის და მცირეწლოვანი შვილის ფოტოსურათები. აღნიშნულზე თ. დ-ს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში და 2020 წლის 21 მაისს, დახმარებისთვის მიმართა პოლიციას. გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, გამოძალვის ფაქტზე დაკავებულ იქნა მ. დ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. შ-მ, რომელმაც მოითხოვა მ. დ-ს გამართლება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. შ-მ.
6. 2021 წლის 31 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული განცხადებით მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. შ. შუამდგომლობს არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენზე არ იქნეს განხილული კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე