საქმე # 330100120004083460
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №407აპ-21 ქ. თბილისი
ჯ. ბ., 407აპ-21 9 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მედეა ცირამუამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ბ. ჯ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას რეალური მოხდით და არ იქნეს გამოყენებული პირობითი მსჯავრი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ბ. ჯ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ჯ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 25 სექტემბრიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 31 აგვისტოდან მ. კ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ. ჯ–სთან. 2020 წლის 31 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე მეუღლეები ცხოვრობდნენ თ–ში, მეტროსადგურ „..........ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 2020 წლის 3 სექტემბრიდან 2020 წლის 23 სექტემბრამდე - თ–ში, შ–ს ქუჩა №.., კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე, თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში. თანაცხოვრების პერიოდში, თ–ში, შ–ის ქუჩა №4.. კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე, თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში, სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით ბ. ჯ. ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე - მ. კ–ზე, კერძოდ, სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, უშვერი სიტყვებით მიმართავდა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.
2020 წლის სექტემბრის დასაწყისში, თ–ში, მეტროსადგურ „........ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ჯ.მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ. კ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, სახის არეში მუშტი დაარტყა. 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში, თ–ში, მეტროსადგურ „ს–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში, უსაფუძვლო მიზეზით, ბ. ჯ.მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ. კ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, სახის არეში ხელი დაარტყა. 2020 წლის 6 სექტემბერს, თ–ში, შ–ის ქუჩა №.., კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, უსაფუძვლო მიზეზით, ბ. ჯ.მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ. კ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, სახის არეში ხელი დაარტყა. 2020 წლი 23 სექტემბერს, თ–ში, შ–ის ქუჩა №.., კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე, თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში, უსაფუძვლო მიზეზით, ბ. ჯ.მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ. კ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, ფეხის არეში მუშტი დაარტყა და უკბინა. ბ. ჯ–ს ქმედებების შედეგად, მ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას - მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას რეალური მოხდით და არ იქნეს გამოყენებული პირობითი მსჯავრი, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ და ზომად ისეთი სასჯელის გამოყენებას, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ბ. ჯ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულ ბ. ჯ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა - ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე