საქმე # 010142221700141025
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №44აგ-21 ქ. თბილისი
კ. რ. 44აგ-21 8 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა–ს განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ რ. კ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განჩინებაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. რ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ახალციხის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ვალის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ვალის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ვალის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი კანონი).
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენებით, რ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელშიც მოხდილად ჩაეთვალა წინასწარი გამოძიებისას - 2005 წლის 5 ივნისიდან 2005 წლის 7 ივნისამდე და შემდგომ 2009 წლის 27 იანვრიდან 2009 წლის 5 ივნისამდე დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 4 თვე და 11 დღე და დარჩენილი ვადა - 4 წლით, 7 თვით და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და დაუწესდა 5 წლით გამოსაცდელი ვადა.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით, რ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და რ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 7 თვე და 19 დღე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 23 წლით, 7 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, რ. კ. გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან (ახალციხის ეპიზოდი).
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რ. კ. გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან (ვალის ეპიზოდი).
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, რ. კ. გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან (ვალის ეპიზოდი).
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, რ. კ. გათავისუფლდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2005 წლის 10 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან (ვალის ეპიზოდი).
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რ. კ–ს ¼-ით შეუმცირდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია) დანიშნული - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 თვითა და 15 დღით, რომელშიც მოხდილად ჩაეთვალა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის განაჩენით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 4 თვე და 11 დღე და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 დღის ვადით.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, რ. კ–ს გაუნახევრდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად რ. კ–ს ¼-ით შეუმცირდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013
წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
რ. კ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 12 წლით, 6 თვით და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით, მსჯავრდებულ რ. კ–ს საკაცასიო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, რ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებით, რ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, ნ. ა–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის და 2013 წლის 28 იანვრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ რ. კ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ნ. ა–ს საკასაციო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ რ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის და 2013 წლის 28 იანვრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის განჩინებით, მსჯავრდებულ რ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, ნ. ა–ს საკაცასიო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ რ. კ–ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის და 2013 წლის 28 იანვრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
12. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ რ. კ–ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განჩინებით, მსჯავრდებულ რ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ხ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელი.
14. 2021 წლის 13 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. კ–მ და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ივნისის და ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენების გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს განხორციელებული ცვლილება ამსუბუქებს მის სამართლებრივ მდგომარეობას.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ–ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. კ–მ.
17. 2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული განცხადებით მსჯავრდებულ რ. კ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ა. შუამდგომლობს არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ რ. კ–ს საკასაციო საჩივარი.
18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. კ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განჩინებაზე არ იქნეს განხილული კასატორის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა–ს მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე