Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №12აგ-21 თბილისი

ფ-ე ი-ა, 12აგ-21 19 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ი. ფ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში. ი. ფ-ე, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქცია) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 363-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ი. ფ-ეს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2007 წლის 2 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ი. ფ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში. ი. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 1000 ლარი; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ფ-ეს განესაზღვრა 10 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. ი. ფ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2007 წლის 2 თებერვლიდან.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის განაჩენით ი. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ფ-ეს განესაზღვრა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ფ-ეს განესაზღვრა 33 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. ი. ფ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2012 წლის 10 ივლისიდან.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ი. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ფ-ეს განესაზღვრა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ფ-ეს განესაზღვრა 33 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. ი. ფ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2012 წლის 10 ივლისიდან.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით:

5.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. ფ-ეს ¼-ით შეუმცირდა:

o ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელები შეიკრიბა და ი. ფ-ეს განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა;

o ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე განახევრებული სასჯელი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელები შეიკრიბა და ი. ფ-ეს განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.

5.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 21 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 5 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ ი. ფ-ეს განესაზღვრა 23 წლით, 5 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2012 წლის 10 ივლისიდან. მასვე დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განაჩენით:

6.1. მსჯავრდებულ ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე არ დაკმაყოფილდა.

6.2. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ი. ფ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელების შესახებ.

6.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ფ-ეს ¼-ით შეუმცირდა:

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ფ-ეს განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) შეფარდებული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ჯარიმა - 1000 ლარი დარჩა უცვლელად. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ფ-ეს განესაზღვრა 8 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2007 წლის 2 თებერვლიდან.

6.4. მსჯავრდებულ ი. ფ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან 2012 წლის 10 ივლისის ჩათვლით მოხდილი ჰქონდა - 5 წლით, 5 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მოსახდელი - 2 წლით, 7 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სრულად დაემატა ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ფ-ეს განესაზღვრა 23 წლით, 7 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. ი. ფ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2012 წლის 10 ივლისიდან.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ი. ფ-ე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთისაგან და მოსახდელი დარჩა 23 წლით, 2 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2012 წლის 10 ივლისიდან.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ფ-ის მიმართ არ აღსრულდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ფ-ემ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მოითხოვა მისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შემცირება და სასჯელისაგან გათავისუფლება.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ფ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ფ-ემ, რომელიც ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და სასჯელისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას უკუძალა აქვს იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ი. ფ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი. ფ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ი. ფ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე