Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№350აპ-21 ქ. თბილისი

ხ-ა ვ-ი, 350აპ-21 5 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გვანცა ტაბატაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ხ-ას, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლევს, – ბრალი დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ფიზიკურ იძულებაში, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის ნოემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ქ-ში, ჭ-ის ქ. №--ში, ვ. ხ-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – თ. ყ-ს, კერძოდ, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--ში, ვ. ხ-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან გერს – ბ. ჯ-ს, კერძოდ, უკბინა ორივე ყურისა და კისრის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 2 იანვარს, 23:00 საათზე, ქ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--ში, ვ. ხ-ამ ტელეფონის სატენის ზურგზე დარტყმით აიძულა გერი – ბ. ჯ-ი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაეკეთებინა აზიდვები, ე.წ. „ატჟიმანიები“.

· 2020 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქ-ში, ი. ჭ-ის ქ. №-----ში, ვ. ხ-ა მეუღლის დედას – თ. კ-ეს დაემუქრა, რომ მოკლავდა და არმატურის გამოყენებით სცემდა. თ. კ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2020 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქ-ში, ი. ჭ-ის ქ. №-----ში, ვ. ხ-ამ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – თ. ყ-სა და მის დედას – თ. კ-ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თ. კ-ეს სახის არეში დაარტყა ხელი, ხოლო თ. ყ-ს – ორჯერ დაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 3 იანვარს, ღამის საათებში, ქ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--ში, ვ. ხ-ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – თ. ყ-ს დანის მოღერებით დაემუქრა, რომ მოკლავდა მას და მის შვილს. თ. ყ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2020 წლის 3 იანვარს, ღამის საათებში, ქ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--ში, ვ. ხ-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – თ. ყ-ს, კერძოდ, ორჯერ დაარტყა ხელი სახის მარჯვენა მხარეს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 3 იანვარს, ღამის საათებში, ქ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--ში, ვ. ხ-ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – თ. ყ-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა, რომ წასულიყო დედასთან – თ. კ-ესთან და მოეყვანა შვილი – ბ. ჯ-ი, ასევე აიძულებდა, რომ წასულიყვნენ ქ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ვ. ხ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ. ყ-ის 2019 წლის ნოემბრისა და 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდები), 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ. ყ-ის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თ. ყ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; ვ. ხ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თ. ყ-ისა და თ. კ-ის 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. ვ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ. კ-ის 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ბ. ჯ-ის 2020 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) – 2 წლით, 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ბ. ჯ-ის 2020 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თ. კ-ის 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ. ხ-ას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ასევე შთანთქა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 4500 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 3 იანვრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: ვ. ხ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ. ყ-ის 2019 წლის ნოემბრისა და 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდები), 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ. ყ-ის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თ. ყ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; ვ. ხ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თ. ყ-ისა და თ. კ-ის 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. ვ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ. კ-ის 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ბ. ჯ-ის 2020 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) – 2 წლით, 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ბ. ჯ-ის 2020 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თ. კ-ის 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ. ხ-ას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ასევე შთანთქა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 4500 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 3 იანვრიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ:

· 2020 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--ში, ვ. ხ-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან გერს – ბ. ჯ-ს, კერძოდ, უკბინა ორივე ყურისა და კისრის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--ში, ვ. ხ-ამ ტელეფონის სატენის ზურგზე დარტყმით აიძულა გერი – ბ. ჯ-ი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაეკეთებინა აზიდვები, ე.წ. „ატჟიმანიები“.

· 2020 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქ-ში, ი. ჭ-ის ქ. №-----ში, ვ. ხ-ა მეუღლის დედას – თ. კ-ეს დაემუქრა, რომ მოკლავდა და არმატურის გამოყენებით სცემდა. თ. კ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2020 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქ-ში, ი. ჭ-ის ქ. №-----ში, ვ. ხ-ამ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – თ. ყ-სა და მის დედას – თ. კ-ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თ. კ-ეს სახის არეში დაარტყა ხელი, ხოლო თ. ყ-ს – ორჯერ დაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენის შეცვლას, ვ. ხ-ას დამნაშავედ ცნობას ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის დანიშნული სასჯელების გამკაცრებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ ვ. ხ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თ. ყ-ისა და თ. კ-ის 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ. ყ-ის 2019 წლის ნოემბრისა და 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდები), 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ. ყ-ის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თ. ყ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში მიიჩნია, რომ მისი მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა თ. ყ-მა (მსჯავრდებულის მეუღლემ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. მართალია, საქმეშია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღწერილია დაზარალებულ თ. ყ-ის სხეულზე დაზიანებების კვალი, მაგრამ ამ დასკვნით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა მას ეს დაზიანებები. ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის დაზიანებათა შესაძლო მიყენებისა და იძულების ფაქტები სასამართლოში გამოკვლეული რაიმე უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებულ სხვა მტკიცებულებებს, ისინი უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ ზემოთ მითითებული დანაშაულების ჩადენას.

10. საკასაციო პალატის აზრით, ასევე დაუდასტურებელია ვ. ხ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაც, რადგან, ისეთ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, წარმოუდგენელია იმის დადგენა, ნამდვილად გაუჩინა თუ არა ვ. ხ-ას მუქარამ (ასეთი ფაქტი რომც მომხდარიყო) დაზარალებულ თ. ყ-ს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

11. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR,09/07/2019).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

13. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ. ხ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ. ყ-ის 2019 წლის ნოემბრისა და 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდები), 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ. ყ-ის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თ. ყ-ის ეპიზოდი), ასევე – სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თ. ყ-ისა და თ. კ-ის 2020 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას.

14. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

15. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ისე – შემამსუბუქებელი გარემოებები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, დამდგარი შედეგი და ვ. ხ-ას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გვანცა ტაბატაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე